იტალიაში ისევ მიმდინარეობს „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას მომავლის შესახებ დისკუსია. ამჯერად საკუთარი აზრი რამდენიმე სპეციალისტმა გამოთქვა და ზოგიერთს მიაჩნია, რომ ქართველს ნერესთან ერთად თამაში შეუძლია.

ანტონიო ჯორდანო (ჟურნალისტი): „არავის ეგონა, თუ პირველ ტურში „ვერონასთან“ დამარცხების შემდეგ, „ნაპოლის“ ახლა 38 ქულა ექნებოდა და ლიდერ „ატალანტას“ 2 ქულით ჩამორჩებოდა. კონტე თავის საქმეს კარგად აკეთებს. პროგრესი სახეზეა, თუმცა ყველას შეიძლება საკუთარი მოსაზრება გააჩნდეს. ლუკაკუ? კვარას“ და ნერესს შეუძლიათ მას დაეხმარონ და გუნდის ახალი შემტევი ტრიო შექმნან - ნერესი მარჯვნივ, კვარაცხელია მარცხნივ, ოღონდ ლუკაკუსთან ახლოს. თუ მეტოქის დაცვას გაწელავენ, უფრო სწრაფად იმოქმედებენ, ეს ლუკაკუსთვის ინექცია იქნება და შედეგს გამოიღებს“.

ანდრეა აგოსტინელი (ნაპოლის ყოფილი ნახევარმცველი და მწვრთნელი): „ნერესი სათადარიგოთა სკამზე დაბრუნდება? ამის შესახებ კითხვას ბევრი სვამს. ეს ფსიქოლოგიური პრობლემა არაა, მთავარი გუნდია. ხვიჩას და დავიდს ერთად თამაში შეუძლიათ, ხოლო პოლიტანოს თადარიგში გადანაცვლება მოუწევს. კონტესთვის სასარგებლოა, როდესაც მის განკარგულებაში მეტი საიერიშო იარაღია. თან მათ მუშაობა მაშინაც სჭირდებათ, როცა ბურთს მოწინააღმდეგე ფლობს“.

პაოლო დელ ჯენიო (ჟურნალისტი): „ჩემპიონატში ყველაფერი ლიდერების პირად დაპირისპირებებში გადაწყდება. ყურადღების მოდუნება დაუშვებელია, რამეთუ არაა გამორიცხული, ქულები მაშინაც დაკარგონ, როდესაც გამარჯვება გარანტირებულად მიაჩნიათ. „კვარა“ და ნერესი ერთად? თუ ისინი და პოლიტანო 100%-ით მზად არიან, მე ამ ვარიანტს არ გამოვრიცხავ. პოლიტანო შეიძლება „ვენეციასთან“ სათადარიგო იყოს, „ფიორენტინასთან“ კი ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდეს. კვარაცხელია და ნერესი ერთადერთი წყვილია, რომელიც მოედანზე ერთად არ გვინახავს, მაგრამ თუ ქართველი 100%-ით მზადაა...“

ანტონიო კასანო (იტალიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი): „ადრეც ვთქვი, რომ ნერესი კვარაცხელიას კონკურენტია და არა პოლიტანოსი. ბრაზილიელი კარგი ფეხბურთელია, უკვე 1 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა, მარცხენა ფლანგზე შესანიშნავად მოქმედებს, ამიტომ ხვიჩას სიფრთხილე მართებს. უკვე აღვნიშნე, რომ ქართველი ლობოტკას შემდეგ „ნაპოლის“ საუკეთესო ფეხბურთელად მიმაჩნია, თუმცა კონტრაქტთან დაკავშირებული სიტუაცია მოუწესრიგებელია და მასზე გავლენას ახდენს“.

სვანსკი
პოლიტანო ერთი ღორი ეგოისტი ტიპია. არა გუნდური მოთამაშე,კვარაც და ლუკაკუც ბევრჯერ ყოფილან უფრო მომგებიან სიტუაციაში,მაგრამ პოლიტანოს მაინც დაურტყავს და როგორც წესი ბურთი კარს ძალიან დიდი მანძილით ცდება. თუ სამართალი არსებობს ნერესი უნდა დააყენონ პოლიტანოს ნაცვლად
გიო
აი რას ვწერდი კომენტარებში 24 დეკემბერს. ( პოლიტანო იტალიის ნაკრების ფეხბურთელია და ნაციონალური ინტერესები ამოძრავებთ ნაპოლის საწვრთნელო შტაბს, თორე ნერეშს მარჯვენა ფლანგზე მშვენივრად შეუძლია თამაში, მარცხნივ ხვიჩა და ლუკაკუ შუაში, მშვენიერი ტრიოა , რა იცი იქნებ დაგლიჯობ ყველაფერი? ხო უნდა ჩადონ? მაგრამ არამგონია, მარადონას რო აღმერთებენ მაშინ რეები გაუკეთეს და როგორი დაუნახავი კლუბია ეგ სტაჟიანმა გულშემატკივარმა იცის, მე 87 იანი ვარ ვერ მოვესწარი მაგ წლებს მარა გამიგია და წამიკითხია.) თურმე იქაც გააჩნიათ საღი აზრი მაგრამ ისევ არამგონია რო ეს დაუშვან, გავიხსენოთ სპალეტის წასვლა, კაცმა ჩემპიონატი მოიგო მაგრამ მაინც გაუშვა ნაპოლის, რატომ? ეხლა სპალეტი იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
კვერნაძეს სერია A-ს გუნდში გადასვლის შანსი აქვს - ბევრი რამ ევროპირველობაზე მის თამაშზე იქნება დამოკიდებული
კონტე: კვარაცხელია წავიდა - ხელმძღვანელობამ შეცდომები აღიარა
ასეთი შეხვედრა მოუწყვეს "კვარას" და პსჟ-ს აშშ-ში - ლუის ენრიკე პარიზში გამარჯვებული დაბრუნებას აპირებს
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
20 წ. | ბოლო რეპეტიცია მსოფლიომდე
"ასეთი რაღაც როგორ შეიძლება?" - გვარდიოლამ ესპანური კლუბები გააკრიტიკა
"36 წლის ძიუბა ბევრ ევროპულ გრანდს გააძლიერებდა" - ბრაზილიელ აგენტს არტიომის იმედი აქვს
"ნაპოლი" "ლივერპულის" კიდევ ერთი შემტევის გადაბირებას შეეცდება
შენგელიას 29 ქულა და MVP-ის ტიტული | "ვირტუსმა" ფინალური სერია მოგებით გახსნა
კიეზას "ლივერპულში" თამაში არ უწევს და "ნაპოლიში" გადასვლა სურს
"მეფე აქ არის" - "ნაპოლიმ" დე ბრუინი დაიმატა
ასეთი შეხვედრა მოუწყვეს "კვარას" და პსჟ-ს აშშ-ში - ლუის ენრიკე პარიზში გამარჯვებული დაბრუნებას აპირებს
ზურიკოს შეძენის სურვილი კიდევ ერთმა ფრანგულმა კლუბმა გამოთქვა
სპალეტის ზღაპრული ანაზღაურება შესთავაზეს და შეიძლება რონალდოს გუნდის მწვრთნელი გახდეს
"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასა და სამხრეთ აფრიკისთვის მზადება დაიწყო
პერინი კვლავ ალეგრისთან? - იტალიელი მეკარე ახალ გუნდს ეძებს
კარიუსი გერმანიაში რჩება - "შალკემ" მეკარეს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
მოლაპარაკებები დაწყებულია - ნიკო უილიამსი "ბაიერნს" უახლოვდება
[VIDEO] დიდებული დახვედრა - როგორ შეხვდნენ ნეაპოლში სამედიცინო შემოწმებაზე ჩასულ დე ბრუინს "პარტენოპეის" ფანები
სრული ნდობა ტუდორს - "იუვენტუსი" ხორვატ მწვრთნელს კონტრაქტს გაუხანგლძრივებს
ლევანდოვსკისთან კონფლიქტს გადაჰყვა - პოლონეთის ნაკრები მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
ინძაგი კვლავ სერია B-ში იმუშავებს - ფილიპომ "პიზა" დატოვა
"ომი და ოჯახის არყოფნა ჩემთვის ძალიან რთულია" - აზაროვმა "შახტარიდან" წასვლის სურვილი გამოთქვა
"მენატრები, ჯადოქარო" - ლუკაკუმ კვარაცხელიას მიმართა [PHOTO]
La Gazzetta dello Sport: არც რასპადორია "კვარა" და არც ლუკაკუა ოსიმენი, ამიტომაა "ნაპოლი" უნაყოფო
ნერესი "ნაპოლის" მომავალ ორ მატჩშიც ვერ დაეხმარება
დილეტა ლეოტამ სიცილი ვერ შეიკავა - რა საჩუქარი მიიღო კონტემ მას შემდეგ რაც "ნაპოლიმ" სკუდეტო მოიგო
ფედელე: ნერესი საახალწლო ნაძვის ხეა, ლუკაკუ - კარტოფილის ტომარა
პოლიტანოს სერიოზული მსურველი ჰყავს - იტალიელი "ნაპოლის" დატოვებაზე თანახმაა
სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა - კვარაცხელიამ და ნერესმა შეიძლება "ვენეციასთან" ერთად ითამაშონ
"ხვიჩა ბრუნდება - დე ლაურენტისი მისი ტრანსფერით დიდ ფულს იშოვის" - იტალიური მედია
Repubblica: ასეთ შემთხვევაში, კვარაცხელია 29 დეკემბერს "ვენეციასთან" სათადარიგოთა სკამზე დარჩება
პოლიტანომ "ფროზინონეს" ულამაზესი გოლი გაუტანა [VIDEO]
"ნაპოლის" მომდევნო სეზონში ახალი მწვრთნელი ეყოლება
ნერესმა ტრავმა მოირჩინა და "ნაპოლის" დახმარებას შეძლებს
საგანგაშო ვითარება - არც ანგისა, არც ნერესი და კონტეც მიდის?
ნერესი: "კვარას" მემკვიდრე ვარ? - ექვს თვეში იმდენი ვირბინე, რამდენიც მთელ ჩემს კარიერაში
Breaking: ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის სახლი გაქურდეს
ასე შედგა კვარაცხელიას ტრანსფერი პსჟ-ში - გუნდის პრეზიდენტმა ახსნა, როგორ არჩევენ პარიზელები ფეხბურთელებს და ვინ წყვეტს საბოლოოდ მათ ყიდვას
"კვარაცხელიამ "ინტერთან" ფინალამდე 2 დღით ადრე ტრავმა მიიღო, მოედანი თავის ფეხით ვერ დატოვა და შემდეგ ეს გააკეთა" - პსჟ-ის პრეზიდენტმა ქართველზე უცნობი ისტორია მოჰყვა
იტალიაში დიდი სამწვრთნელო ცვლილებებია - სერია A-ს ბევრ გუნდს ახალი დამრიგებელი ეყოლება
[VIDEO] ასე უყვარს კვარაცხელიას მწვრთნელს პსჟ - ინტერნეტში დასასვენებლად მყოფი ლუის ენრიკეს კადრები ვრცელდება
საბოლოო უარი - ოსიმენი კვლავ ამჟამინდელ კლუბში რჩება?
"ის "ნაპოლის" ყველაზე დიდი პრობლემაა" - ანტონიო კასანო
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
კვარაცხელიას თანაგუნდელი რონალდოსთან? - პსჟ-ის ფეხბურთელის გაშვება არ სურს
სიტუაცია შეიცვალა - რას შეპირდა დე ლაურენტისი კონტეს?
შეთანხმება მიღწეულია - დე ბრუინი ხვალ "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდება
Corriere dello Sport-მა კონტესთვის პოლიტანოს, კვარაცხელიას და ნერესს შორის ხელშეუხებელი დაასახელა
"კვარაცხელიას წასვლა "ნაპოლისთვის" დიდი დანაკლისი და პრობლემაა" - იტალიელი მწვრთნელი
ოსიმენს იტალიაში დასაბრუნებლად ახალი ვარიანტი გამოუჩნდა? - ნიგერიელის სატრანსფერო საგა გრძელდება
პსჟ-ის ახალი სტადიონი ექნება - რას აპირებს კვარაცხელიას კლუბი
"ნაპოლი" არ ჩერდება - "პარტენოპეიმ" მორიგი ტრანსფერი შეათანხმა
"გავყიდდი თუ არა "ნაპოლის" 2.5 მილიარდის სანაცვლოდ?" - აურელიო დე ლაურენტისი
[VIDEO] დიდებული დახვედრა - როგორ შეხვდნენ ნეაპოლში სამედიცინო შემოწმებაზე ჩასულ დე ბრუინს "პარტენოპეის" ფანები
სპალეტიმ პოლიტანოს უგანა - ლუჩანომ იტალიის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
"ატალანტას" დამარცხების შემდეგ ლუკაკუმ კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
"ამ ფეხბურთელმა "ნაპოლის" ჩემპიონობაში მთავარი წვლილი შეიტანა" - კოსტაკურტა