ოლდრიჯის თქმით, "მერსისაიდელები" შეცდომას უშვებენ, რადგან მისი აზრით, ირლანდიელი ქართველზე უკეთესი მეკარეა.
"ცხადია, "ლივერპული" კელეჰერს იანვარში არ გაყიდის, რადგან ირლანდიელი "სქაუზერთათვის" ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ჩემი აზრით, "ლივერპული" კელეჰერთან მიმართებაში შეცდომას უშვებს, რადგან კაომინი ამჟამად მამარდაშვილზე უკეთესია. რას ვიზამთ, ყველაფერი გადაწყვეტილია, მამარდაშვილი ზაფხულში "ლივერპულში" ჩამოვა, კელეჰერი კი კლუბიდან წავა.
ეს ყველაფერი უსამართლობაა, რადგან კაომინმა დაამტკიცა, რომ ამ გუნდის ძირითად მეკარედ ყოფნა შეუძლია", - განაცხადა ოლდრიჯმა.
რაც შეეხება "მამარდას", "სქაუზერებმა" ქართველი მეკარე გასულ ზაფხულს 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინეს და გიორგი "მერსისაიდელებს" მომავალი წლის ზაფხულში შეუერთდება.
"სირცხვილია" - გიორგი მამარდაშვილი თბილისში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს გამოეხმაურა