მამარდაშვილის მორიგი აღიარება - ქართველი 2024 წლის საუკეთესო მეკარეებს შორის ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს

AutoSharing Option
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2024 წლის საუკეთესო მეკარეთა ათეული გამოაქვეყნა.

ჩვენთვის განსაკუთრებულად საინტერესო და საამაყოა ის ფაქტი, რომ მე-3 ადგილზე 55 ქულით საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" კიპერი გიორგი მამარდაშვილი გავიდა.

მან უკან ისეთი მეტოქეები ჩამოიტოვა, როგორებიც მაიკ მენიო, ჯანლუიჯი დონარუმა, ტიბო კურტუა და სხვა ცნობილი მეკარეები არიან.

მამარდაშვილზე წინ მხოლოდ ემილიანო მარტინესი (პირველ ადგილზეა) და იუნაი სიმონი არიან, ათეული კი ასე გამოიყურება:

1) ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა) 167 ქულა
2) იუნაი სიმონი (ბილბაო) 91 ქულა
3) გიორგი
მამარდაშვილი (ვალენსია) 55 ქულა
4) მაიკ მენიო (მილანი) 52 ქულა
5) ტიბო კურტუა (რეალი) 28 ქულა
6-7) იან სომერი (ინტერი) 25 ქულა
6-7) ანდრეი ლუნინი (რეალი) 25 ქულა
8) ჯანლუიჯო დონარუმა (პსჟ) 23 ქულა
9) დავიდ რაია (არსენალი) 21 ქულა
10) გრეგორი კობელი (დორტმუნდი) 17 ქულა
მკითხველის კომენტარები / 13 /
ვინ ჩამოლაბორანტდა ბაბუა ხვიჩა? ნუ გადამრევთ ბაბუა, მაი ბიჭი თუ ჩამოლაბორანტდა, ფეხბურთს ვინღა თამაშობს თქვენი აზრით? ააა, მივხვდი, ერლინგა ჰალანდი ხომ? იმ ბიჭს კაი ჯანი მიცეს ბაბუა ღმერთმა ასი წელი, მარა მაგის ფეხბურთელობის არ ვიცი რა გითხრათ! ჰა, ვინაა კიდომ, ვინისიუსი? შუუშვით რეალში ხვიჩა და ხვიჩა იქნება პირველი! და კიდომ, იმ რეიტინგებში, რომლებსაც ფიფა, უეფა და სხვა ასოციაციები ადგენენ და აქვეყნებენ, კვარა ათეულს არ ჩამოცილებია ჯერ და ყოველთვის პირველ ხუთეულშია ბაბუა და თუ ჩამოლაბორანტებულია, რაფერც შენ უბნობ, რაფერ ახერხებს ამდენს? თუ ფულს უმაზავს იგენს და ასეა ლიდერებში რომაა სულ? საღოლ ბაბუა თქვენ, კი ხართ ნაღდი ფეხბურთის სექსპერტები რააა!!! ანალიზი ხომ საერთოდ კოსმონავტის გაქვენ ბაბუა! აბა თქვენ იცით ბაბუა, პირველ ჩვენებას მიაწექით, სამე არ გაღუნოთ... :)
Guriec
23 დეკემბერი 2024 19:58
0
მე და რაა!! ეს აღიარება გასული სეზონის შედეგების მიხედვითაა შედგენილი ,ევროზე თამაშების ჩათვლით, ჩვენ ის ვიდარდოთ ახლა რა კონდიციაშია, ფაქტია ევროს შემდეგ თვალსისაცემად მოუკლო და ლიველპოლში დასამკვიდრებლად,რომ დიდი დავიდარაბა მოუწევს ამას მარტო მე არ ვხედავ. მასე ორი წლის წინ კვარაც დაფრინავდა,იტალიის საუკვეთესოც გახლდა და ოქროს ბურთი ნომინანტიც იყო, მაგრამ ახლა ხომ ხედავთ სად არის, პროგრესის ნაცვლად ისე ჩამოლაბარანტდა უკვე ნაპოლის ძირითადში თამაშიც კი საკამათო გაუხდათ, არა მარტო გულშემატკივრებს არამედ ფეხბურთის მრავალმნახველ სპეციალისტებს.... ეს რა თქმა უნდა არ ეხება ქართველ გულშემატკივრებს და სპეციალისტებს, მიუხედავათ ნაკრების ტრადიციული ჯგუფში დაკავებული ბოლოდან მეორე ადგილისა და კვარას, ასე ვთქვათ არც ისე ვასკვლავური თამაშისა. ის, ჩვენთვის ისევ კვარადონად რჩება, იტალიაში კი, უკვე კარგა ხანია დაივიწყეს რომ ოდესღაც ამ კლიჩკით კვარას მოიხსენიებდნენ და უპირობოთ, მათი კუმირი იყო....
SOSO
20 დეკემბერი 2024 10:05
1
ტიტულებს ყოველთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, ამა თუ იმ პრიზზე წარდგენილ ფეხბურთელებში ვინც უფრო ტიტულოვანია ხშირად იმას ამჯობინებენ უტიტულო ოღონდ კარგი სეზონის მქონე ფეხბურთელს,,ამის მაგალითი უამრავია, მარტინესზე მაგარი ალბათ ამ ათეულში 7-8 მეკარე მაინც არი თუმცა მასსავით მსოფლიო და რამოდენიმე ქვეყნის ჩემპიონი ბევრი არაა, პლიუს პენალტებში თითქმის ყოველთვის მოგებულს ტოვებს თავის გუნდს, პენალტები კიდე პროსტა არ ინიშნება მნიშვნელოვანი თამაშების დროს ინიშნება ასე რომ,,ჩემთვის მამარდაა საერთოდ პირველი ვალენსიას და საქ-ნაკრების დაცვის გადამკიდე რასაც ეგ ბიჭი თამაშობს რავი რო უყურებ მაგალითად ლივერპულს ან ინტერს 5-6 თამაშში ვერ უქმნიან მაგდენ მომენტს გუნდები რასაც მამარდას გუნდებს ხან ერთ ტაიმში უქმნიან
gel-100
19 დეკემბერი 2024 20:16
0
პირიქით, რაც ვალენსიამ გაყიდა გიორგი, მაგის მერე მოუკლო და შეცდომებიც ქონდა, როგორც კლუბში ასევე ნაკრებშიც, იმედია ეს პაუზა წაადგება და გაცილებით უკეთესი დაბრუნდება.
ჟორაs
19 დეკემბერი 2024 19:34
1
მარტინესს ათეულშიც არ შევიყვანდი. ეგ მარტო პენალტებშია ძლიერი. ისე უამრავ შეცდომებს უშვებს
დავით 67
19 დეკემბერი 2024 19:10
8
ვულოცავ გიორგის და საქართველოს ასეთი შვილის ყოლას. ვალენსია შეიძლება ნანობს კიდეც გიორგის გაყიდვას, რადგან დღეს გიორგი უკვე სხვა დონეა.
ჟორა
19 დეკემბერი 2024 19:00
0
ჩაკვეს და ჟორჟის დროც მოდის, მალე დაიქუხებენ მსოფლიო მასშტაბით, ისე აქვთ აწყვეტილი.
მალე ბევრი გვეყოლება ათეულში
19 დეკემბერი 2024 16:45
0
რა საოცარია, ჯერ კვარა, ახლა მამარდა!!! მეტეორებივით შემოიჭრნენ, მთელი ერი ვამაყობთ თქვენით ბიჭებო, ასე გააგრძელეთ, არ მოდუნდეთ!!! ჩვენი დაჩაგრული ერისთვის ნათელი წერტილები ხართ...
rigiti
19 დეკემბერი 2024 15:26
1
ინც ადევნებთ თვალს
დაწერეტ
რას წარმოადგენს ესეთ ეს მარტინესი? :)
las
19 დეკემბერი 2024 14:46
16
ბევრს არაფერს წარმოადგენს ეს მარტინესი,უბრალოდ ნაკრებში კარგ დროს არის,კარგი თაობა და შემადგენლობა ყავთ,ასტონ ვილაში საშუალოდ თამაშობს.

კორბენას.... კი ვეტყვი რომ მამარდაშვილი ზუსტად იმიტიმ არის ძლიერი და გამორჩეული რომ აუტცაიდერ კლუბშიც და ნაკრებშიც თითქმის ყოველთვის საუკეთესოა და ასეთ პირობებშიც ახერხებს იყოს მსოფლიოში აღიარებული და ლივერპულის მომავალი მეკარე...
დავითი...
19 დეკემბერი 2024 17:08
0
მე არ დამიფიქსირებია ჩემი პოზიცია.
უბრალოდ ვიკითხე? არ ვადევნებ თვლას და სურვილი გამოვთქვი ვინც უყურებს გამოეთქვა თავისი აზრი.

მარტო ეს მეტყველებს ჩვენი საზოგადოების მზიმე მდგომარეობას.
როგორც ინტელექტუალურად ისე ფსიქოლოგიურად.

კითხვა დავსვი და დისლაიკებიტ ამავსეს.
რაღაზეა საუბარი :)
კორბენა-es
19 დეკემბერი 2024 16:48
1
ყველა გამოხმაურება
გენაცვალე გიო მაგარი კაცი ხარ
Badri
19 დეკემბერი 2024 14:33
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული