Geo Team: ზივზივაძე ბუნდესლიგის კლუბთან კონტრაქტის გასაფორმებლად ხვალ გაემგზავრება

AutoSharing Option
Geo Team-ის ცნობით, "კარლსრუეს" თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე ბუნდესლიგის "ჰაიდენჰაიმში" გადადის.

ზივზივაძე კონტრაქტის გასაფორმებლად ახალ კლუბში ხვალ გაემგზავრება. ეს გუნდი 15 ტურის შემდეგ გერმანიის ჩემპიონატზე 10 ქულით მეთექვსმეტე ადგილზეა და ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. გუნდს შეტევის ხაზში პრობლემები აქვს და გაძლიერებას საჭიროებს - ბომბარდირი 4 გოლით მარვინ პირინგერია.

"ჰაიდენჰაიმი" კონფერენს ლიგაზე მერვედფინალში გასასვლელ პლეი-ოფში "კოპენჰაგენს" დაუპირისპირდება.

ზივზივაძის ანგარიშზე მეორე ბუნდესლიგის 17 მატჩში 12 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. ის ჩემპიონატის ბომბარდირია. ბუდუს "კარლსრუესთან" ხელშეკრულება ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. Transfermarkt-ის მიხედით 30 წლის ქართველი ფორვარდის ღირებულება 1.8 მილიონი ევროა.

მკითხველის კომენტარები / 24 /
წარმატებები ბუდუს.
დავით
01:11 03-01-2025
2
გუნდებს ადარებთ ერთმანეთს, ის გავარდება ეს ავა და ა.შ ჯერ ნახევარო გავიდა და არავინ იცის ვინ გავარდება და ვინ ავა, პლუს ამას ბუნდესლიგაში თამაში სულ სხვა, პირველ რიგში ფინანსურად, 30 წელს გადაცილებულია კაცი და მეტი ხელფასი სადაცა იქ წავა, წარმატებები ბუდუს და ყველა ქართველ ფეხბურთელს, 10 კაცი მაინც გვინდა ტოპ ლიგებში
გოგა
10:18 03-01-2025
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული