"გალათასარაისთვის" პრიორიტეტული დიბალა კი არა მიქაუტაძეა - მიზეზი ცნობილი გახდა

AutoSharing Option
Sports Digitale-ს ჟურნალისტი იაგიზ საბუნკუოღლუ იტყობინება, რომ „რომას“ თავდამსხმელმა პაულო დიბალამ „გალათასარაის“ მინიმუმ სამწლიანი კონტრაქტის გაფორმება და სეზონურ გასამრჯელოდ 10 მილიონი ევრო მოსთხოვა.

როგორც ირკვევა, 31 წლის არგენტინელის მოთხოვნა სტამბოლური კლუბისთვის მიუღებელია, პრიორიტეტულად „ლიონის“ ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის შეძენა მიაჩნიათ და დიბალა უკვე სათადარიგო ვარიანტია.

დიბალას „რომასთან“ კონტრაქტი ზაფხულში უსრულდება, transfermark-ის მიხედვით კი მისი ღირებულება 8 მილიონი ევროა.

„გალათასარაი“ მზადაა მიქაუტაძეში 18 მილიონი გადაიხადოს, თუმცა „ლიონი“ 25 მილიონს ითხოვს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული