"კვარა" სლალომისტია, ნერესი კი მხოლოდ მოთხილამურე" - ფედელე ვითარებას ისევ ობიექტურად აფასებს

AutoSharing Option
საფეხბურთო მიმომხილველმა ენრიკო ფედელემ „ნაპოლისა“ და „ვენეციას“ მატჩზე საუბრისას დავიდ ნერესისა და ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შეაფასა:

„რამდენი გამამწვავებელი გადაცემა გააკეთა ნერესმა პირველ ტაიმში? მხოლოდ ერთი. ექვსჯერ მიიღო ბურთი და მუდამ ერთი და იგივეს აკეთებდა. რასპადორის საგოლე პასი გაუკეთა? მისი გადაცემა მცველმა ცუდად ჩაჭრა და „ჯეკს“ მიუვიდა. ეს საგოლე პასი არ იყო. ნუთუ ეს ვერ დაინახეთ?

დავიდი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ „კვარას“ შემცვლელი არ რის, რომელმაც კარში რამდენიმეჯერ არაზუსტად დაარტყა, ძალიან არაზუსტად, თუმცა ცდილობს და წინ მიიწევს, მისი იგნორირება დაუშვებელია. ვინაა მათ
შორის უკეთესი? დღეს ყველა იტყვის, რომ უკეთესი ბრაზილიელია, რაც სიმართლე არ არის. ფეხბურთში არ მსჯელობენ მოცემულ მომენტში მხოლოდ ფიზიკური მზადყოფნით და განწყობით. ამის თაობაზე ბოლო საათებში ბევრი გამონათქვამი წავიკითხე.

ხვიჩა ძალიან ჰგავს სლალომისტს, რადგან ის ჰორიზონტალურ ფინტებს აკეთებს და შეტევას შორიდან იწყებს? ქართველი ფრთაზე მეტ სივრცეს ითვისებს. გუშინ ნერესმა უკან მხოლოდ ერთი პასი გააკეთა, კვარაცხელიამ კი რამდენიმე და ერთხელ, შესაძლოა, მცირე შეცდომა დაუშვა. ეს არასრულყოფილებაა? არა. ის ოცი მეტრით წინ უნდა წასწიონ და იერიში იქიდან უნდა დაიწყოს. დიახ, „კვარა“ სლალომისტია, ხოლო ნერესი - მოთხილამურე“.

მკითხველის კომენტარები / 11 /
კონტე ნაგავია
რა გინდა შენც მაგ გუნდში წამოდი ვერ ხვდებიან იქ ვერ გამოავლენ შენს შესაძლებლობებს.
16:52 31-12-2024
1
ბედაურ ცხენს რომ მუშა ცხენის ფუნქციებსაც დაუმატებ ,მაგ ცხენი სადოღედ თუ გამოდგა სულ კონტეს ნავარჯიშევი იქნება!!!!
გიორგი
14:56 31-12-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული