იტალიური მედიის ცნობით, „ნაპოლის“ გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია მწყობრში ჩადგება, თუმცა საკითხავია, დააყენებს თუ არა მწვრთნელი ანტონიო კონტე 12 იანვარს "ვერონასთან" საშინაო მატჩში სასტარტოში, რადგან ჯერ უცნობია, რამდენად იქნება ძირითად შემადგენლობაში სათამაშოდ მზად. თანაც, კონტეს „ფიორენტინასთან“ შეხვედრაში ლეონარდო სპინაცოლას ასპარეზობა მოეწონა და არაა გამორიცხული, ისევ გამოუცხადოს ნდობა.
მატეო პოლიტანო ვერც "ვერონასთან" დაპირისპირებაში ვერ შეძლებს მონაწილეობის მიღებას და სავარაუდოდ, შემდეგი ტურისთვის დაბრუნდება, როდესაც 18 იანვარს ბერგამოში „ატალანტას“ შეხვდებიან.
ჟურნალისტი მიკელე კრიშიტელო Sportitalia-ზე სარედაქციო სტატიაში წერს, რომ კონტე გუნდზე გავლენის მოხდენით მსოფლიოში საუკეთესო
კრიშიტელოს აზრით, დავიდ ნერესის ფაქტორის გათვალისწინებით, კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს უკვე შეუძლია კვარაცხელიას გაყიდვა და თუ ჭკვიანურად მოიქცევა, ტრანსფერით დიდ ფულს იშოვის.