წიტაიშვილის "გრანადა" თასზე "ხეტაფესთან" დამარცხდა

AutoSharing Option
ესპანეთის თასის 1/16-ფინალში „გრანადა“ საკუთარ მოედანზე ლა ლიგის „ხეტაფესთან“ დამატებით დროში 0:1 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

მასპინძელთა გუნდის მარჯვენა გარემარბი გიორგი წიტაიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 72-ე წუთზე შეცვალეს. მისი თამაში sofascore-მ 6.8 ქულით შეაფასა.

„გრანადა“ სეგუნდა დივიზიონში 21 ტურის შემდეგ 33 ქულით მეშვიდე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 10 იანვარს სახლში „ბურგოსთან“ ჩაატარებს.

გრანადა. „ლოს კარმენესი“
გრანადა - ხეტაფე 0:1 (ძირ. დრო 0:0)
გოლი: მაიორალი (93)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული