"კვარაცხელია პსჟ-სთან კონტრაქტს ამ უქმეებზე გააფორმებს - დე ლაურენტისი 90 მილიონს მოითხოვს" - იტალიური მედია

AutoSharing Option
როგორც ჩანს, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიდან“ პსჟ-ში გადასვლა მართლაც ახლოვდება. AreaNapoli-ს მტკიცებით, პარიზული კლუბი ჩქარობს, რამეთუ ჩემპიონთა ლიგაზე შეიძლება გათამაშების შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდეს და ქართველთან კონტრაქტის გაფორმებას ამ უქმეებზე იმედოვნებს. ხაზგასმულია, რომ ფეხბურთელი გუნდის გამოცვლაზე თანახმაა.

Sportitalia წერს, რომ „ნაპოლის“ შეეძლო კვარაცხელია ზაფხულში 120 მილიონ ევროდ გაეყიდა და ახლა 80-85 მილიონს აიღებს.

რადიო Marte-ს წამყვანმა ჯანლუკა გიფუნიმ განაცხადა, რომ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ტრანსფერში 90 მილიონს მოითხოვს, კვარაცხელიას გასხვისება აუცილებელია, სხვა წინადადებებს არ უნდა დაელოდონ, რადგან შეიძლება მისი
ფასი დაეცეს, ხვიჩას წასვლის წინააღმდეგი გულშემატკივრები არ არიან და ვინაიდან ამ დღეებში „პარი სენ ჟერმენში“ გადავა, „ვერონასთან“, ალბათ, არ ითამაშებს.

საფეხბურთო მიმომხილველის, ენრიკო ფედელეს აზრით, თუ „პრი სენ ჟერმენი“ ამხელა თანხას ნამდვილად გადაიხდის, დე ლაურენტისი უნდა დათანხმდეს და ტრანსფერი ყოველგვარი ტრანშების, გაცვლების და იჯარის გარეშეა განსახორციელებელი.

„რეპუბლიკას“ მტკიცებით, დე ლაურენტისი „კვარას“ 90 მილიონზე ნაკლებად ვერ შეელევა და თუ პარიზული კლუბი არ დათანხმდა, ტრანსფერი ზაფხულამდე გადაიდება.

altL’Équipe: პსჟ-ს "კვარას" ტრანსფერზე სიფრთხილე მართებს - "მანჩესტერი" დანებებას არ აპირებს

altრომანომ დაადასტურა - კვარაცხელიას ტრანსფერზე პსჟ კვლავ საქმეშია

altკვარაცხელია იანვარში პსჟ-ში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა - Il Roma ექსკლუზიურ და აქამდე უცნობ ინფორმაციას ავრცელებს

მკითხველის კომენტარები / 9 /
პარიზული კლუბი არც მე არ მომწონს იმიტომ რომ ამბიციური მიზანდასახული გუნდი არაა გუნდის მფლობელი სულ მხოლოდ ფულის კეთებაზეა გადასული შეტევაში გყავდეს მესი მბაპე ნეიმარი და ლიგა ვერ მოიგო? მანამდე უდიდესი ჰანდიკაპი გაანიავო და 6: 1 წააგო მეექვსე გოლი ბოლო წამებზე გაუშვა მისცე მეტოქეს საშუალება მარჯვენა ფრდიდან თავისუფლად ჩაწოდების წინა ძელთან მდგომ მეტოქეს დაარტყმევინო თავისუფლად და ამდროს თუ მ ას გაცდებოდა ბურთი კარის ცენტრში და შორეულ ძელთან ასევე უმეთვალყოროდ დარჩენილები მზად იყვნენ საბოლაო ანგარიშის დასაფიქსირებლად აგერ ნახავთ ნაპოლი მოსანატრი გახდება
გიორგი
10 იანვარი 2025 10:59
10
არავითარ შემთხვევაში ხვიჩა.

1) პსჟ არის ადგილი სადაც მესის უსტვინეს იმიტომ რომ თეთრია. ლანძღეს ჩაქოლეს. შენც ხომ იმიტომ გაგდებენ ნაპოლიდან რომ თეთრი ხარ (ნერეშზე უკვე ორგაზმი აქვთ განავალი-ჭამიებს) და მანდ უარესი იქნება თან ქართველი ხარ.

2) თვითონ მესიმ უთხრა მბაპეს რომ თუ გინდა რამე მოიგო პსჟ-დან წადიო, რომ მომგებიანი პროექტის ნაწილი იყოო. ესეიგი პსჟ- არ არის მომგებიანი პროექტი მესის აზრით და ეს გასათვალისწინებელია, დებილი ხელმძღვანელობა ყავს ნამდვილად.

3) პსჟ არასდროს არ ყოფილა გუნდი და არც იქნება. საერთოდ საფრანგეთის ჩემპიონატს ყველა სხვა ჯობია ტოპ ლიგებში მანდ თამაში არაფერს არ მოგცემს.

ჯობია დრო არ დაკარგო და პრემიერ ლიგაში გადახვიდე ეგრევე ლივერპულში გეპატიჟებიან საუკეთესო გუნდია
bidza.
10 იანვარი 2025 06:23
10
ოსიმენიც თეთრი იყო?
გიორგი
10 იანვარი 2025 10:44
0
ფეისბუკში ვნახე კვარას ფანების გვერდზე თურმე ნიცა და დედამისი (ანუ კვარას სიდედრი!!!) მეცხრე ცაზე არიან პარიზში ვიცხოვრებთო !!! აი თურმე რატომ დათანხმდა კვარა პსჟში გადასვლას ! არა რაა ცოლის და სიდედრის (!!!) მონა(პადკაბლუჩნიკი)რომ გახდება კაცი წასულია მისი საქმე ! ეგენი დაღუპავენ კვარას დაიხსომეთ ჩემი სიტყვა ! გავიხსენოთ ბექჰემის ისტორია როცა ვიქტორიამ რატომღაც მადრიდში მოინდომა ცხოვრება და დაიყოლია ქმარი რეალში გადასვლაზე და რით დამთავრდა ის ამბავი ყველამ იცის ! კაცს პრემიერლიგის გრანდები ეპატიჟებოდნენ და ნაპოლიზე უარესი გუნდი აირჩიოს (როგორც გუნდის ასევე ფანების მხრივ) ის ან სულელია ან "პადკაბლუჩნიკია" აგერ ვნახავთ როგორ დაიჩაგრება იქ მესიმ ნეიმარმა და მბაპემ ვერ გაიხარეს და გვახსოვს როგორ ლანძღავდნენ იქაური ფანები და კვარას ერთი თამაში რომ ჩაუვარდება მერე იგემებს პარიზელი ყოყლოჩინების ხასიათს ! იმათ პარიზი მიაჩნიათ ზესახელწიფოს ზექალაქად და და დანარჩენებს კი პიგმეებად და ველურებად თვლიან!
კახელი
10 იანვარი 2025 01:20
34
პსჟ-ს ყველაზე საშინელი გულშემატკივარი ყავს მთელს მსოფლიოში,მესი არ დაინდეს და წარმომიდგენია კვარას თვითეულ ფეხის დაცდენაზე რას უზავენ!!
!
10 იანვარი 2025 01:02
3
სერია ას მოგებაში 90% ოსიმენის და კვარას დამსახურება იყო დაფრინავდნენ... და დღეს არც ოსის აფასებს გულშემატკივარი და არც კვარას.. რაც პრეზიდენტი ის გულშემატკივარი ყოფილა. კვარა გადავიდეს სადმე და ნაპოლის წაგებაზე მეტად ფეხბურთში არაფერი გამახარებს ხოლმე...
რონი
09 იანვარი 2025 23:19
5
აი, გულშემატკივარიც რომ არაა წინააღმდეგი, ეგ უკვე განაჩენივით ჟღერს ნეაპოლისთვის, თორემ ჩვენი ბიჭი არსად დაიკარგება...
დდდ
09 იანვარი 2025 21:22
1
ნუ თითქოს ლიგა1 არც ისე მომხიბლელი ჩემპიონატიაო მარა ნაპოლს პსჟ რომ 10 თავით სჯობს ფაქტია
ტოტტი
09 იანვარი 2025 21:17
14
Gulshematkivrebs undat kiara mistirian ise arundat magis wasvla magram egeni robotebi arian rasac ubrdzanes imas aketeben vai tqvens patrons magi mase martali iyosda wavides am zamtarshi da tqven naxavt tqveni tvalebit chempionta ligaze rogor gaibrcxinebsda okros burts rogor moigebs
Achi
09 იანვარი 2025 21:08
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული