ჩაკვეტაძის "უოტფორდი" ზედიზედ მესამედ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონშიფის ოცდამეექვსე ტურში „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე „შეფილდ იუნაიტედთან“ 1:2 დამარცხდა.

მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა, აქტიური იყო, ერთხელ გატანა მეკარე მაიკლ კუპერმა არ დაანება, აგრეთვე რამდენიმე სახიფათო გადაცემა გააკეთა, რომლებიც პარტნიორებმა ვერ გამოიყენეს - შეფასებები: flashscore 7.1, sofascore 6.9, whoscored 6.8.

„უოტფორდმა“ ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა, 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 37 ქულით მეცხრე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 9 იანვარს ლონდონში „ფულჰემთან“ გამართავს.

უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“
უოტფორდი - შეფილდ იუნაიტედი 1:2
გოლები: 0:1 ჰამერი (13), 1:1 ნგაკია (20),
1:2 ბრუკსი (53)

altჩაკვეტაძის მეექვსე საგოლე პასი - "უოტფორდმა" ისევ წააგო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
ძალიან გვინდა ალბათ თვითონაც ხვდება,გადამწყვეტ მომენტში მეტი ეფექტურობა რომაა საჭირო.ვუსურვებ აღმოფხვრას ეს ხარვეზი.მეტი სიბრაზეა საჭირო და თან ის კრეატიულობა,რომელიც მას აქვს
ილია
10 იანვარი 2025 08:35
0
ძალიან გვინდა ალბათ თვითონაც ხვდება,გადამწყვეტ მომენტში მეტი ეფექტურობა რომაა საჭირო.ვუსურვებ აღმოფხვრას ეს ხარვეზი
ილია
10 იანვარი 2025 08:32
0
ძირითადად სიღრმიდან მოაქვს ბურთი და საჯარიმოსთან როცა მიდის ფლანგისჯენ აკეთებს გადაცემებს. ვერ ეხსნებიან უფრო ახლოს შემტევები, სუფთა ცენტრფორვარდი აკლია უოტფორდს.
სიმენონი
05 იანვარი 2025 02:43
0
ისინი,ჩანჩურა,გასავარდნი..
მე უფრო ზუსტად დავწერ როგორი გუნდია.
უორფორდი თამაშობს 7-1-2 ტაქტიკით.
7 უჩა ლობჟანიძე ყავს
1 ჩაკვეტაძე და 2 ლადო დვალიშვილი.
Levani
05 იანვარი 2025 00:16
1
მე რომ არ ვთქვა,მაინც უკვე ყველამ იცის,ჩაკვეს ტალანტის შესახებ,მაგრამ საჯარიმოს ხაზამდე რომ მიაღწევს,მაინც იგრძნობა,რომ ბოლომდე თავდაჯერებული ვერ არის.დღესაც რეიდით ორჯერ მივიდა საჯარიმოს წინა ხაზთან,წინ ორ მცველს შორის საკმარისი სივრცე ჰქონდა რომ წინ წაეწია და ან დაერტყა,ან კიდევ განაპირა მცველიც თავისზე გადმოეყვანა და მერე მიეცა პარტნიორისათვის,მაგრამ პირდაპირ ფლანგელ პარტნიორს მიაწოდა,რომელსაც ჯერ კიდევ მასთან ახლო მდგომმა მცველმა დასარტყმელი ხაზი ჩაუკეტა და სიმწვავემ დაიკლო.უოტფორდის კარში მეორე გოლის დროს კი,ბოლომდე არ იმუშავა.გოლის ავტორისათვის მას უნდა შეეშალა ხელი.დაუბრკოლებლად დაარტყა და დიდებული გოლიც გამოუვიდა.გუნდში საუკეთესოა და მის მიერ შანსებს პარტნიორები ხშირად აფუჭებენ,მაგრამ შეტევის დასკვნით ფაზაში,მასაც ძალიან ბევრი აქვს ჯერ კიდევ მოსამატებელი.გვახსოვს შეტევის წინა ხაზზე როგორ თამაშობდა,ვიცით რომ ახლაც შეუძლია და ამიტომ ველით ასე მოთმინებით თუ დაჟინებით.შეტევის ბოლო პასის და კარში დარტყმის დროს თუ უფრო რისკიანად ითამაშებს და ეპიზოდს საკუთარ თავზე მეტად აიღებს,მას ნამდვილად შეუძლია საკუთარი და გუნდის შედეგიანობის საგრძნობი გაზრდა.მწვრთნელიც უფრო შეტევაში თამაშზე გადაატანინებს ყურადღებას და დაცვაში ნაკლებად დატვირთავს.მწვრთნელმა მისი სათამაშო ზონა,10-15 მეტრითაც მაღლა რომ ასწიოს,შეტევის დასკვნით ფაზაში,საკმარისი ძალები და სისხარტე შერჩება,შესაბამისი შედეგებით.უოტფორდი ალბათ ვეღარ გაიქაჩება,უმაღლეს ლიგაში გადასვლაზე და პრემიერ ლიგის კლუბები,მის ტრანსფერზე თუ იფიქრებენ,აჯობებს მისი ყველაზე ეფექტური ვერსია და პოზიცია,უკვე უოტფორდში ნახონ.რა თქმა უნდა მისი სათამაშო პოზიცია მწვრთნელის გადასაწყვეტია,მაგრამ თუ მეტ სარგებლიანობაში დაარწმუნებს,არც ის იტყვის უარს,მის ზემოთ აწევაზე.
სოსო
04 იანვარი 2025 23:57
0
გადამსვლელი კი არა გასავარდნი გუნდი უფროა
A
04 იანვარი 2025 22:29
2
მაგარი ჩანჩურა გუნდია.დაცვა ნული,ნახევარდაცვა უარესი,თავდასხმა ნულს ქვემოთ.ნეტა მალე წავიდოდეს ჩაკვე ამ უსახური გუნდიდან.
ჯანაშია ვაგნერი
04 იანვარი 2025 22:27
1
გუნდი კი არა ტაშტია(ლახანკა) ეს უოტფორდი.
ჯონი
04 იანვარი 2025 21:48
1
ნეტა ამ თვეში რომელიმე პრემიერლიგის გუნდმა იყიდოს. ძალიან უდონო გუნდია ეს უოტფორდი, მაგიტომაც აქვს ცუდი სტატისტიკა გიოს.
არაა უოტფორდი ჩაკვეს დონის გუნდი
04 იანვარი 2025 21:43
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული