არის კონტაქტი და მოსალოდნელია კონტრაქტი - "ლივერპულმა" "ნაპოლის" "კვარას" თაობაზე მიმართა!

AutoSharing Option
ნეაპოლში გუნდის მოპოვებული ზედიზედ მეოთხე გამარჯვების გამო დიდი ზარ-ზეიმია და დავიდ ნერესი ლამის გმირად გამოაცხადონ. თუმცა, საფეხბურთო მიმომხილველი ენრიკო ფედელე ფლორენციული მატჩის წინ ვარაუდობდა, რომ ანტონიო კონტეს შეგირდებს თამაში უფრო გაუადვილდებოდათ, ვინაიდან სხვების მსგავსად „ფიორენტინა“ დაცვაში არ იკეტება და მეტოქეს თავისუფალ სივრცეებს უტოვებს. ასეა თუ ისე, „ნაპოლის“ და ნერესის წარმატებული ასპარეზობა ფაქტია და დაკნინება დაუშვებელია.

Il Mattino-ს ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიამ და მატეო პოლიტანომ ტრავმები მოირჩინეს, ვარჯიშს დღეიდან დაიწყებენ, 12 იანვარს „ვერონასთან“ საშინაო შეხვედრისთვის მწყობრში იქნებიან, მაგრამ შეიძლება კონტემ ისინი ძირითად
შემადგენლობაში არ დააყენოს.

ადგილობრივი მედია უკვე ღიად წერს, რომ კვარაცხელია ნავსაყუდელს უეჭველი გამოიცვლის, საკითხავი ისაა, ეს იანვარში მოხდება, თუ ივნისის შემდეგ. ალბათ, ტრანსფერს უფრო ზაფხულში უნდა ველოდოთ. აქ ერთი ფაქტორიცაა - „ნაპოლის“ სერია A-ში შემდგომში რთული დაპირისპირებები ელის, არაა გამორიცხული სიტუაცია შეიცვალოს და არავინ იცის, მომავალში რა მოხდება.

Areanapoli-ს მტკიცებით, ქართველის წასვლა გადაწყვეტილი ამბავია, ფეხბურთელს ახალი გამოცდილების და გაცილებით მაღალი ხელფასის მიღება უნდა. გამოცემა ინგლისურ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან პრემიერლიგის კლუბები, მათ შორის ყველაზე მეტად „ლივერპული“ აქტიურობს, რომელიც „კვარას“ მოჰამედ სალაჰის შემცვლელად მოიაზრებს (ეგვიპტელი თავისუფალი აგენტი გახდება) და პირველი ნაბიჯიც გადადგეს: კვარაცხელიაში 50 მილიონი პლუს ფედერიკო კიეზა შესთავაზეს. განიხილება იანვარში იჯარა ან ზაფხულში სრულფასოვანი ტრანსფერის ვარიანტი, რომელმაც საერთო ჯამში 70 მილიონი უნდა შეადგინოს. კიეზას იტალიაში დაბრუნება, თანამემამულის თავის გუნდში აყვანა კი კონტეს უნდა, რომელიც მისი პროტეჟეა. აღნიშნულია, რომ მერსისაიდული კლუბის წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ ხვიჩას, „ნაპოლიმ“ წინადადება მიიღო, თუმცა ჯერ პასუხი არ გაუცია.

TeamTalk-ის ჟურნალისტი რუდი გალეტი „ლივერპულზე“ ინფორმაციას ადასტურებს და იტყობინება, რომ კვარაცხელიას სამსახურით „მანჩესტერიცაა“ დაინტერესებული, რათა მან მარკუს რეშფორდი შეცვალოს, „ნაპოლის“ ამ საკითხზე ესაუბრენ, მაგრამ ტრანსფერი ზამთარში ნაკლებად მოსალოდნელია, რამეთუ ხვიჩას ჯერ „პარტენოპეისთან“ კონტრაქტი არ გაუგრძელებია, რაც მნიშვნელოვანია, ხოლო „იუნაიტედს“ გაძლიერება ახლავე სჭირდება.

„ნაპოლის“ ყოფილმა ნახევარმცველმა ჯანი იმპორტამ Campania Sport-ის ეთერში განაცხადა, რომ ნეაპოლური კლუბი კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის გაყიდვიდან 180 მილიონის მიღებას იმედოვნებს და ეს ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოხდეს.

ისე, როგორი დიდებული იქნება: "ლივერპულის" კარში გიორგი მამარდაშვილი, შეტევაში კი - ხვიჩა კვარაცხელია!

altსაცა არა სჯობს, გაცლა სჯობს - დააღწევს ხვიჩა დე ლაურენტისს თავს?

altArrivederci. მუდამ მოღუშული კვარაცხელია "ნაპოლის" დაემშვიდობება - იტალიელი ჟურნალისტები

მკითხველის კომენტარები / 29 /
გიყვარდეს კარგია როგორც ერთი, ასევე მეორე ვარიანტი, მაგრამ...პრემიერლიგას ვინც ადევნებთ თვალყურს და ინგლისური ფეხბურთის მოტრფიალენი ხართ,კარგად მოგეხსენებათ, რომ პრემილიგა ტოპ 5 ჩემპიონატში ყველაზე მეტად ინტენსიური ,ფიზიკური და ხისტია, ამიტომ იქ 90 წუთი გაუჩერებლად სირბილისთვის, ჯახისთვის და ყოველივე ამის ფონზე სტაბილურობის შენარჩუნებისთვის თუ არ ხარ მზად - შესაძლოა ჩაგძიროს.
ხვიჩა რომ დიდი ტალანტია ეს დიდი ხანია ცნობილია, თუმცა ინგლისურ ფერბურთს, სადაც გიჟური ტემპია, მხოლოდ ტალანტი არ კმარა და სათანადო ადაპტაცია ჭირდება, ამ ადაპტაციას კი სათანადო ფიზიკური და ფსიქოლოგიური მზადყოფნა. ადრეც არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ჩვენებურის სუსტი წერტილი ფიზიკური მომზადებაა, რაც უკვე დაახლოებით მე-60 წუთის შემდეგ იჩენს თავს და აისახება ყველა დანარჩენ სათამაშო კომპონენტზე (სისწრაფე, ტექნიკა) რაც საბოლოო ჯამში დაღს ასვამს თამაშის ხარიხს. დავუბრუნდები იმას,რითაც დავიწყე და შევაჯამებ - ინგლისი უდავოდ საუკეთსო ლიგაა და შესაბამისად საუკეთესოდ უნდა იყო მზად ყველა თვალსაზრისით, რომ ამ ლიგას მოერგო, შესაბამისად თუ ხვიჩას გააზრებული აქვს ყოველივე, ჩემი აზრით პირველ რიგში რაც უნდა გააკეთოს, ეს პერსონალური ფიზმომზადების მწვრთნელის დაქირავებაა (თანაც ინგლისელის), რომელსაც ამ საქმეში დიდი გამოცდილება და წარმატება აქვს. ძვირი კი დაუჯდება, მაგრამ აუ უნდა გაუჭირდეს წესით:). ვაი გულშემატკივრები და კრიტიკოსები ნუ გამოხტებით, ვისაც უთამაშია და ესმის ფეხბურთის ავან-ჩავანი გაიაზრებს და მიხვდება რაც იგულისხმება.
ABARA
11:32 06-01-2025
9
ერთი კავკასიელის კომენტარი წავიკითხე ხვიჩაზე სადღაც, ის ლივერპულისთვის არის შექმნილიო. და ლივერპულში უნდა წავიდეს აუცილებლადო. ვეთანხმები, ლივერპული ყველაზე დიდი კლუბია ინგლისში ყველაზე ღირსეული. ლივერპულში უფრო მაგრა ითამაშებს ვიდრე ნაპოლიში
bidza
03:32 06-01-2025
6

სიახლეები პოპულარული