Repubblica: ასეთ შემთხვევაში, კვარაცხელია 29 დეკემბერს "ვენეციასთან" სათადარიგოთა სკამზე დარჩება

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას გამოჯანმრთელების შემდეგ, იტალიური პრესა ანტონიო კონტეს არჩევანზე აქტიურად წერს. "პარტენოპეის" დამრიგებელმა უნდა გადაწყვიტოს, ძირითად შემადგენლობაში ქართველი დააყენოს თუ ბრაზილიელი დავიდ ნერეში, თუმცა ამ ეტაპზე კონტე ამ დილემის წინაშე სულაც არ აღმოჩნდეს.

ირკვევა, რომ "ნაპოლის" შემტევი მატეო პოლიტანო გაციებულია, რის გამოც გუშინ ვარჯიში ვერ მოახერხა და მისი "ვენეციასთან" თამაში დიდი კითხვნის ნიშნის ქვეშაა.

Repubblica წერს, რომ თუ მან მომჯობინება მოახერხა, ძირითადში რომელუ ლუკაკუსთან და დავიდ ნერეშთან ერთად სწორედ ის იქნება, კვარაცხელია კი სათადარიგოთა შორის დარჩება.

Corriere Dello Sport კი
აქტიურად წერს, რომ კონტე მომავალი მატჩისთვის ნერეშისა და ხვიჩას ერთად ძირითადში დაყენების საკითხს აქტიურად განიხილავს.

აღსანიშნავია, რომ ქართველსა და ბრაზილიელს პირველივე წუთებიდან ერთად არცერთი მატჩი არ დაუწყიათ.

შეხსენებისთვის, "ნაპოლისა" და "ვენეციას" შეხვედრა 29 დეკემბერს თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩათვალეთ, რომ ხვიჩა წასულია ნაპოლიდან, თუ ბებერმა ლაურენტისმა რაღაც მართლა სასწაული არ ჩაიდინა ხვიჩას ხელფასთან და მინდორზე მის როლთან დაკავშირებით, ამ მოცემულობით ხვიჩა უბრალოდ კეთილ ნებას იჩენს და ეხმარება ნაპოლის ბიჭებს სეზონის მაღალ დონეზე ჩამთავრებაში და პირველ რიგში, ის ეხმარება კონტეს და ეს კონტემაც ძალიან კარგად იცის! ამიტომ, ხვიჩა სანამ ნაპოლის ფეხბურთელად ითვლება, ბოლომდე იქნება ძირითადში! გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ტრავმირებულია, დაგვიფაროს ამისგან ღმერთმა! აი, ესაა ჩემი ანალიზიც და პროგნოზიც, აბა ვნახოთ, მართალი ვარ თუ არა... დარწმუნებული ვარ ასე იქნება და ვნახოთ!
გურულო
11:52 30-12-2024
0
როგორი სისულელა იციით ? კვარა 10000 % ძირიტადში იქნება როგორც ყოველთვის როცა ჯანმრთელადააა
ლშა
20:30 28-12-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული