გაატანინა, თავადაც გაიტანა - ზივზივაძე შეუჩერებელია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მეორე ბუნდესლიგის მეჩვიდმეტე ტურში „კარლსრუე“ პირველი ტაიმის შემდეგ გასვლაზე „პადერბორნს“ 2:1 ამარცხებს.

სტუმრები ბუდუ ზივზივაძის პასით ვეტერანმა მარჯვენა მცველმა სებასტიან იუნგმა დააწინაურა. შემდეგ კი ზივზივაძემ მეკარე მარკუს შუბერტს ბურთი აართვა და ანგარიში გაზარდა. თუმცა, შესვენებაზე გასვლის წინ მასპინძლებმა პენალტით სხვაობა შეამცირეს.

ქართველის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირის 17 მატჩში 12 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. ის ჩემპიონატის ბომბარდირია.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მეორე ბუნდესლიგაში ქულებით გუნდების ისეთი სიმჭიდროვეა შეიძლება ერთი წაგების გამო პირველი ადგილიდან მეცხრეზე ჩამოქვეითდე.
ირაკლი
19:02 21-12-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული