"მეფე გიორგის ეს არ შეეფერება" - მიქაუტაძის "დასჯა" ლაკაზეტის გამო და სანიოლის ასისტენტი მატჩზე[PHOTO]

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში "ლიონმა" "მონპელიეს" (1:0) გვიანი გოლით აჯობა. კარგ ფორმაში მყოფი გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც მანამდე 6 მატჩში 5 გოლი (თასისა და ევროტურნირის ჩათვლით) გაიტანა, სათადარიგოთა შორის ვიხილეთ(76-ე წუთიდან ჩაერთო). აშკარაა, ალექსანდრ ლაკაზეტის (7.9 - ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო) ავტორიტეტი დიდია, ამ ორი ფორვარდის ერთად თამაში კი, თუკი ასეთი გეგმა მწვრთნელ პიერ საჟს გააჩნდა, არ გამოდის. კონკურენცია თავის მხრივ ცუდი არაა, თუმცა სამწუხაროდ, ქართველი ფეხბურთელი ამის გამო ერთგვარად ისჯება.

სასტარტო თერტმეტეულის გამოცხადებისთანავე, "ლიონის" "ფეისბუქგვერდზე" უამრავი კომენტარი იყო, სადაც შემადგენლობას
აკრიტიკებდნენ და მათ შორის, ქართველებიც:

"მწვრთნელი ჯიუტდება და სათადარიგოთა სკამზე მიქაუტაძე ჰყავს, რომელიც აშკარად საუკეთესო მოთამაშეა";

"ვერ ვიჯერებ ამ შემადგენლობას - მიქაუტაძე, ჩერკი და ტოლისო - საუკეთსოები არ არიან";

"ლიგის თასის შესაფერისი გუნდით გავედით";

"მეფე გიორგის ეს არ შეეფერება, საჟ, რას აკეთებ!";

"ლაკაზეტი უნდა დავასვენოთ, სანამ მიქაუტაძე ფორმაშია";

"ჩერკი და მიქაუტაძე რატომ არ არიან, წასვლას აპირებენ?";

"მათ სურთ, ორი საუკეთესო ფეხბურთელი წავიდეს?"

Sportall.Ge

შეხვედრას საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ასისტენტი, ადელ ჩედლი დაესწრო, რომელმაც "ჟორჟთან" ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

"ლიონი" მეხუთე ადგილს იკავებს, ლიდერ პსჟ-ს კი 12 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძეს, ჩემპიონატში 4 გოლი და 1 შედეგიანი პასი აქვს.

altმიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ლიონმა" აუტსაიდერს ძლივს სძლია

მკითხველის კომენტარები / 9 /
მეფე ............
....
გელა2
05 იანვარი 2025 19:31
5
მეფე გიორგი? აქამდე რო ჟორჟი იყო და ახლა გიორგი გახდა,თან მეფე,უმაგრესი სანახავია. დაუბერა საქართველოს ქარმა და გადავედით ქართულზე? ჩავარდა ევროგარეკილთა და გამოთაყვანებულთა ბოგინი,ხოდა საქართველო დაფასდა.

პ.ს. რაც ყველაზე მთავარია,დაბრუნდნენ სეტანტას "ბრძენი" კომენტატორები და ეწევიან ძალადობას ქართველ გულშემატკივარზე. და მაინც ვერ გავიგე,სეტანტას კომენტატორის აზრით,რანაირად უწევს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა იანვარში? გაიფიცეთ ისევ და დაასვენეთ ერი.
იასონას უდარი
05 იანვარი 2025 18:25
29
მე თუ თქვენ?
იასონას უდარი
06 იანვარი 2025 19:35
0
Ჩამოკრული გაქვს
ქართველი
05 იანვარი 2025 19:54
9
ადრეც დავწერე ძალიან დიდი შეცდომა იყო ლიონში წასვლა @ ლაკაზეტი გუნდის ლეგენდაა და გიორგიმ ყველა თამაშში გოლები რომ გაიტანოს მაინც არ ჩასვამენ ძირითადში და ბოლო 10-12 წუთი ათამაშონ მეთქი და ასე არ გამოვიდა ? ისიც დავწერე მერე რაა რომ მისი მშობლიური ქალაქია ? ამიტომ უნდა დაჯდეს ლიონის სკამზე და კარიერა დაიღუპოს ? ამ ლოგიკით მესი ბარსაში კი არა მის მშობლიურ ქალაქ როსარიოში უნდა წასულიყო და იქნებოდა დღეს ის მესი რაცაა ?? საწრაფოდ უნდა წამოვიდეს იქედან ! ლაკაზეტი კიდევ მინიმუმ 3 წელი ითამაშებს და არც ტრავმებისკენ არაა მიდრეკილი და უნდა იჯდეს და ელოდოს მე-80 წუთს რომ იქნება გაიღონ მოწყალება და ბოლო 7-8 წუთი მაინც ათამაშონ @@ სკამზე ჯდომა თუ მოსწონს რამე გრანდში მაინც იყოს სიტი ბავარია რეალი ან ეგეთში სატრაბახო მაინც რომ ქონდეს გრანდის წევრი ვარო !
zura222
05 იანვარი 2025 17:30
1
შერკი, ლაკაზეტი და გიო კარგი ტრიო იქნება მთავარია მწვრთნელმა ცოტა თავი გაანძრიოს.
ვასო
05 იანვარი 2025 16:06
1
წუხანდელ თამაშში,ლიონის მხრიდან გააზრებული ფეხბურთი ვერ ვნახეთ და რომ წაეგოთ,არავის გაუკვირდებოდა,რატომო.ეტყობა ჩათვალეს, მონპელიე იოლი ლუკმა იქნებაო და შემტევები საკუთარ თავზე უფრო თამაშობდნენ,ვიდრე გუნდზე,შედეგად კი,ვერაფერს ჰქმნიდნენ!
სოსო
05 იანვარი 2025 14:23
0
მეფე ............
....
გელა2
05 იანვარი 2025 14:17
0
კარგი კაცია გიო,კარგი ფეხბურთელი. ასევე კარგი მოქალაქე. დარწმუნებული ვარ მალე დაიმკვიდრებს ადგილს ლიონის ძირითადში.
kaxa
05 იანვარი 2025 12:55
1

სიახლეები პოპულარული