ითამაშებს თუ არა კვარაცხელია 21 დეკემბერს "ჯენოასთან" - იტალიური პრესის უახლესი ინფორმაცია

AutoSharing Option
იტალიური Corriere dello Sport ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ბევრ კითხვას პასუხი დღეს გაეცემა.

"ნაპოლის" ექიმები დღეს საბოლოოდ იტყვიან, შეეძლება თუ არა ქართველს 21 დეკემბერს "ჯენოასთან" სერია A-ს მე-17 ტურში თამაში.

თუ ჩვენებურს ზეგ თამაშის უფლება არ დართეს, ის ამ წელს 1 შეხვედრაში მინიმუმ მაინც კიდევ ითამაშებს, რადგან 29 დეკემბერს წლის ბოლო მატჩს საშინაო კედლებში "ვენეციას" წინააღმდეგ სრულ მზადყოფნაში შეხვდება.

შეხსენებისთვის, კვრაცხელიამ ტრავმის გამო "უდინეზესთან" 1 შეხვედრა უკვე გამოტოვა და წესით, დღეს მოგვიანებით გვეცოდინება, უნდა
ველოდოთ თუ არა ხვიჩას 2 დღეში მოედანზე.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კვარას ქართველო ქომაგებო გილოცავთ ნიკოლოზობას!
სულ თვალწინ მიდგას ის "ფაშისტური" შინაარსის სურათი სადაც გაზონზე წაქცეულ და ტკივილისგან "მოკუნტულ" კვარას მატჩის მსაჯი თავზე ადგას და იმის მაგივრად, რომ ექიმს მოუხმოს, ზურგში ეჯიკავება -"მოედნიდან გვერდით ხაზს გარეთ გადადიო"!
ყველამ გაიხსენეთ სურათი და იმ მსაჯს მოკითხვა შეუთვალეთ როგორც შეგიძლიათ ისე!
ვაჟა მასწავლებელი
14:34 19-12-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული