„ფეხბურთში შეუცვლელი მხოლოდ დიეგო მარადონა იყო. წერტილი! ნეაპოლური გუნდის შესანიშნავ მწვრთნელს ანტონიო კონტეს შეუძლია სწორი გადაწყვეტილება მიიღოს და „კვარას“ ადგილზე ლეონარდო სპინაცოლა დააყენოს, რომელსაც მარცხენა ფლანგზე კარგად თამაში ძალუძს. კვარაცხელია ცოტა დასვენებას და სიმშვიდეს საჭიროებს, რაც ფიზიკური პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელი და
არ არის გამორიცხული, ხვიჩას ტრავმა „დიპლომატიური“ სვლა იყოს, რათა უკვე იანვარში 100 მილიონ ევროდ პსჟ-ს ან პრემიერლიგის რომელიმე მდიდარ კლუბს მიყიდონ, მაგალითად, „ლივერპულს“ - მოხდეს გარკვეული გაცვლა ფედერიკო კიეზაში. ჩემი წყაროებით კონტე ამ ვარიანტს განიხილავს. რა თქმა უნდა, კიეზა შეტევის არაპროგნოზირებადობას უზრუნველყოფს, რადგან სისწრაფის ხარჯზე კონტრიერიშებისას სახიფათოა და გოლების გატანა ეხერხება“.
სპორტულმა მიმომხილველმა ენრიკო ფედელემ განაცხადა, რომ მომავალი შეხვედრა ისე რთული არაა, როგორც ზოგიერთს წარმოუდგენია, რამეთუ ფლორენციელები „ვენეციას“ და სხვა მოწინააღმდეგების მსგავსად დაცვაში არ იკეტებიან და თავისუფალ სივრცეებს ტოვებენ. მისი თქმით, ნერესი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ კვარაცხელია ურჩევნია, ვინაიდან ქართველს უფრო სრულყოფილ მოთამაშედ მიიჩნევს.
Addio Napoli. საქმე სერიოზულადაა - ხვიჩამ შეიძლება "ნაპოლი" მალე დატოვოს?
კვარაცხელია და პოლიტანო "ფიორენტინასთან" განაცხადში არ იქნებიან, მარცხნივ სპინაცოლა ითამაშებს...
"კონტეს კვარაცხელიას შემცვლელად ამ ფეხბურთელის მოყვანა სურს" - იტალიელი ჟურნალისტი