არის კონტაქტი და მოსალოდნელია კონტრაქტი - "ლივერპულმა" "ნაპოლის" "კვარას" თაობაზე მიმართა!

AutoSharing Option
ნეაპოლში გუნდის მოპოვებული ზედიზედ მეოთხე გამარჯვების გამო დიდი ზარ-ზეიმია და დავიდ ნერესი ლამის გმირად გამოაცხადონ. თუმცა, საფეხბურთო მიმომხილველი ენრიკო ფედელე ფლორენციული მატჩის წინ ვარაუდობდა, რომ ანტონიო კონტეს შეგირდებს თამაში უფრო გაუადვილდებოდათ, ვინაიდან სხვების მსგავსად „ფიორენტინა“ დაცვაში არ იკეტება და მეტოქეს თავისუფალ სივრცეებს უტოვებს. ასეა თუ ისე, „ნაპოლის“ და ნერესის წარმატებული ასპარეზობა ფაქტია და დაკნინება დაუშვებელია.

Il Mattino-ს ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიამ და მატეო პოლიტანომ ტრავმები მოირჩინეს, ვარჯიშს დღეიდან დაიწყებენ, 12 იანვარს „ვერონასთან“ საშინაო შეხვედრისთვის მწყობრში იქნებიან, მაგრამ შეიძლება კონტემ ისინი ძირითად
შემადგენლობაში არ დააყენოს.

ადგილობრივი მედია უკვე ღიად წერს, რომ კვარაცხელია ნავსაყუდელს უეჭველი გამოიცვლის, საკითხავი ისაა, ეს იანვარში მოხდება, თუ ივნისის შემდეგ. ალბათ, ტრანსფერს უფრო ზაფხულში უნდა ველოდოთ. აქ ერთი ფაქტორიცაა - „ნაპოლის“ სერია A-ში შემდგომში რთული დაპირისპირებები ელის, არაა გამორიცხული სიტუაცია შეიცვალოს და არავინ იცის, მომავალში რა მოხდება.

Areanapoli-ს მტკიცებით, ქართველის წასვლა გადაწყვეტილი ამბავია, ფეხბურთელს ახალი გამოცდილების და გაცილებით მაღალი ხელფასის მიღება უნდა. გამოცემა ინგლისურ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან პრემიერლიგის კლუბები, მათ შორის ყველაზე მეტად „ლივერპული“ აქტიურობს, რომელიც „კვარას“ მოჰამედ სალაჰის შემცვლელად მოიაზრებს (ეგვიპტელი თავისუფალი აგენტი გახდება) და პირველი ნაბიჯიც გადადგეს: კვარაცხელიაში 50 მილიონი პლუს ფედერიკო კიეზა შესთავაზეს. განიხილება იანვარში იჯარა ან ზაფხულში სრულფასოვანი ტრანსფერის ვარიანტი, რომელმაც საერთო ჯამში 70 მილიონი უნდა შეადგინოს. კიეზას იტალიაში დაბრუნება, თანამემამულის თავის გუნდში აყვანა კი კონტეს უნდა, რომელიც მისი პროტეჟეა. აღნიშნულია, რომ მერსისაიდული კლუბის წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ ხვიჩას, „ნაპოლიმ“ წინადადება მიიღო, თუმცა ჯერ პასუხი არ გაუცია.

TeamTalk-ის ჟურნალისტი რუდი გალეტი „ლივერპულზე“ ინფორმაციას ადასტურებს და იტყობინება, რომ კვარაცხელიას სამსახურით „მანჩესტერიცაა“ დაინტერესებული, რათა მან მარკუს რეშფორდი შეცვალოს, „ნაპოლის“ ამ საკითხზე ესაუბრენ, მაგრამ ტრანსფერი ზამთარში ნაკლებად მოსალოდნელია, რამეთუ ხვიჩას ჯერ „პარტენოპეისთან“ კონტრაქტი არ გაუგრძელებია, რაც მნიშვნელოვანია, ხოლო „იუნაიტედს“ გაძლიერება ახლავე სჭირდება.

„ნაპოლის“ ყოფილმა ნახევარმცველმა ჯანი იმპორტამ Campania Sport-ის ეთერში განაცხადა, რომ ნეაპოლური კლუბი კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის გაყიდვიდან 180 მილიონის მიღებას იმედოვნებს და ეს ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოხდეს.

ისე, როგორი დიდებული იქნება: "ლივერპულის" კარში გიორგი მამარდაშვილი, შეტევაში კი - ხვიჩა კვარაცხელია!

altსაცა არა სჯობს, გაცლა სჯობს - დააღწევს ხვიჩა დე ლაურენტისს თავს?

altArrivederci. მუდამ მოღუშული კვარაცხელია "ნაპოლის" დაემშვიდობება - იტალიელი ჟურნალისტები

მკითხველის კომენტარები / 29 /
ლივერპული დღეს დღეისობიტ საუკეთესო ვარიანტია, ძალისმიერ ინგლისურ ფეხბურთს კვარას ფეხები მარტივად აუღებს ალღოს, და რაც მთავარია ტემპი - ინგლისში ნაკლებად იკეტებიან კლუბები მეტო სივრცე კიდე კვარას მაგიის დემონსტრირებისთ ის ზედგამოჭრილია.. მიუხედავად იმისა რომ რეალის გულშემატკივარი ვარ და კვარა იქ მირჩევნია ამ ეტაპზე არარეალურია და საუკეთესოდ მაინც ლივერპული მგონია
Nikoloz
06 იანვარი 2025 18:12
6
ვინ უნდა ამოაგდოს, სად უნდა ათამაშონ მორიგი ჭორია, სხვა გუნდი მაინც მოიგონონ...ამოვიდა ყელში
გაგა
06 იანვარი 2025 18:10
24
ლივერპულის ვარიანტი უმაგრესია მაგრამ სალაჰის ადგილას როგორ უნდათ ? სალაჰი უფრო მარჯვენა და ცენტრის შემტევია ანუ მარჯვენა შუამარბი და კვარამ მარჯვნივ უნდა ითამაშოს ? ნუ ასეა თუ ისე მაინც უმაგრესიიქნება ლივერპული ! სალაჰის ადგილზე თამაში შეუძლიათ დიეგო ჟოტასაც გაკპოსაც და ნუნიესსაც და კვარა კი ისევ თავისი ფრთიდან შეუტევს !
zura222
06 იანვარი 2025 16:42
4
ესპანეთი დიდებული იქნებოდა!
Zura
06 იანვარი 2025 15:41
2
გიყვარდეს კარგია როგორც ერთი, ასევე მეორე ვარიანტი, მაგრამ...პრემიერლიგას ვინც ადევნებთ თვალყურს და ინგლისური ფეხბურთის მოტრფიალენი ხართ,კარგად მოგეხსენებათ, რომ პრემილიგა ტოპ 5 ჩემპიონატში ყველაზე მეტად ინტენსიური ,ფიზიკური და ხისტია, ამიტომ იქ 90 წუთი გაუჩერებლად სირბილისთვის, ჯახისთვის და ყოველივე ამის ფონზე სტაბილურობის შენარჩუნებისთვის თუ არ ხარ მზად - შესაძლოა ჩაგძიროს.
ხვიჩა რომ დიდი ტალანტია ეს დიდი ხანია ცნობილია, თუმცა ინგლისურ ფერბურთს, სადაც გიჟური ტემპია, მხოლოდ ტალანტი არ კმარა და სათანადო ადაპტაცია ჭირდება, ამ ადაპტაციას კი სათანადო ფიზიკური და ფსიქოლოგიური მზადყოფნა. ადრეც არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ჩვენებურის სუსტი წერტილი ფიზიკური მომზადებაა, რაც უკვე დაახლოებით მე-60 წუთის შემდეგ იჩენს თავს და აისახება ყველა დანარჩენ სათამაშო კომპონენტზე (სისწრაფე, ტექნიკა) რაც საბოლოო ჯამში დაღს ასვამს თამაშის ხარიხს. დავუბრუნდები იმას,რითაც დავიწყე და შევაჯამებ - ინგლისი უდავოდ საუკეთსო ლიგაა და შესაბამისად საუკეთესოდ უნდა იყო მზად ყველა თვალსაზრისით, რომ ამ ლიგას მოერგო, შესაბამისად თუ ხვიჩას გააზრებული აქვს ყოველივე, ჩემი აზრით პირველ რიგში რაც უნდა გააკეთოს, ეს პერსონალური ფიზმომზადების მწვრთნელის დაქირავებაა (თანაც ინგლისელის), რომელსაც ამ საქმეში დიდი გამოცდილება და წარმატება აქვს. ძვირი კი დაუჯდება, მაგრამ აუ უნდა გაუჭირდეს წესით:). ვაი გულშემატკივრები და კრიტიკოსები ნუ გამოხტებით, ვისაც უთამაშია და ესმის ფეხბურთის ავან-ჩავანი გაიაზრებს და მიხვდება რაც იგულისხმება.
ABARA
06 იანვარი 2025 11:32
9
Ki pizmomzadeba ro umaxles doneze qondes gasagebia rasac ambomb magram rodis axlatuara? Espaneti? Magas kide premierliga jobia gaxsnil pexburts tamashobenda upro uketesia kvarastvis espaneti ki piriqit chaketliada ert kacs sami mcveli dasdebsda ert matchshi 30 folze metia
Achi
07 იანვარი 2025 01:30
3
უოტფორდის თამაშებს ადევნებ თვალყურს? მკმენტებს მაინც არ უყურებ?? ჩაკვეტაძეს 90-ე წუთზე ისეთი გარღვევის გაკეთება შეუძლია, რომლსაც კვარაცხელია უკვე 70-ე წუთზე ვეღარ აკეთებს, გარდა ამისა ართმევები, მოგებული ჯახები, მოედანზე დაფარული დისტანცია ბოლოს და ბოლოს...სტატისტიკას მაინც გადახედე ჩემი თუ არ გჯერა. თან არ დაგვავიწყდეს რომ ჩაკვეტაძე უოტფორდის ფეხბურთელია, რომელიც რეალურად ჩემპიონშიფის ცხილის შუა ნაწილის ბინადარია და პირველ ექვსეულშიც ვერ ხვდება, რაც ბოლო სამმა თამაშმაც დაადასტურა, კვარაცხელიას შემთხვევაში კი ლივერპულში თამაშზეა საუბარი (თანაც ძირითადში), კლუბში, რომელიც პრემიერლიგას ლიდერობს! და თანაც სოლიდური ჰანდიკაპით. ოდნავ დაფიქრდით ხალხო შედარებების გაკეთებისას!
იხვი-ს
06 იანვარი 2025 23:21
0
ყველა გამოხმაურება
ასეთ შემთხვევაში ქართული ანდაზა ამბობს: "ღმერთმა ქნას ჩვენს ვაცს მგელი დაეჭიროსო".
ჟორა
06 იანვარი 2025 11:00
4
ხვიჩას ცოტა დრო აქვს რომ მოუმატოს თორემ თუ ნერესის სათადარიგო ჩამოყალიბდა არც ერთი დიდი კლუბი არ იყიდის.ახლა გამოჩნდება მაგის მენტალიტეტი.უნდა დიდი შრომის ფასად ვარსკვლავი გახდეს თუ აწყობს დღევანდელი სიტუაცია.ჩვენ ვერაფერს ვიზამთ,ყველაფერი ხვიჩას ხელშია.
ასეა ეს
06 იანვარი 2025 10:41
13
ყველაზე სასაცილო კომენტარის ტიპი: ,,უნდა მოუმატოს, თორემ არავინ არ იყიდის". ))))))))))) ,,არავინ იყიდის"-ს ღირებულება რატომღაც გაიზარდა. ;)
რატი
06 იანვარი 2025 11:44
6
წაკითხულიდან აზრის გამოტანა გიჭირთ, თუ როგორაა თქვენი საქმე. სალაჰი 100%-ით მიდის ლივერპულიდან და სწორედ მის ადგილზე მოიაზრებენ ხვიჩას.
ლაშას და რეროს
06 იანვარი 2025 10:31
4
ვინ გითხრათ რომ 100% მიდის სალაჰი,ჯერ მასე გადაჭრით ვერაფერს იტყვი. ათასი რამე იწერება და 5 თვის შემდეგ რა მოხდება კაცმა არ იცის. მახსოვს ქინქლაძე რომ გადავიდა სიტიდან აიაქსში იძახდნენ ლიტმანენი ბარსაში მიდისო მაგრამ ვერ წავიდა და კი გახსოვთ რაც მოხდა. თუმცა საქმე იმაშია რომ ლივერპულში დღეს სხვაც ძალიან ძლიერი შემტევები არიან ლუიშ დიაში,გაკპო მემარცხენე ვინგერები,ასევე არიან პორტუგალიელი მაგარი ბიჭები. ვნახოთ ჯერ მაისამდე დროა. ახლა მეტის თქმა შეუძლებელია,ვინაიდან გუნდი დაფრინას.
Რერო ლაშას
06 იანვარი 2025 11:20
5
მანჩესტერის კრიზისი 2013 წლის მერე დაიწყო და დღემდე გრძელდება, მათ ახალი მწვრთნელი ყავთ და კვარასთან ერთად დაამთავრებენ ამ კრიზისს(ჩემი დიდი სურვილია, იმედია-ყველა ქართველის!). რაშფორდი უეჭველი მიდის, კვარა უნდა მოვიდეს!
კახელი პაპა
06 იანვარი 2025 10:22
6
ლივერპული კარგია მაგრამ სასტარტოში მოხვედრა ძალიან ძნელი იქნება,ვიდრე იქ სალაჰია.
Რერო
06 იანვარი 2025 09:40
19
აქ წკაპუნს ხანდახან გაეცანი მსოფლიო ფეხბურთის ამბებს.. სალაჰი მიდის და წაკითხულის გააზრება შეგეძლოს... სალაჰის შემცვლელად უნდა კავარცხელიაო გასაგებად წერია.
,
06 იანვარი 2025 10:33
8
სალაჰი რა შუაშია? იგი მარჯვენა ვინგერი ხვიჩა მარცხენაზე თამაშობს
რობი
06 იანვარი 2025 10:14
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული