"კონტეს კვარაცხელიას შემცვლელად ამ ფეხბურთელის მოყვანა სურს" - იტალიელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
"ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ, შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "პარტენოპეი" დატოვოს.

იტალიელმა ჟურნალისტმა და წარსულში "ნაპოლის" მედია მენეჯერმა მასიმო სპარნიელიმ, Tifosi Napoletani-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ "პარტენოპეის" მთავარ მწვრთნელს ანტონიო კონტეს, ქართველის შემცვლელად "ლივერპულიდან" ფედერიკო კიეზას მოყვანა სურს.

"კვარაცხელიამ "ნაპოლის" ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდა მოსთხოვა, თანაც გასულ ზაფხულს "პარი სენ ჟერმენისგან" სარფიანი წინადადება მიიღო, პარიზელები ხელფასის სახით დაახლოებით 10 მილიონ ევროს სთავაზობდნენ. კონტემ მის შემცვლელად ხელმძღვანელობას "ლივერპულიდან" ფედერიკო კიეზას დამატება მოსთხოვა.

კონტე კიეზას დიდი თაყვანისმცემელია", - განაცხადა სპარნიელიმ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია და "ნაპოლი"
ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით შეთანხმებას ჯერჯერობით ვერ აღწევენ, ქართველს "პარტენოპეისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში ეწურება.

altCorriere dello Sport: კვარაცხელიას კონტრაქტი მზადაა და ხელის მოწერაღა აკლია

მკითხველის კომენტარები / 2 /
ბარემ მეკარედ დინო ძოფი მიიყვანოს...
მანფრედ კალცი
15:18 03-01-2025
4
Konte veteranebis gunds aketebs da ase chempionobas ver egirseba.
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული