ქართველი თავდამსხმელით ბერძნული გრანდი დაინტერესდა

AutoSharing Option
"სარაევოს" 23 წლის თავდამსხმელით, გიორგი გულიაშვილით საბერძნეთის სუპერლიგის ლიდერი "ოლიმპიაკოსი" დაინტერესდა, - იტყობინება transferfeed-ი.

გამოცემა წერს, რომ ქართველი ბოსნიის ჩემპიონატში შესანიშნავ სეზონს ატარებს, 17 მატჩში გატანილი 12 გოლით ბომბარდირია და პირეოსული კლუბის ინტერესის სფეროში მოექცა.

გიორგის "სარაევოსთან" კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, Transfermarkt-ის მიხედვით მისი ღირებულება 1.5 მილიონი ევროა, რაც ბერძნული კლუბისთვის ხელმისაწვდომი ფასია და გუნდის გასაძლიერებლად არავითარ რისკს არ შეიცავს.

"ოლიმპიაკოსი" გულიაშვილის თამაშს კიდევ დააკვირდება. აღნიშნულია, რომ ადრე გავრცელებული ინფორმაციით, გიორგის სამსახურით "ცრვენა ზვეზდა" და "ბოლონია" იყვნენ დაინტერესებული,
რაც მისდამი ევროპული კლუბების მზარდ ინტერესზე მეტყველებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
გიორგის მამის სახელი ხომ არ იცით?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული