"საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის სერია A-ს გუნდში გადასვლა რეალურია" - იტალიური მედია

AutoSharing Option
Calcio Genoa იტყობინება, რომ საქართველოს ნაკრებისა და კრაიოვას „უნივერსიტატეას“ 23 წლის ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი შეიძლება იანვარში „ჯენოაში“ გადავიდეს.

გენუური კლუბის ახალი მფლობელი, რუმინელი დან შუკუ სამშობლოდან შედარებით იაფფასიანი ფეხბურთელების დამატებას აპირებს და პირველ რიგში ეს მექვაბიშვილს ეხება, რომლის სატრანსფერო ღირებულება 1.2 მილიონი ევროა.

აღნიშნულია, რომ ქართველმა ადვილად მოახერხა „უნივერსიტატეაში“ ადაპტირება, გუნდის წამყვანი ფეხბურთელი გახდა, უცხოური კლუბების ყურადღება მიიქცია, მათ შორის ადრე „ბოლონიასი“, „ჯენოას“ სწორედ ასეთი მარჯვენა ნახევარმცველი სჭირდება, რომელსაც პლეიმეიკერის პოზიციაზეც შეუძლია თამაში, სადაც ვეტერანი მილან ბადელი და ემილ ბოხინენი
ირჯებიან.

გამოცემა წერს, რომ ანზორი „უნივერსიტატეამ“ თბილისის „დინამოსგან“ 750 ათასად შეიძინა, სანაკრებო დონეზე ასპარეზობის გამოცდილება აქვს, „ჯვაროსნებში“ 19 მატჩი ჩაატარა და ევროპის ჩემპიონატზეც მიიღო მონაწილეობა.

altმექვაბიშვილის ტრავმა ძალიან მძიმე არ აღმოჩნდა

მკითხველის კომენტარები / 12 /
იმხელა საფეხბურთო ტრადიციების ქვეყანაში როგორც რუმინეთია, ყველაზე სასურველი ფეხბურთელი რომ ქართველია ეს უკვე დიდი ამბავია. ჩვენ საფეხბურთო ერი ვართ და ეს ბუმი თუ შევინარჩუნეთ კიდე ბევრი ვარსკვლავი წამოვა საქართველოდან. დღეს უკვე გვაქვს სახელი როგორც კავკასიის საუკეთესო ნაკრების და ჩვენ ბიჭებს ევროპული პასპორტები რომ ქონდეთ არის შანსი ისე შემოგვხედონ როგორც ხორვატებს, და ურუგვაელებს ვისაც იტალიური პასპორტები აქვთ.
Zaza
15:25 24-12-2024
2
აუ ეს თუ იტალიაში გაგვეჩითა ძაან მაგარი იქნება,თუ რა თქმა უნდა სათამაშო პრაქტიკა ექნება...თავიდან არ მომწონდა,არც ახლა ვგიჟდები,მაგრამ ნამდვილად პროგრესირებს და ეს და ქოჩორა მგონია ჩვენი მომავალი ცენტრის კონტროლის გარანტია
Gomako
13:04 24-12-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული