"საგანგაშოა - კვარაცხელია ამ ორ ადამიანზე ძალიან დამოკიდებულია" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი ხვიჩას შესაძლო ტრანსფერის გამო უკმაყოფილოა

AutoSharing Option
სპორტულმა მენეჯერმა და „ნაპოლის“ ყოფილმა ნახევარმცველმა ჯოვანი (ჯანი) იმპროტამ რადიო Kiss Kiss Napoli-ს ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში შესაძლო გადასვლის გამო უკმაყოფილება გამოთქვა და ქართველის ტრანსფერში „მთავარი დამნაშავეები“ დაასახელა:

„კვარაცხელიას შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციებმა გული დამწყვიტა. ამ ფეხბურთელს ყველა ასპექტში უზომოდ ვაფასებ. ახლა ეს ტრანსფერი აუცილებელი არ არის. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ეს „ნაპოლის“ მიმართ უბრალოდ საგანგაშო მოქმედებაა.

მაცნობეს, რომ ხვიჩა თავისი მამის და აგენტის მსხვერპლია. იმედი მაქვს, „კვარა“ დაასახელებს იმ პიროვნებას, რომელმაც გადაწყვეტილება მიაღებინა, მაგრამ მამის პატივისცემის გამო, ამაზე ჯერ
არაფერი უთქვამს. ის ამ ორ ადამიანზე ძალიან დამოკიდებულია. ერთი მისი მშობელია, მეორეს კი პირადი ინტერესები გააჩნია“.

alt"ლივერპული" კვარაცხელიას სიტუაციას აკვირდება

 

alt"კვარაცხელია პსჟ-სთან კონტრაქტს ამ უქმეებზე გააფორმებს - დე ლაურენტისი 90 მილიონს მოითხოვს" - იტალიური მედია


მკითხველის კომენტარები / 38 /
მოკლედ,რაც გინდა იალაპარაკო, სწორი გზა ხვიჩასთვის ნაპოლის სასწრაფოდ დატოვებაა, ან ულტიმატუმი ლავრენტიას და კონტეს! მაცალეთ თამაში, თქვენ სხვა დანარჩენს მიხედეთ და მინდორზე მე ვიცი რა უნდა გავაკეთო, თუ ამაზე თანახმა იქნებით, ზაფხულამდე არსად წავალ და შედეგსაც განახებთ, თუარა და, ადიოს ამიგოებოო და დროზე დაახვიოს ამ უმდური ქვეყნიდან!
Guriec
13:46 11-01-2025
0
ვაჟა მასწ ის ერთი ვაგონი დაცალე უკვე?
ვაჟა მასწავლებელი -ს
11:04 11-01-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული