„გაძეტა დელო სპორტის“ საფეხბურთო მიმომხილველმა მიმო მალფიტანომ რადიო Marte-ს ეთერში განაცხადა, რომ „ნაპოლის“ ჰყავს კარგი ფეხბურთელები, მაგრამ არ ჰყავს ვარსკვლავი, კონტეს გუნდში გამორჩეული და მნიშვნელოვანი ხვიჩა კვარაცხელიაა, თუმცა დაფიქრებაა საჭირო იმისათვის, რათა ვარსკვლავი უწოდოს. მისი აზრით, „ატალანტა“ უკეთესადაა დაკომპლექტებული და მწვრთნელის, ჯან პიერო გასპერინის განკარგულებაში კვარაცხელიას
ჟურნალისტი ეკრემ კონური თავის „ტვიტერზე“ წერს, რომ ნეაპოლური კლუბი ხვიჩას კონტრაქტის გახანგრძლივების სანაცვლოდ წლიური გასამრჯელოს 6 მილიონ ევრომდე მომატებას სთავაზობს, ახლა მხარეებს შორის ბონუსების საკითხი და გამოსასყიდი თანხის ოდენობა განიხილება, რომელიც „ნაპოლის“ მოთხოვნით 100 მილიონ ევროზე მეტი უნდა იყოს.
ცხადია, მაღალი სატრანსფერო ფასის შესანარჩუნებლად ან მოსამატებლად კონტეს რომც სურდეს, „კვარას“ იგნორირებას ვერ მოახდენს, მით უმეტეს ის გუნდში მისი დაჟინებული მოთხოვნით დატოვეს, ისიც მშვენივრად ესმის, რომ დავიდ ნერესი ქართველის კლასის არ არის, თუმცა მოცემულ მომენტში სასარგებლოა. აქედან გამომდინარე, Tutto Napoli ვარაუდობს, რომ კვარაცხელია „ვენეციასთან“ მატჩში სასტარტოში იქნება და „ნაპოლი“ თამაშს შემდეგი შემადგენლობით დაიწყებს:
მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟეზუში, ოლივეირა, ანგისა, ლობოტკა, მაკტომინეი, პოლიტანო, კვარაცხელია, ლუკაკუ.