
"ხიმენესს ორივე ფლანგზე თამაში შეუძლია. ამიტომაც "მილანი" ტეო ერნანდესისა და ემერსონ როიალის გაყიდვაზე უნდა დაფიქრდეს, სანაცვლოდ კი "ემპოლიდან" საბა გოგლიჩიძე წამოიყვანონ. იგი ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფეხბურთელია.
ხიმენესმა და გოგლიჩიძემ "მილანში" დაცვის ფლანგები უნდა ჩაიბარონ, "როსონერი" ასე მოგებული დარჩება", - განაცხადა კარესამ.
შეგახსენებთ, საბამ მიმდინარე სეზონში "ემპოლის" მაისურით 15 მატჩი ჩაატარა.