გოჩოლეიშვილი და დვალი კონფერენს ლიგაზე შეცვლაზე შევიდნენ

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის ბოლო, მეექვსე ტური ჩატარდა და ორმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა.

„კოპენჰაგენი“ ვენაში 0:3 დამარცხდა „რაპიდთან“. დანიურ გუნდში გიორგი გოჩოლეიშვილი 55-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც მასპინძლები 2:0 იგებდნენ.

„კოპენჰაგენმა“ 8 ქულით მეთვრამეტე ადგილი დაიკავა და შემდეგ მატჩს 24 დეკემბერს ქვეყნის ჩემპიონატზე სახლში „ვიბორგთან“ გამართავს.

„აპოელი“ საკუთარ მოედანზე „ასტანას“ დაუზავდა (1:1), რომელიც ნახევარმცველ მაქს ებონგის გაძევების გამო 65-ე წუთზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. კვიპროსულ გუნდში ლაშა დვალი 78-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

„აპოელი“ 11 ქულით მეთერთმეტე ადგილზე გავიდა და მომდევნო შეხვედრას კვიპროსის ჩემპიონატზე 23 დეკემბერს
გასვლაზე „ეთნიკოსთან“ ჩაატარებს.

"კოპენჰაგენი" და "აპოელი" პლი-ოფში გავიდნენ, რომლის კენჭისყრა 20 დეკემბერს, მატჩები კი 2025 წლის 13 და 20 თებერვალს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
გოჩოლეიშვილის ფეხბურთელობა არ გაიშვას
Სიმართლე
07:37 20-12-2024
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული