თურქული მხარის შეთავაზება 17 მილიონ ევროს პლუს ბონუსები შეადგენდა, რამაც ფრანგები ვერ მოხიბლა. "ოლიმპიკი" სტამბოლელების ამ შეთავაზებაზე დათანხმებას არ აპირებს.
უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია, რომ "გალათასარაი" მოლაპარაკებებში გაუმჯობესებული წინადადებით დაბრუნდეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "ლიონს" ქართველის სანაცვლოდ 20 მილიონი ევროს მიღება სურს.
შეხსენებისთვის, სავარაუდოდ "გალათასარაის" ვიქტორ ოსიმენი დატოვებს და მიქაუტაძე მის შემცვლელად მოიაზრება.