"ხვიჩა ბრუნდება - დე ლაურენტისი მისი ტრანსფერით დიდ ფულს იშოვის" - იტალიური მედია

AutoSharing Option
იტალიური მედიის ცნობით, „ნაპოლის“ გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია მწყობრში ჩადგება, თუმცა საკითხავია, დააყენებს თუ არა მწვრთნელი ანტონიო კონტე 12 იანვარს "ვერონასთან" საშინაო მატჩში სასტარტოში, რადგან ჯერ უცნობია, რამდენად იქნება ძირითად შემადგენლობაში სათამაშოდ მზად. თანაც, კონტეს „ფიორენტინასთან“ შეხვედრაში ლეონარდო სპინაცოლას ასპარეზობა მოეწონა და არაა გამორიცხული, ისევ გამოუცხადოს ნდობა.

მატეო პოლიტანო ვერც "ვერონასთან" დაპირისპირებაში ვერ შეძლებს მონაწილეობის მიღებას და სავარაუდოდ, შემდეგი ტურისთვის დაბრუნდება, როდესაც 18 იანვარს ბერგამოში „ატალანტას“ შეხვდებიან.

ჟურნალისტი მიკელე კრიშიტელო Sportitalia-ზე სარედაქციო სტატიაში წერს, რომ კონტე გუნდზე გავლენის მოხდენით მსოფლიოში საუკეთესო
მწვრთნელია, ორ თვეში დიდი სამუშაო გასწია, გადატრიალება მოახდინა, თუმცა რომელუ ლუკაკუს მიმართ ზედმეტი სიმპათიები გააჩნია, ბელგიელის ბევრი შემცვლელი ჰყავს და „ინტერის“ წაბორძიკების შემთხვევაში, „ნაპოლის“ სკუდეტოს მოგების და მორიგი იტალიური შედევრის შექმნის შესაძლებლობა ექნება.

კრიშიტელოს აზრით, დავიდ ნერესის ფაქტორის გათვალისწინებით, კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს უკვე შეუძლია კვარაცხელიას გაყიდვა და თუ ჭკვიანურად მოიქცევა, ტრანსფერით დიდ ფულს იშოვის.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ხვიჩა ნიჭით რომ ჯობია ყველამ იცის მაგრამ ნერესმა დიდი როლი ითამაშა რამდენიმე გამარჯვებაში.ამიტომ კონტემ რომ არ დააყენოს ნერესი და გუნდმა ვერ მოიგოს არავინ აპატიებს.ამიტომ ხვიჩამ შედეგიანობა უნდა გაზარდოს.
ფაქტია
07 იანვარი 2025 16:20
1
დააყენოს მერე მარჯვნივ საიდანაც უფრო ეფექტურია, თამაშისას სულ ეტყობა რომ მარცხენა ფეხზე ისწორებს ბურთს.. კვარამ კიდევ მიზანი უნდა გაისწოროს აუცილებლად და დაიბრუნოს სტაბილურობა
toti
08 იანვარი 2025 14:30
0
ჩვენთვის კარგია, რომ ნერეშმა შემთხვევით დუ-შაში გააგორა. იფიქროს აურელიომ, რომ ხვიჩას შემცვლელი ჰყავს. უფრო მალე გაუშვებს ნაპოლიდან.
უფროსი ნაჩალნიკი
07 იანვარი 2025 14:19
4
კვარას და ყველა ქართველს ვულოცავ შობის დღესასწაულს. საქართველო უპირველეს ყოვლისა.ამ ქვეყანას ვიდრე ჩვენი დედასარწმუნოება იცავს,ვერც რუსეთი დაგვამარცხემს და ვერც ევროპა და აზია.
kaxa
07 იანვარი 2025 12:08
9
ქოცების მაინც არაფერი გჯერათ და ტყუილად რას გვეკითხები. გვარამიას და სალომეს კითხე ზუსტად იმათ იციან ყველაფერი))) ისიც კი იციან უკრაინა რომ იგებს ომს თურმე..
დაბნეულს
07 იანვარი 2025 20:58
0
მთლად დაგვაბნიეთ ერი ქოცებმა. იქნებ გაგვარკვიოთ ბიძინაა ჩვენი მშვიდობის გარანტი, დედასარწმუნოება თუ მახათმაგანდი??
ამპარტავანო ქოცებო
07 იანვარი 2025 15:05
23
ყველა გამოხმაურება
ვერონაც კონტეს ამ სასტავისთვის მოსახერხებელი გუნდია. აი თუ ერთი ადგილი უვარგათ ატალანტასთან გასვლაზე დააყენონ იგივე გუნდი, ნერეს-სპინაცოლათი და ნახავენ სრულად ვის რა აქვს ჩახმახში. წყალი რომ არ გაუვა: ბურთს გადაახევენ თავზე. ოდნავ შემტევ რიგით იტალიურ გუნდებთან კონტეს აქვს უებარი საშუალებები: ერთგვარი გათანამედროვებული "კატენაჩო". სულ რომ არაფერი, კონკრეტულ გუნდებთან თითქმის გარანტირებული შედეგი მოაქვს. არის ერთი მაგრამ: მისნაირად მოთამაშე გუნდებთან გაუჭირდება გატანა, ხოლო წამყვანი იტალიური გუნდებიც კი, ევროპელებზე არაა საუბარი, ამათ ნაცოდვილარისგან ქვას ქვაზე არ დატოვებენ. რაც არ უნდა პრესამ იყიჟინოს, ამით შეიძლება ვიღაცეებს წარმოდგენები შეუქმნან, თორემ ჭიქაში ქარიშხლით შექმნილი ბობოლა გუნდი ჯერჯერობით არ გვინახავს. კონტე როგორც ჩანს მაინც ვერ დადგა თავის თავზე მაღლა და შეეშვა მაღალი დონის გუნდის შექმნაზე ფიქრს. ისევ ძველი მრავალნაცადი წმინდა იტალიური ხერხებით ცდილობს გავიდეს ფონს. ნამვილად ვერ იტყვი რომ არ ეყო ნიჭი თუ გამბედაობა, მართლაც დიდი გუნდი რომ შეექმნა (სპალეტის დონის მაინც). მიხვდა, რომ მის მუშაობას მაინც მყისიერი შედეგით გაზომავდნენ, მითუმეტეს მეტად იმპულსური ლაურენტისის გადამკიდე.რომელიც როგორც მასზე ამბობენ შეიძლება ამქვეყნად ყველაფრისმცოდნეა,გარდა ფეხბურთისა. შესაბამისად ქულა და ლიგაზე ადგილი დაისახა მიზნად,თუ ჩიტი ქვას მოხვდა და ტიტულსაც გამოჰკრა ხელი, ნეაპოლელები ცაში აიყვანენ. დიდ გუნდზე კონტეს ოცნებები კი ამჯერადაც გადაიდო.
ამატაკი
07 იანვარი 2025 11:26
4
გეთანხმები 100% ყველაფერში, მხოლოდ იმას დავამატებდი რომ ამ ნაპოლოსგან დიდ გუნდს ვერავინ ვერ შექმნიდა მგონია და არც ყოფილა არასდროს ნაპოლი დიდი გუნდი.
შესაბისად ჩხირკედელაობს კონტე როგორც შეუძლია ისე
მეგრელი
07 იანვარი 2025 16:11
1
რა უაზრო მანიპულაციები მიდის კვარაზე, რეალურად ყველამ ძალიან კარგად იცის ვინ ვის სჯობს... ნერეშის მოგებული სკუდეტო არ გაიშვას 2 კინკილა გოლით...
Givi
07 იანვარი 2025 08:45
5
ტ**კი დააყენოს კონტემ! ხვიჩა მუდამ წინ, მუდამ პრაიმში!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
07 იანვარი 2025 01:54
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული