"ხვიჩასთვის 2024 წელი დასრულებულია" - "ნაპოლის" ყოფილი ექიმის არასასიამოვნო ინფორმაცია "კვარაზე"

AutoSharing Option
იტალიურ მედიაში "ნაპოლის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმასთან დაკავშირებით არასასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა. მოგეხსენებათ, "კვარამ" დაზიანება "ლაციოსთან" მატჩში მიიღო.

Napolicalviolive-ს ინფორმაციით, ქართველ შემტევს დიდი ალბათობით, იმაზე მეტი დრო გაუცდება, ვიდრე იქამდე იყო ნავარაუდები, გარდა ამისა იტალიურ მედიასთან კომენტარი "ნაპოლის" ყოფილმა ექიმმა ალფონსო დე ნიკოლამაც გააკეთა და აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა.

"ტრავმა, რომელიც მან მიიღო, რამდენიმეკვირიან რეაბილიტაციას საჭიროებს, ამიტომ ვვარაუდობ, რომ მისთვის 2024 წელი დასრულებულია, მიუხედავად იმისა, რომ "პარტენოპეი" მის სასწრაფოდ დაბრუნებას ეცდება.

ყველაფერი გაირკვევა, როდესაც ქართველი განმეორებით გამოკვლევებს ჩაიტარებს და ტესტების პასუხებს გავიგებთ",
- ამის შესახებ "ნაპოლის" ყოფილმა ექიმმა ალფონსო დე ნიკოლამ განაცხადა.

შეგახსენებთ, "ნაპოლის" 2024 წელს 2 მატჩი დარჩა ჩასატარებელი. კონტეს გუნდი 21 დეკემბერს "ჯენოას" ესტუმრება, ხოლო 29 დეკემბერს "ვენეციას" უმასპინძლებს.

alt"დე ლაურენტისი კონტეს ამას შეჰპირდა" - რას წერს იტალიური გამოცემა?

alt"კვარა" თუ ნერესი? - კონტემ კითხვაზე უპასუხა

altდე ლაურენტისმა იანვრის პირველი ტრანსფერი დაგეგმა - კონტე თანახმაა

მკითხველის კომენტარები / 7 /
და რაში სჭირდება ნაპოლის კვარას სასწრაფო კი არა საერთოდ დაბრუნება, გუნდმა მის გარაშე ერთ-ერთი საუკვეთესო თამაში აჩვენა მის გარეშე, ამასთან გუნდს ახალი ამომავალი ვასკვლავი და კერპი ჰყავს ნერეშის სახით. ყველაზე რეალური და მისაღები ვარიანტი ყველასთვის, ალბათ ზამთრის ფანჯარაში მისი მინიმუმ განათხოვრება იქნება,რომელიმე სახელოვან კლუბში, შემდგომში 20-30 მლნად გამოსყიდვით,თორემ 80-100 მლნს რომ არავინ გადაიხდის ფაქტია, მით უმეტეს ნაპოლის პატრონ ოსიმენას გაყიდვა ისევ ყელში აქვს გაჩხერილი,ვისშიც თავის დროზე 75 მლნი აქვს გადახდილი, კვარაში კი სულ 8 თუ 10 აქვს გადახდილი. ფაქტიურად მუქთად ჩაუვარდა ხელში, თუ მის წვლილს გავითვალისწინებთ ნაპოლის გაჩემპიონებაში. ახლა მართალია უკვე გადაჯოკრილი ჯოკერივითაა, მაგრამ ტუზ კოზირად მაინც რჩება და არ არსებობს ერთი შესაძლებლობა კიდევ რომ არ სცადოს, არ გაისროლოს მოულოდნელად და კიდევ ერთხელ არ აალაპარაკოს სანატრელი ევროპა...
leqso
15:34 18-12-2024
15
გაბედე ნუცა, აქ ყველა ჩვენიანია, ტანჯული ტამბოვიდან.))))))))))))))))
ნუცა-ს
15:27 18-12-2024
5

სიახლეები პოპულარული