უარი "ნაპოლის" - გოგლიჩიძის თანაგუნდელი კარიერას "ლაციოში" გააგრძელებს

AutoSharing Option
"ემპოლის" ნახევარმცველი ჯაკოპო ფაცინი კარიერას "ლაციოში" გააგრძელებს, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო შირა ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ახალგაზრდა ფეხბურთელს კონტრაქტს "ნაპოლიც" სთავაზობდა, თუმცა ფაცინიმ არჩევანი "არწივებზე" შეაჩერა.

საბა გოგლიჩიძის თანაგუნდელი დედაქალაქურ კლუბთან 5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

"ლაციო" და "ემპოლი" კი 18-თვიან იჯარასა და შემდგომ ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლებაზე შეთანხმდნენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული