ერთდროულად რამდენიმე თურქული გამოცემა იტყობინება, რომ „ლიონის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე იანვარში „გალათასარაიში“ გადავა.

აღნიშნულია, რომ მიქაუტაძის ტრანსფერი „გალათასარაისთვის“ უპირველესი ამოცანაა, „ლიონს“ მენეჯერის, ჯორჯ გარდის მეშვეობით დაუკავშირდნენ და ფრანგულ კლუბს მის სანაცვლოდ 20 მილიონი ევროს მიღება სურს. „გალათასარაი“ 15 მილიონის გადახდაზეა თანახმა და იმედოვნებს, რომ „ოლიმპიკი“ მძიმე ფინანსური სიტუაციიდან გამომდინარე, შეთავაზებაზე დათანხმდება.

არ არის გამორიცხული „გალათსარაიმ“ ქართველი იჯარის წესით, კონტრაქტის გამოსყიდვის უფლებით აიყვანოს, გუნდის მწვრთნელი ოკან ბურუკი გიორგის გადაბირებით ძალიან არის დაინტერესებული და თურქული კლუბი ტრანსფერის გაჩარხვას უახლოეს ხანში გეგმავს.

ხაზგასმულია, რომ მიქაუტაძე, რომელმაც კარიერაში 132 მატჩში 77 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა გააკეთა, უნივერსალური შემტევია, დიდი პოტენციალი გააჩნია და „გალათასარაიში“ გადასვლაზე თანახმაა.

სტამბოლური გუნდი 16 ტურის შემდეგ თურქეთის სუპერლიგაში 44 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან „ფენერბაჰჩეს“ 8 ქულით უსწრებს, ამ სეზონში ევროპა ლიგაზე ასპარეზობს, მომავალ სეზონში კი დიდი ალბათობით ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდება.

სავარაუდოდ "გალათასარაის" ვიქტორ ოსიმენი დატოვებს და მიქაუტაძე მის შემცვლელად მოიაზრება.

დავით 67
მისი გვარი არ შემშლია. სწორად დავწერე
უფროსი ნაჩალნიკი
"армянское радио"-ს ანეკდოტების თურქული ვარიანტია ეს.
უფროსი ნაჩალნიკი
გამორიცხულია
Gocha
Kacma monakoze vari tqva da galashi gadadis.Evropistvis soflis gundshi.arada lionshi davibadeo,gavizardeo...kvela rogor itkueba.Zlivs aecko kariers,exla casvlis droa,isic Turqetshi.Metcshi darchenilikavi jobda am Turqebs.kargi ro ikos osimexi iq darcheboda.
დავით 67
ძაან მურტალი ქოცი რომ ხარ ისედაც ვიცით, მაგრამ ვისაც ქოცები ნაცები და გაქოცებული ნაცები(რასაც შენ ვერ ხედავ) გვეჯავრება რა უნდა ვქნათ? რა მოსატანია აქ ერდოღანი და ყმაველაშვილი? ევროპულ გუნდში რომ სჯობია ფეხბურთელისთვის თამაში ეს საკამათოა. თუმცა შენს საყვარელ ხელისუფლებას თურქეთი და ირანის გარდა არავინ დარჩა მეგობარი და შენ სხვა რა უნდა თქვა
ქოც გელას
ეს ქოცები რა ხალხი ხართ ყველგან შეთქმულება როგორ გელანდებათ? რა შუაშია აქ ერდოღანი ან ყაველაშვილი ხალხი მსჯელობს და ეს მსჯელობა უხდება ზუსტად ფეხბურთს. სრულ აგონიაში ხართ, თურმე ერდოღანმა ყაველაშვილს მიულოცა და მაგის გამო ლიონი გახდა გალაზე დიდი გუნდი.დ.დ. ერდოღანის მილოცვა რად უნდა მაგას რო გალას ლიონი ჯობია და თურქეთის ჩემპიონატს საფრანგეთის?
gel-100
რაო თხუნელებო როდის მერე გახდა ლიონი გალათასარაიზე დიდი კლუბი და ლიონი სტამბულზე ლამაზი ქალაქი?? მას შემდეგ ხომ არა რაც ერდოღანმა ყაველაშვილს პრეზიდენტობა მიულოცა თურქეთის და თურქი ერის სახელით?? ძალიან პატარები ხართ საიმისოდ რო ეშმაკური აზროვნებით ვინმეს აჯობოთ,დაბრუნდით ისევ თქვენს სოროებში უდროო დროს მოგივიდათ გარეთ გამოსვლა და გაწყინათ,,ლიონი საფრანგეთში დღეს არის ნომერ-5 კლუბი პსჟ, მარსელის, მონაკოს და ლილის შემდეგ და სეზონის ბოლოს შეიძლება საერთოდ გააგდონ და არც თურქეთის კლუბები და ჩემპიონატია საფრანგეთისაზე ბევრით ნაკლები მით უმეტეს არჩევანი თურქეთის პირველ და საფრანგეთის მეხუთე გუნდზეა გასაკეთებელი, თან ლიონში არც ძირითადი აქვს გარანტირებული გალასგან განსხვავებით სადაც ოსიმენის წასვლის მერე ფორვარდი აღარ დარჩებათ,,(იკარდი სეზონის ბოლომდეა დამტვრეული ხისთავიანებო და სეზონის ბოლომდე ჟორჟმა შეილება ისე ითამაშოს უკვე გრანდმა წაიყვანოს))
თბილისელი
აბსოლუტურად გეთანხმები.ასეთ სიტუაციაში "გალათასარაი" ნორმალური ვარიანტია( მითუმეტეს რომ მიქაუტაძის შეძენის მსურველთა რიგი ჯერჯერობით არ არსებობს).ჩემპიონთა ლიგა გარანტირებული იქნება, თუ თავი გამოიჩინა,მერე უკვე სხვა კლუბებმაც იქნება და დაინახონ.საფრანგეთის ჩემპიონატი ( პსჟ-ს გამონაკლისით) არაფრით არ სჯობია თურქეთის ჩემპიონატს. მესმის რომ ამ საიტზე ბევრი იოცნებებდა რომ "ტერეკში" თუ "ზენიტში " ითამაშოს,მაგრამ....
ამაშია საქმე
წელს გალათასარაი საკმაოდ კარგ,ლამაზ ფეხბურთს თამაშობს,ლიონზე გაცილებით უკეთესს.ასე რომ ჟორჟისთვის ზედ გამოჭრილია.თანაც გუნდს ძალიან ბევრი ფანატი ყავს, მაყურებელი და აპლოდისმენტები არ მოაკლდება.ხოლო სტამბული კარგი ქალაქია
ზაზა
შენ ეტყობა რომ სტამბულში არ ხარ ნამყოფი და უბრალოდ სტერეოტიპებით ხელმძღვანელობ. ერთი კაცურად დაწერე რომელ ევროპულ ქალაქს ჩამორჩება სტამბული? სილამაზით, ეკონომიკით, ცხოვრების დონით, თუ კულტურული თვალსაზრისით. ხო კიდე, სადაც გიო გაიზარდა ლიონი, სტამბულთან შედარებით ერთი პატარა ყრუ სოფელია.
Levani
ლიონში უნდა ჩაამთავროს ეს ჩემპიონატი ზაფხულამდე და მერეც თუ ვერ იშოვა ფული ლიონმა სადმე საფრანგეთშივე იპოვის სხვა გუნდს,ან სხვაგან სადმე ტოპ-5ში. ისე ბუნდესლიგაში რა დაკა-დაკა თამაშებია ჟორჟი დახატავდა
კეკე
17 მილიონს სთავაზობს გალათასარაი და არა 15-ს.კარგად გადაამოწმეთ ინფორმაცია.აქ კომენტარს ვინც წერს იმათ საყურადღებოდა მინდა დავწერო, რომ გალაასარაი ტიტულოვანი გუნდია და ასე ხელწამოსაკრავი არ არის. რეგულარულად თამაშობს ლიგაზე. ამას გარდა გიორგი დაიღალა ევროპული სკამების ხეხვით და აქ თუ მუდმივად ძირითადში იქნება მას მხოლოდ წაადგება. თავის პოტენციალს თუ ბოლომდე გამოაჩენს ერთი სეზონის მერე არავინ დატოვებს გალაასარაიში, უკეთესი გუნდები დაინტერესდებიან ვიდრე ახლა.
ილარიონი
ამდენ შეცდომებს კიდევ უარესი შეცდომა არ დაუმატო, ჟორჟ
მამუკა
რა გალათასარაი? ვის რაში ჭირდება თურქეთის ჩემპიონატში თამაში? ეს ვარიანტი იმდენად წამგებიანია, რომ ჟორჟმა არც უნდა განიხილოს. გარდა ამისა, სტამბულში ცხოვრება ევროპაში გაზრდილ კაცს, როგორ უნდა უნდოდეს?
Givi
ტიტულებისთვის მიდის უეჭველი, თან ლიგაზე ითამაშებს გაისად, მაგრამ ოსიმენი თუ არ წავიდა იანვარში მერე შარში იქნება...
goris dila
ყველგან იწერება რო გალათასარაის უნდა მარა არსად დაწერილა რო გიოს უნდა გალათასარაიში გადასვლა, არავინ არ კითხულობს თვითონ მიქაუტაძეს უნდა? თუ არ უნდა ძალით ვინ გაუშვებს?
L.J .
Tu es simartlea meorejer ushvebs ukve shecdomas top5 dan jer ajaxshi wavida shemdeg turqeti???ratom gio????30s wels gadacilebuli rom iyos kidev xoo :(((mainc warmatebas vimusurveb yovel shemtxvevashi!!!
კინგი
საწყენია მონაკოზე რომ უარი თქვა გიომ,მონაკოში უნდა გადასულიყო 100%
გენა
არ უნდა წავიდეს. ლიონი ჯობია. გალათასარაიში იკარდი ჰყავთ და მიქაუტაძეს შეცვლებზე თუ შეიყვანენ
ვვვ
ანუ მონაკოზე უბრალოდ დაგინებული ჰქონდა? რა გალათასარაი, ჟოოღჟ... :/
dewf=
საიდან მოვიდა ახლა გალათასარაი შეეშვით ვინმე სხვა ნახეთ უამრავი კაი ტალანტი გვყავს ის წაიყვანეთ კარიერას დაუნგრევენ ესენი მაქ ასაკში წადი
dew
რაის გალათასარაი ან თანახმა რატოა ინგლიში არ წავიდა და მონაკოში გალათასარაიში მიდისს? დიდი უკან ნაბიჯია მაქ გადასვლა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ატლეტიკოსთან" მატჩში?
[VIDEO] "კვარას" საგოლე პასები - პსჟ-მ "ატლეტიკო" გაანადგურა
[VIDEOS] ხვიჩას ორი საგოლე პასი - პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ატლეტიკოს" 2:0 ამარცხებს
[VIDEOS] ხვიჩას ორი საგოლე პასი - პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ატლეტიკოს" 2:0 ამარცხებს
"ატლეტიკოსთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
შერმადინისთვის სეზონი დასრულდა | "ტენერიფემ" "ვალენსიასთან" სერია 0:3 დათმო
ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
"ეს ადამიანით ვაჭრობა და ტრეფიკინგია" - პორტუში ბარსელონას სამიზნეზე ისაუბრეს
"მუდმივად სირენების ხმა ისმის, მოდუნების საშუალება არ გვაქვს" - ობლაკი პსჟ-სთან მატჩის წინ
[VIDEO] შენგელიას მორიგი კარგი მატჩი - "ვირტუსმა" "ბრეშა" მეორე მატჩშიც დაამარცხა
მესის "ინტერ მაიამი" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის პირველ ტურში "ალ აჰლის" დაუზავდა
დღეს კვარაცხელია "ატლეტიკოსთან" ითამაშებს - როგორი იქნება პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა?
U21. საფრანგეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
უტამ მსოფლიო მეხუთედ მოიგო, ჰიფუმი ბრინჯაოს დასჯერდა - მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე
ანგისამ ხელფასის გაორმაგება მოითხოვა და შეიძლება "ნაპოლი" დატოვოს
U20. საქართველოს ნაკრები ინგლისთან დამარცხდა
ნერესი გერმანელ მოდელზე დაქორწინდა
7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან
დღის მთავარი სენსაცია - ჰიფუმი აბე დამარცხდა
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას გამოეთიშა
"მათთვის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იგივეა, რაც პრემიერლიგის მოგება" - კონტე "ტოტენჰემზე"
კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას
როგორც იქნა - ორწლიანი პაუზის შემდეგ პოგბა ფეხბურთში ბრუნდება
ცნობილია, რატომ თქვა ოსიმენმა 40 მილიონზე უარი - ნიგერიელის მომავალი მოულოდნელად ვითარდება
სანე კარიერას თურქეთის ჩემპიონატში განაგრძობს
მიქაუტაძის "ლიონი" მძიმე დღეში აღმოჩნდა - ტრანსფერების გაკეთება 1 წლით აუკრძალეს
[VIDEO] საფრანგეთში წლის საუკეთესო გოლის პრიზზე 8 ნომინანტიდან 3 ქართველი იბრძვის - როგორ მივცეთ ხმა კანდიდატებს
უახლოეს 24 საათში სამედიცინო შემოწმებას გაივლის - შერკი "სიტიში" გადავიდა
"ლიონი" გადარჩა - მიქაუტაძის გუნდს სატრანსფერო ბანი მოუხსნეს
"კვარას" ვეტყვი, ეს საქმე გააკეთოს" - მიქაუტაძეს ხვიჩასთან სათხოვარი აქვს... "ლიონში" მატჩის შემდეგ ეს ხდებოდა [VIDEO]
საბოლოო უარი - ოსიმენი კვლავ ამჟამინდელ კლუბში რჩება?
"იცით, გული რაზე მწყდება?" - ლაკაზეტმა მიქაუტაძეზე ისაუბრა
თურქული გრანდების ბრძოლა დავითაშვილის ხელში ჩასაგდებად - ზურიკოს სხვა მსურველიც ჰყავს
ოსიმენს იტალიაში დასაბრუნებლად ახალი ვარიანტი გამოუჩნდა? - ნიგერიელის სატრანსფერო საგა გრძელდება
2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია LGBTQ კამპანიის ლოგოს დამალვის გამო - საფრანგეთში ნემანია მატიჩი დასაჯეს
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო