Calciocremonese: გადაწყვეტილია, რომ ლოჩოშვილი ამ ზამთარს გუნდს შეიცვლის

AutoSharing Option
Calciocremonese-ს ცნობით, "კრემონეზეს" 26 წლის ქართველი მცველი ლუკა ლოჩოშვილი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბს შეიცვლის.

ჩვენებური გუნდის მთავარი მწვრთნელის ჯოვანი სტროპას სათამაშო სქემაში ვერ ჯდება და სათამაშო დრო თითქმის არ ეძლევა.

რამდენიმე დღის წინ იტალიურ მედიაში დაიწერა, რომ ლოჩოშვილის დამატების სურვილი თურქული "გაზიენთაფი" იჩენს, ასევე ქართველით სერია B-ს კიდევ ერთი წევრი "მოდენა" ინტერესდება.

შეხსენებისთვის, მიმდინარე სეზონში ლოჩოშვილმა "კრემონეზეს" ფორმა 7 შეხვედრაში მოირგო.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ცსკა-ს ინტერესი რეალურია და თვითონაც მოწადინებულია.დინამო მასკვას იჯარაზეც დაიწერა.
4444
08 იანვარი 2025 22:43
21
სამაგიეროდ კლიპებში ითამაშებს DDD
zura222
08 იანვარი 2025 19:06
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული