02:18 04-01-2025
გამოუყენებელი პენალტი, ვინისიუსის გაძევება - "რეალმა" "ვალენსიას" მაინც მოუგო [VIDEO]
AutoSharing Option
პირველ ტაიმში მასპინძლები დურომ დააწინაურა, შესვენების შემდეგ სტუმრებს კარგი შანსი მიეცათ, როდესაც ტარეგასთან საჯარიმოში ბრძოლისას მბაპე დაეცა და მსაჯმა ცოტა არ იყოს საეჭვო პენალტი დანიშნა, მაგრამ ბელინგემის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. ცოტა ხანში მბაპეს გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს. 79-ე წუთზე „რეალი“ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა - ვინისიუსმა მეკარე დიმიტრიევსკის უკნიდან ხელი ჰკრა, წააქცია და არბიტრმა ვიდეოგამეორების ნახვის მერე ბრაზილიელი გააძევა. თუმცა, „სამეფო გუნდმა“ მაინც მოახერხა ორი გოლის გატანა, ზედ საფინალო სასტვენის წინ კი „ვალენსიას“ თანაფარდობის აღდგენა შეეძლო, მაგრამ რიოხას დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა.
„ღამურების“ რიგებში ტრავმის გამო ისევ ვერ ითამაშა მამარდაშვილმა. მისი შემცვლელის ასპარეზობა ანალიტიკურმა სიტებმა შეაფასეს: sofascore 6.7, whoscored 6.3, flashscore 6.0.
„ვალენსია“ 12 ქულით ბოლოსწინა, მეცხრამეტე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 8 იანვარს ჩაატარებს - ესპანეთის თასის 1/16-ფინალში სტუმრად სეგუნდა დივიზიონის „ელდენსეს“ დაუპირისპირდება.
„რეალი“ 43 ქულით გალიდერდა და უახლოეს მდევარ „ატლეტიკოს“ 2 ქულით უსწრებს, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
ვალენსია. „მესტალია“
ვალენსია - რეალი 1:2
გოლები: 1:0 დურო (27), 1:1 მოდრიჩი (85), 1:2 ბელინგემი (90+5)
გამოუყენებელი პენალტი: ბელინგემი (55, რეალი)
გაძევება: ვინისიუსი (79, რეალი)
მკითხველის კომენტარები / 7 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
როგორც რეალის ფანი ვამბობ ვინისიუსი გასაძევებელი იყო არასპორტული საქციელის გამო,მაგრამ მეკარეს ოსკარი ეკუთვნის, ინდურ კინოსაც კი გადაუჯოკრა ისე გააფორმა. მაგ ეპიზოდმა დაღუპა ზუსტად ვალენსია, იფიქრეს რომ 10 კაციან რეალს შანსი აღარ ჰქონდა და მნდ დაისაჯნენ. 11 -11-ზე შეიძლება ვერც გაეტანა რეალს გოლი.
8
1
სიმართლეს არავინ პოსტავს.. დავიწყოთ იმით რომ ჯარიმა იყო როდრიგოზე როცა ბურთი წაართვეს და გოლი გაიტანა ვალენსიამ.. პენალის მომენტში მეკარე ხაზზე არ იდგა აქაც ხელახლა უნდა შეესრულებინათ მადრიდელებს 11 მეტრიანი. და ბოლოს პროვოკაცია ვალენსიის მეკარემ დაიწყო ვინის ხელის კვრაც არ იყო ისეთი რომ სალტოები ეკეთებინა.. ან ორივე უნდა გაეძევებინა მსაჯს ან ყვითლები დაერიგებინა.. ვარს როგორც წესი მუდამ სძინავს.. რისთვის გამოიგონეს?
11
2
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული