ხვიჩა 90 მილიონად თუ ვერ გაიყიდება, დასჯიან და სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს... "ნაპოლი" ხელშეკრულების გაგრძელებას ელოდა, მაგრამ... - რას წერენ ნეაპოლელები

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის ირგვლივ ბევრი საუბარია. Transfermarkt-ზე "კვარა" ახლა ყველაზე ნახვადი ფეხბურთელია. სახელდება პსჟ და აქვეა ინგლისური კლუბებიც. ნეაპოლური ფეისბუქჯგუფი "ნაპოლი" Napoli Sarcasm-ის არასასიამოვნო ინფორმაციას აზიარებს. ხსენებული გვერდი გუნდის შესახებ აქტიურად წერს და სწორად ვარაუდობს შემადგენლობას.

"თუკი კვარაცხელიასთვის მოთხოვნილ 90 მილიონ ევროს ვერცერთი კლუბი ვერ გადაიხდის, გუნდი ქართველს დასჯის და სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს" - წერია ინფორმაციაში.

ოსიმენთან დაკავშირებული მოვლენები თუ მარიო რუის ამბავი, რომელიც განაცხადს მიღმა იყო და ცოტა ხნის წინ გუნდიდან გაუშვეს, ნეაპოლელთა პრეზიდენტ დე ლაურენტისზე კარგს ბევრს
არაფერს გვეუბნება, თუმცა ვერ წარმოგვიდგენია, მსგავსი მოვლენები ჩვენებურის ირგვლივაც განვითარდეს. როგორც ჩანს, ხვიჩას აგენტ მამუკა ჯუღელსა და კლუბს შორის ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები რთულ ეტაპზეა და ორივე მხარე (აგენტი ფეხბურთელისაც) საკუთარ ინტერესებს იცავს.

Collettivo Partonepoe: "ლაციოსთან" სათასო მატჩის შემდეგ "ნაპოლი" ხელშეკრულების გახანგძლივებას ელოდა, მაგრამ კალამი უჯრაში ჩაიკეტა. მიზეზი გაცხადდა - პსჟ საქმეშია."

Sportall.ge ეცდება, ამ ამბებზე მეტი გითხრათ და უახლოეს მომავალში ინტერვიუც შემოგთავაზოთ.

altახლა კვარაცხელიას მატჩზე მეტად ტრანსფერზე იწერება და როცა მას განსაკუთრებით უფრთხი - ბუდუ ბუნდესლიგაში იწყებს!..

alt"საგანგაშოა - კვარაცხელია ამ ორ ადამიანზე ძალიან დამოკიდებულია" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი ხვიჩას შესაძლო ტრანსფერის გამო უკმაყოფილოა

მკითხველის კომენტარები / 33 /
"სხვა სხვის ომში ბრძენიაო"-ტყუილად არ უთქვამს წინაპარს.ყველა ხვიჩას ასწავლის ჭკუას,ზოგი წრფელი გულით და ბევრიც კიდევ სრულიად ატაკეთილმოსურნედ.სულ ტყუილად! ორი-სამი კაცის გარდა არავინ იცის ზუსტად, რა და როგორ ხდება.ამიტომაც,ჩემდათავად ასე ვეტყოდი კვარას:ხვიჩა,ძმაო,როგორც შენი გული და გონი გაგიჭრის,ისე მოიქეცი.ნებისმიერ შემთხვევაში შენს გვერდით გვიგულე.ალალად გისურვებთ ჯანმრთელობას,გამძლეობას და ძველებური სილაღითა და შემართებით,დიდოსტატურად დიდი ფეხბურთის თამაშს,ჩვენს გახარებასა და აღფრთოვანებას.
უფალი გფარავდეს მარადჟამს!!!
ბრაზი
23:28 10-01-2025
0
აგენტი უნდა შეიცვალო ფაქტია
Giorgi
22:44 10-01-2025
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული