სერია B-ს მეცხრამეტე ტურში „ფროზინონემ“ საკუთარ მოედანზე „სალერნიტანა“ 2:0 დაამარცხა, მასპინძელთა გუნდის შემტევმა გიორგი კვერნაძემ კი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა.
კვერნაძე შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე, ჯერ დიდებული დრიბლინგი განახორციელა და ანგარიში გახსნა (ეს ფროზინონეში მისი სადებიუტო გოლია), ხოლო შემდეგ მისი პასით ჯუზეპე ამბროზინომ გაიტანა. გიორგის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 1 გოლი და 2 საგოლე პასია.
„ფროზინონე“ 19 ქულით მე-17 ადგილზეა და 29 დეკემბერს სტუმრად „იუვე სტაბიას“ დაუპირისპირდება.
ფროზინონე. „ბენიტო სტირპე“
ფროზინონე - სალერნიტანა 2:0
გოლები: 1:0 კვერნაძე (63), 2:0 ამბროზინო (85)
გაძევება: გილონე (45+1, სალერნიტანა)
თქვენ უნდა გენახათ მამამისი როგორ სცემდა ხალხს დეკემბრის დასაწყისში.
სად ის და სად ეს.
მამამისი ნამდვილად პროფესიონალია თავის საქმეში.