"რატომ ვეღარ თამაშობს "კვარა" ისე, როგორც "ნაპოლის" საჩემპიონო სეზონში? ხვიჩა მგრძნობიარე ბიჭია" - სპალეტიმ ქართველს რჩევა მისცა

AutoSharing Option
"ნაპოლის" ყოფილმა და ამჟამად იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ La Domenica Sportiva-სთან ინტერვიუში "პარტენოპეის" შესახებ ისაუბრა.

65 წლის სპეციალისტმა კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა.

"ნეაპოლი განსაკუთრებული ადგილია, რომელიც არამხოლოდ ტექნიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ მომზადებასაც ითხოვს. რასპადორი? მას კარგად ვიცნობ, ნამდვილი პროფესიონალია და მისი "ნაპოლიში" ხილვა ნამდვილად მსურდა.

შეუძლია თუ არა "პარტენოპეის" სკუდეტოს მოგება? არ ვიცი, ჩემი აზრით, გუნდი სწორ გზაზე დგას.

რატომ ვეღარ თამაშობს "კვარა" ისე, როგორც "ნაპოლის" საჩემპიონო სეზონში? ხვიჩა მგრძნობიარე ბიჭი და ტექნიკურად ძლიერი ფეხბურთელია. ვფიქრობ, მან მტკიცე ხასიათი
უნდა შეიძინოს. ქართველი ნამდვილად გამორჩეული მოთამაშეა და უდიდესი კლასი აქვს. კარგი იქნება, თუ ზოგჯერ მოედანზე პაუზებს გააკეთებს. რადგან როცა ამის შემდეგ აჩქარებას იწყებს, უბრალოდ შეუჩერებელია.

იყო თუ არა ლობოტკა ჩემი გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი? მისმა კარგმა თამაშმა "ნაპოლის" წარმატება განაპირობა, ახლაც განსაკუთრებული როლი აქვს და გუნდის ნამდვილი ხერხემალია. დამიჯერეთ, ეს ადვილი არ არის", - განაცხადა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, სპალეტი "ნაპოლის" 2021/2023 წლებში წვრთნიდა და "პარტენოპეის" სკუდეტო ისტორიაში მესამედ მოაგებინა.

altლუჩანო სპალეტი: კვარაცხელია ტოპია და დიადი საქმეების გაკეთება შეუძლია

altგადაწყდა - მძიმე მარცხის მიუხედავად, სპალეტის იტალიის ნაკრებიდან არ დაითხოვენ

altარანაირი ყურსასმენები, "ფლეისთეიშენი" და ხუმრობა ვარჯიშზე - სპალეტიმ იტალიის ნაკრების ფეხბურთელებს აკრძალვები დაუწესა

მკითხველის კომენტარები / 12 /
წელს ლუკმანი გახდება საუკეთესო სერია ა-ში და თუ არ გახდა დიდი უსამართლობა იქნება. მოქმედ ფეხბურთელებში ხუთეულში ნამდვილად შედის.
დავით 67
20:00 23-12-2024
0
ასეა პოლიტიკა და გართობა ფეხბურთელს აქრობს,მითუმეტეს კვარაცხელია კონკურეციას ვერ უძლებს..რუბინში ან დინამო მოსკოვში
17
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული