ავტორიტეტული ფრანგული გამოცემის ცნობით, კვარაცხელიას შეძენა „პარი სენ ჟერმენისთვის“ ზაფხულში პრიორიტეტული იყო, გასულ თვეებთან შედარებით მხარეებმა მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწიეს და ნეაპოლური კლუბი ქართველის გაყიდვას არ გამორიცხავს.
თუმცა, „პარი სენ ჟერმენს“ სიფრთხილე მართებს, რამეთუ „მანჩესტერის“ სახით სერიოზული კონკურენტი ჰყავს, რომელიც შეტევის გასაძლიერებლად, წასასვლელად გამზადებული მარკუს რეშფორდის შემცვლელს ეძებს და კლუბებს შორის ფეხბურთელების შესაძლო გაცვლის თაობაზე კონკრეტული საუბრები მიმდინარეობს.
აღნიშნულია, რომ „ნაპოლი“ ხვიჩას გაყიდვიდან სოლიდურ თანხას მიიღებს,
ფეხბურთელების დამატებას შეეცდება და „ჩელსიდან“ 21 წლის ნახევარმცველის ჩეზარე კაზადეის დამატების საშუალება ექნება.