გოჩოლეიშვილი "კოპენჰაგენის" შესანიშნავი ფეხბურთელია - ტრავმირებულ ქართველს დანიური მედია აქებს

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის მეხუთე ტურში „კოპენჰაგენმა“ მინსკის „დინამოს“ 2:1 სძლია.

დანიური გუნდის მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, ტრავმა მიიღო და 50-ე წუთზე შეცვალეს. მან კოჭლობით დატოვა მოედანი.

Tipsbladet-ი წერს, რომ გოჩოლეიშვილი გუნდის შესანიშნავი ფეხბურთელი გახდა, კარგ გადაცემებს აკეთებს, დღესაც მეტოქისთვის ერთ-ერთი სახიფათო იყო, მაგრამ რამდენიმეჯერ ეუხეშენ და მეორე ტაიმის დასაწყისში შესაცვლელი გახდა. გიორგის თამაში Flashscore-მ 7.6 ქულით შეაფასა, Sofascore-მ კი 7.1-ით.

„კოპენჰაგენს“ 5 ქულა აქვს და ტურნირზე შემდეგ შეხვედრას 12 დეკემბერს სახლში „ჰართსთან“ ჩაატარებს.

სუმგაითი. „მეხდი ჰუსეინზადე“
დინამო (მინსკი) -
კოპენჰაგენი 1:2

გოლები: 0:1 ელიუნუსი (6), 1:1 ადეოლა (13), 1:2 დიკსი (55, პენ)

altგოჩოლეიშვილი დანიაში ყოჩაღობს - "კოპენჰაგენი" ლიდერია

მკითხველის კომენტარები / 2 /
"დიდიდება" დიდ რუსეთს !
ყველა ქართველი ფეხბურთელი რუსულ კლუბებში !
დასაშვებია, სხვა ქვეყნებიც... აზიაში. არაა სასურველი ამერიკის მოკავშირეები, იაპონია სამხრეთ კორეა...

ძირს "დამპალი ევროპა" !
01:42 29-11-2024
46

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული