"კვარაცხელია პსჟ-სთან კონტრაქტს ამ უქმეებზე გააფორმებს - დე ლაურენტისი 90 მილიონს მოითხოვს" - იტალიური მედია

AutoSharing Option
როგორც ჩანს, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიდან“ პსჟ-ში გადასვლა მართლაც ახლოვდება. AreaNapoli-ს მტკიცებით, პარიზული კლუბი ჩქარობს, რამეთუ ჩემპიონთა ლიგაზე შეიძლება გათამაშების შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდეს და ქართველთან კონტრაქტის გაფორმებას ამ უქმეებზე იმედოვნებს. ხაზგასმულია, რომ ფეხბურთელი გუნდის გამოცვლაზე თანახმაა.

Sportitalia წერს, რომ „ნაპოლის“ შეეძლო კვარაცხელია ზაფხულში 120 მილიონ ევროდ გაეყიდა და ახლა 80-85 მილიონს აიღებს.

რადიო Marte-ს წამყვანმა ჯანლუკა გიფუნიმ განაცხადა, რომ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ტრანსფერში 90 მილიონს მოითხოვს, კვარაცხელიას გასხვისება აუცილებელია, სხვა წინადადებებს არ უნდა დაელოდონ, რადგან შეიძლება მისი
ფასი დაეცეს, ხვიჩას წასვლის წინააღმდეგი გულშემატკივრები არ არიან და ვინაიდან ამ დღეებში „პარი სენ ჟერმენში“ გადავა, „ვერონასთან“, ალბათ, არ ითამაშებს.

საფეხბურთო მიმომხილველის, ენრიკო ფედელეს აზრით, თუ „პრი სენ ჟერმენი“ ამხელა თანხას ნამდვილად გადაიხდის, დე ლაურენტისი უნდა დათანხმდეს და ტრანსფერი ყოველგვარი ტრანშების, გაცვლების და იჯარის გარეშეა განსახორციელებელი.

„რეპუბლიკას“ მტკიცებით, დე ლაურენტისი „კვარას“ 90 მილიონზე ნაკლებად ვერ შეელევა და თუ პარიზული კლუბი არ დათანხმდა, ტრანსფერი ზაფხულამდე გადაიდება.

altL’Équipe: პსჟ-ს "კვარას" ტრანსფერზე სიფრთხილე მართებს - "მანჩესტერი" დანებებას არ აპირებს

altრომანომ დაადასტურა - კვარაცხელიას ტრანსფერზე პსჟ კვლავ საქმეშია

altკვარაცხელია იანვარში პსჟ-ში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა - Il Roma ექსკლუზიურ და აქამდე უცნობ ინფორმაციას ავრცელებს

მკითხველის კომენტარები / 6 /
ფეისბუკში ვნახე კვარას ფანების გვერდზე თურმე ნიცა და დედამისი (ანუ კვარას სიდედრი!!!) მეცხრე ცაზე არიან პარიზში ვიცხოვრებთო !!! აი თურმე რატომ დათანხმდა კვარა პსჟში გადასვლას ! არა რაა ცოლის და სიდედრის (!!!) მონა(პადკაბლუჩნიკი)რომ გახდება კაცი წასულია მისი საქმე ! ეგენი დაღუპავენ კვარას დაიხსომეთ ჩემი სიტყვა ! გავიხსენოთ ბექჰემის ისტორია როცა ვიქტორიამ რატომღაც მადრიდში მოინდომა ცხოვრება და დაიყოლია ქმარი რეალში გადასვლაზე და რით დამთავრდა ის ამბავი ყველამ იცის ! კაცს პრემიერლიგის გრანდები ეპატიჟებოდნენ და ნაპოლიზე უარესი გუნდი აირჩიოს (როგორც გუნდის ასევე ფანების მხრივ) ის ან სულელია ან "პადკაბლუჩნიკია" აგერ ვნახავთ როგორ დაიჩაგრება იქ მესიმ ნეიმარმა და მბაპემ ვერ გაიხარეს და გვახსოვს როგორ ლანძღავდნენ იქაური ფანები და კვარას ერთი თამაში რომ ჩაუვარდება მერე იგემებს პარიზელი ყოყლოჩინების ხასიათს ! იმათ პარიზი მიაჩნიათ ზესახელწიფოს ზექალაქად და და დანარჩენებს კი პიგმეებად და ველურებად თვლიან!
კახელი
01:20 10-01-2025
10
პსჟ-ს ყველაზე საშინელი გულშემატკივარი ყავს მთელს მსოფლიოში,მესი არ დაინდეს და წარმომიდგენია კვარას თვითეულ ფეხის დაცდენაზე რას უზავენ!!
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული