ხვიჩა 90 მილიონად თუ ვერ გაიყიდება, დასჯიან და სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს... "ნაპოლი" ხელშეკრულების გაგრძელებას ელოდა, მაგრამ... - რას წერენ ნეაპოლელები

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის ირგვლივ ბევრი საუბარია. Transfermarkt-ზე "კვარა" ახლა ყველაზე ნახვადი ფეხბურთელია. სახელდება პსჟ და აქვეა ინგლისური კლუბებიც. ნეაპოლური ფეისბუქჯგუფი "ნაპოლი" Napoli Sarcasm-ის არასასიამოვნო ინფორმაციას აზიარებს. ხსენებული გვერდი გუნდის შესახებ აქტიურად წერს და სწორად ვარაუდობს შემადგენლობას.

"თუკი კვარაცხელიასთვის მოთხოვნილ 90 მილიონ ევროს ვერცერთი კლუბი ვერ გადაიხდის, გუნდი ქართველს დასჯის და სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს" - წერია ინფორმაციაში.

ოსიმენთან დაკავშირებული მოვლენები თუ მარიო რუის ამბავი, რომელიც განაცხადს მიღმა იყო და ცოტა ხნის წინ გუნდიდან გაუშვეს, ნეაპოლელთა პრეზიდენტ დე ლაურენტისზე კარგს ბევრს
არაფერს გვეუბნება, თუმცა ვერ წარმოგვიდგენია, მსგავსი მოვლენები ჩვენებურის ირგვლივაც განვითარდეს. როგორც ჩანს, ხვიჩას აგენტ მამუკა ჯუღელსა და კლუბს შორის ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები რთულ ეტაპზეა და ორივე მხარე (აგენტი ფეხბურთელისაც) საკუთარ ინტერესებს იცავს.

Collettivo Partonepoe: "ლაციოსთან" სათასო მატჩის შემდეგ "ნაპოლი" ხელშეკრულების გახანგძლივებას ელოდა, მაგრამ კალამი უჯრაში ჩაიკეტა. მიზეზი გაცხადდა - პსჟ საქმეშია."

Sportall.ge ეცდება, ამ ამბებზე მეტი გითხრათ და უახლოეს მომავალში ინტერვიუც შემოგთავაზოთ.

altახლა კვარაცხელიას მატჩზე მეტად ტრანსფერზე იწერება და როცა მას განსაკუთრებით უფრთხი - ბუდუ ბუნდესლიგაში იწყებს!..

alt"საგანგაშოა - კვარაცხელია ამ ორ ადამიანზე ძალიან დამოკიდებულია" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი ხვიჩას შესაძლო ტრანსფერის გამო უკმაყოფილოა

მკითხველის კომენტარები / 42 /
ატალანტასთან ვნახავთ ლაურას ,,ხტუნაობას,,
სვანსკი
13 იანვარი 2025 11:37
0
თავიდან 100 მილიონი დააფასონ და მყიდველი რო ეტყვის ცოტა დამიკელიო ჯერ 5 მილიონი დაუკლონ და მერე კიდე 5 მილიონი.თან დააყოლონ 90 მილიონს კაპიკი არ დააკლდებაო.ვაჭრობას ცოდნა უნდა მააშ.
ხახა
10 იანვარი 2025 23:48
6
რანაირი ლოგიკაა,ვინც ვერ გაყიდის ის დასაჯონ ხვიჩა რა შუაშია.ე.ი.მიკიტანი ჯუღელი დასაჯონ.მაგარი პური მჭამელი ბიჭი ჩანს და ქეიფი აუკრძალონ.
რას არ გაიგებ
10 იანვარი 2025 23:37
2
"სხვა სხვის ომში ბრძენიაო"-ტყუილად არ უთქვამს წინაპარს.ყველა ხვიჩას ასწავლის ჭკუას,ზოგი წრფელი გულით და ბევრიც კიდევ სრულიად ატაკეთილმოსურნედ.სულ ტყუილად! ორი-სამი კაცის გარდა არავინ იცის ზუსტად, რა და როგორ ხდება.ამიტომაც,ჩემდათავად ასე ვეტყოდი კვარას:ხვიჩა,ძმაო,როგორც შენი გული და გონი გაგიჭრის,ისე მოიქეცი.ნებისმიერ შემთხვევაში შენს გვერდით გვიგულე.ალალად გისურვებთ ჯანმრთელობას,გამძლეობას და ძველებური სილაღითა და შემართებით,დიდოსტატურად დიდი ფეხბურთის თამაშს,ჩვენს გახარებასა და აღფრთოვანებას.
უფალი გფარავდეს მარადჟამს!!!
ბრაზი
10 იანვარი 2025 23:28
0
აგენტი უნდა შეიცვალო ფაქტია
Giorgi
10 იანვარი 2025 22:44
1
არავინ არავის დასჯის,სპეკულაციებია ეს ამბავი და მორიგი ჭორიკნობა. შეთავაზებებს განიხილავენ,რაც კლუბს აწყობს ისე იქნება. ეგრე არ არის,არ ახანგძლივებს და მორჩა ამბავი.მართლა არაფერი იცით და წარმოდგენა არ გაქვთ რა ხდება? ლაურენტისს აქვს სამართავად მთლიანი კლუბი,თავისი ხელფასებით,სავარჯიშო მოედნით და ცხელი წყლითაც კი,ხოდა თქვენ გგონიათ რო მარტო ხვიჩას სიამოვნებებზე ფიქრობს ან ქართველების. მართლა ასე მიამიტები ხართ? თუ ნაპოლის სჭირდება მისი გაყიდვა,გაიყიდება კიდეც და თუ სურს შენარჩუნება,ასეც მოიქცევა. არ გაახანგძლივებს და გამოსასყიდი მუხლი აქვთ ხელშეკრულებაში? მე მგონი არ აქვთ,მიდი და გამოისყიდოს რომელიმე კლუბმა.რასაც ნაპოლი იტყვის ეგრე იქნება და ხვიჩას აზრი აქ საინტერესო არ იქნება მათთვის. მაგალითი გვაქვს აგერ,კოუტინიოს უნდოდა ბარსაში გადასვლა ზაფხულში,ლივერპულს მისი გაშვება არ სურდა და თუ ბარსას უნდოდა მისი ყიდვა დიდი ფული უნდა გადაეხადა,ხოდა არ მოხდა ეს ტრანსფერი ზაფხულში. ლივერპულმა არ დასაჯა კოუტინიო,მარა თვითონ ფეხბურთელი ჭირვეულობდა და არ თამაშობდა ზოგიერთ თამაშში. მერე იცით რა მოხდა? ბარსამ 160 მილიონი გადაიხადა ბონუსებით და ზამთარში წავიდა გუნდიდან. ახლა კითხვა,ვინ დაზარალდა ამით,კოუტინიო თუ ლივერპული? სად არის ეხლა კოუტინიო? არ შეიძლება კლუბის ტერორში ჩაგდება,ეს არ არის ფეხბურთი. თუ გინდა ხვიჩა იყოს და გინდ ჩემი ძმა.გულშემატკივარს ლივერპული უყვარს და არა კოუტინიო,როგორც ნაპოლი თავის ფანობას და არა ხვიჩა. ითამაშებს იქ და დაუჭერენ მხარს,წავა და ფეხებზე დაიკიდებენ. ხვიჩა არ იქცევა კარგად,დათანხმდეს დაბალ ანაზღაურებას და დაბალი გამოსასყიდით. ან ესეთი რამე ქნას,რაც მისი ჯამური ხელფასი იქნება კონტრაქტით,ის იყოს გამოსასყიდი. მაგ.თუ გადაუხდის 5 მილიონს წლიურს და კონტრაქტი იქნება 5 წლიანი,ხოლო ხვიჩა წავა ზაფხულში,მაშინ 22.5 მილიონი გადაუხდიან ლაურენტისს. რაღაც ამის მსგავსი უნდა იყოს,მე ვასწავლო მამუკას?! მოქნილობა არის საჭირო და მეტი ფიქრი ფეხბურთზე. აქ რო გამოდგებით ზოგი და ბოდიალობთ რაღაცეებს,პირადი ინტერესზე მაღლა დგას ყოველთვის კლუბი,თუმცა თქვენ ამას ვერ გაიგებთ. რატომ? ახლავე მოგახსენებთ,ქვეყანას უყურებთ პირადი გამორჩენის გამო,როგორც მეწველ ძროხას და თქვენთვის გაუგებარია გუნდური,კოლექტიური აზროვნება. როცა ერთ ნავში ზიხართ,ერთად უნდა იმოქმედოთ და ერთად მოუსვათ. ხვიჩა თუ გოლებს იტანს,მერეტი სეივებს აკეთებს და ლობოტკა ცოფიანი ძაღლივით დასდევს მეტოქეს,ყველა თავის საქმეს აკეთებს. ხელფასი თუ განსხვავებულია ე.ი. იმათ უკეთესი აგენტი ყავთ და ხვიჩას არა,რა არის ამაში გაუგებარი? აგერ მორატა აიღეთ,რა ფეხბურთელი ეგ არის,მარა გრანდებში თამაშობს სულ. ჩამოთვალეთ საუკეთესო თავდასხმელები და მერამდენე ადგილას გაიყვანთ მორატა? მე საერთოდ არ გამახსენდება,იმიტო რო არაფერი თავდასხმელია,თუმცა მაღალ ხელფასზე ზის გრანდებში,რეალიდან დაწყებული მილანით დამთავრებული. საქმე უნდა იცოდე და კონტაქტები უნდა გქონდეს აგენტს,მამუკას არ აქვს და ვერც აგვარებს.ხვიჩას რო მაგარ კონტრაქტს ვერ გაუჩარხავ ან მაგარ კლუბს ვერ შეუგულიანებ,მაშინ სერიოზული დებილი ხარ. გრავენსენი თამაშობდა გალაქტიკოში და ხვიჩა ნაპოლის ვერ ტოვებს,ეს ახალი ანეგდოტია მეგრელებზე.ამიტომ ჯობია დაოკდეთ და ფეხბურთით ისიამოვნოთ. თუ ხვიჩა სიზმარშიც მაღალ ხელფასს ხედავს ე.ი. ფეხბურთი დაუკიდებია. მილიონს იღებს და ბონუსებს,რეკლამირების თანხა და არ მოკვდება სიღატაკეში. ხალხი იტალიაში გიჟ მოხუცს უვლის,კვარას მეათედს ვერ გამოიმუშავებს და არ კვდება მშიერი,ხოდა არც ხვიჩა მოკვდება მშიერი. ფეხბურთი უნდა ითამაშოს და ისიამოვნოს ამ სპორტით,მერე ყველაფერი მოვა თავისით. კლოზეს მართალი უთქვამს,თანამედროვე ფეხბურთში ფული და კარგი იმიჯის ქონაა მნიშვნელოვანი,ხოდა გავკარი ასეთ ფეხბურთს. ბიზნესმენი ხარ ბლიად,ფეხბურთელი ხარ და ითამაშე ფეხბურთი. თან მორწმუნე ბიჭიაო და სიხარბე შვიდ მომაკვდინებელ ცოდვაში შედის,ამოყორვა არ მოსულა,მხოლოდ საკმარისია საჭირო გადარჩენისთვის. მორწმუნეობა სანთლის ანთება და მამაოსთვის აიფონის ჩუქება არ არის,ეს არის მოთმინება,განსაცდელის გაძლება და ხორციელის დამარცხება სულიერი სურვილებით. ტყუილად ნუ გამომიხტებით,მეც ცოდვილი ვარ,თუმცა მე არ ვამბობ რო ღვთის მოშიში ვარ ან ეკლესიიური.თავის დროზე მეც მომეკითხება,თუმცა ნაკლებად. მე არ ვიტყუები,რაც არ ვარ იმ იმიჯს არ ვიქმნი და არ ვამბობ,მე მორწმუნე და ღვთის მოშიში ადამიანი ვარ. მოდით კითხვა დავსვათ,ქრისტე იგივე ნაირად მოიქცეოდა? იმდენი უნდა გამოიმუშავო რო იარსებო,ასე მოიქცეოდა ქრისტე და ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანიც.იმას რო თავი დავანებოთ რო ბიზნესმენებს ანუ ვაჭრებს ყველაზე მეტად მტრობდა ქრისტე და დღეს ყველაზე მეტი "მორწმუნე" ბიზნესმენია მსოფლიოში და საქართველოში.თუ მორწმუნე ხარ ე.ი. ვერ იქნები ბიზნესმენი,არ შეიძლება ეგრე. ფულის დაგროვება და შპალერად გამოყენება არ არის ქრისტეს მოძღვრება.ამას წესით მამაო უნდა ქადაგებდეს ეკლესიაში,მარა რად გინდა,თვითონაც ბიზნესმენია. მე არ ვარ ქრისტიანობის მტერი,არც ხვიჩას მტერი ვარ.უბრალოდ,თვალთმაქცობა არ მომწონს. არ შეიძლება რო მე არაკლესიურმა და როგორც ხშირად მიწოდებენ,ურწმუნომ უფრო მეტი ვიცოდე ქრისტეს მოძღვრებაზე,ვიდრე ბევრმა ე.წ. მორწმუნემ,ქერო მუხლის ჩოქებით დადიან ეკლესიის გარშემო,გაჭირებულს აიგნორებენ და ფულს კედელში ინახავენ.
იასონას უდარი
10 იანვარი 2025 21:32
9
პარლამენტარებისთვის და მთავრობისთვის ხელფასების გაზრდა კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის (რამეს რომ წყვეტდეს ჩემი პოზიცია), მაგრამ ეს დემაგოგი ხალხი რომ სპეკულირებთ, პენსიონერებს რატომ არ მოუმატეს 30 ლარზე მეტიო. . .
საქართველოში 840 000 პენსიონერია. 30 ლარის მომატება, წლიურად დამატებით 300 000 000 (სამასი მილიონი) ლარის მობილიზებას საჭიროებს. ისე იოლად ისვრი სიტყვებს, ცოტაა 30 ლარიო, როგორც სააკაშვილი აბოლებდა ხალხს. კი ვიცი, რომ ნაცი ხარ.
ხაზარაძე საერთოდ 1000 ლარიანი პენსიით დემაგოგობდა არჩევნებზე. ანუ, წელიწადში 10 080 000 000 (ათი მილიარდ ოთხმოცი მილიონი) ლარი უნდა გამოიყოს ბიუჯეტიდან პენსიებზეო.
ითვლით შენ და ხაზარაძე რა რიცხვებზე ადის ბიუჯეტი? თუ მხოლოდ იმაზე გყოფნის მათემატიკის ცოდნა, რომ 1967 წელს ხარ დაბადებული და 58 წლის გახდები წელს?
დავით 67-ს
10 იანვარი 2025 19:40
17
მათემატიკა კი გცოდნია და ერთი ისიც გამოითვალე, დეპუტატის ხელფასი, საშუალო ხელფასს რამდენჯერ აღემატება. მერე დაგუგლე და დასავლეთის ქვეყნების იმავე მაჩვენებელს შეადარე. დასკვნები ისე გამოიტანე. ის არ გიქმნის ეტყობა დისკომფორტს, ერთი დეპუტატის ხელფასი 40 პენსიონრის პენსიას რომ უდრის.
ციციკორე
11 იანვარი 2025 11:59
1
დავით 67-ს-ს!ჰო აბა რა მთელი დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპა ნაცია ორბან ფიცოს გარდა. ბაიდენიც ნაცია, ეხლა 20 იანვარსაც განაცდება ერთი. ნოდარ დუმბაძის არ იყოს მე ბებია ილიკო და ილარიონიდან ეპილოგი . მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით შვილებით შვილიშვილებით და ა.შ მთელი ქვეყნები ნაცები იქნებიან თავის ხალხებითა მთავრობებით. ვაი შენ უბედურო, რა გეშველება?!
დავით 67
11 იანვარი 2025 05:49
5
ყველა გამოხმაურება
აი მართლა თუ დასაჯეს და სეზონის ბოლომდე აღარ ათამაშეს მერე უკვე აღარც კვარამ უნდა მოისურვოს სხვა გუნდში გადასვლა, დაელოდოს კონტრაქტის დასრულებას გახდეს თავისუფალი აგენტი და იმ დანაკლისს რაც მაგ ნაბოზარმა ნეაპოლურმა კლუბმა მიაყენა ერთიანად ამოიღებს იმ ბონუსით რასაც გადაუხდიან იმ კლუბის მეპატრონეები რომელ კლუბსაც კვარა აირჩევს და ნაპოლი დარჩება ნულზე ხოლო ის მილიონები რაც ნაპოლისთვის უნდა გადაეხადათ მაგის ნახევარიც რო მიცენ ბონუსათ კვარას იმაზე მეტი იქნება რასაც ესენი სთავაზობენ,,არ მოტყნეს ამ დაუნახავმა ხალხმა ტვინი, ერთმა კაცმა არ ამოიღო ხმა რო სირცხვილია რა ხელფასსაც უხდითო ეთქვა,,ჩვენი ნაკრებისთვის კვარა მაინც შეუფასებელი იქნება სულ რო უგუნდოდ იყოს და გაძლოს ის ერთი წელიც და წამოვიდეს თავისუფალ აგენტათ ნაპოლიდან და თავად აირჩიოს მომავალი კლუბი, ხელფასი და ბონუსიც რომელ ბობუსსაც ყველა კლუბი შესთავაზებს თუ თავისუფალი აგენტი გახდება
gel-100
10 იანვარი 2025 19:09
1
ისე ძაან უტაქტო რეგვენია ლაურენტისი, ზელინსკის რა უქნა. ახალი ხელშეკრულება შესთავაზა უფრო დაბალი ხელფასით, რაზეც უარი მიიღო. პეტრე ახლა ინტერში თამაშობს და ხელფასი 8 მლნ ევრო აქ, ანუ სამჯერ მეტი ვიდრე ნაპოლი სთავაზობდა
რობი
10 იანვარი 2025 18:18
2
გრამატიკა კი გაგიგია მაგრამ რად გინდა, პრეზიდენტი ალბათ ისევ მიშა გგონია...
თბილისელო
10 იანვარი 2025 21:15
2
აქ-აქვს ( ალბათ).ფეხბურთის ყურებას ,სჯობს ცოტა გრამატიკას მიხედოთ.თორემ ყველა უტვინო და უნამუსო ფეხბურთელს მერე თავი მართლაც პრეზიდენტი ჰგონია.
თბილისელი
10 იანვარი 2025 19:26
13
ხვიჩას დასჯაზე უკეთეს გამოსავალს რომ ვერ მოიფიქრებს, თავად იმ გუნდს უნდა აუკრძალო ფეხბურთის თამაში, მაგრამ სად ევროპა და სად სამართალი?!... თუ ვინმეს ჰგონია, რომ ტოპ 5-ის სხვა ბობოლა გუნდებს ლაურაზე ნაკლები წურბელები სწოვენ სისხლს, ძალიან ცდება, - ფეხბურთი, რახანია, ბიზნესად გადაიქცა და ბიზნესის უპირველესი მიზანი მაქსიმალური სარგებელია, სხვა დანარჩენი კი, ის რისთვისაც ჩვენ ფეხბურთი გვიყვარს - უბრალოდ ბელეტრისტიკა...
ვოოტ
10 იანვარი 2025 15:57
7
ვოოტ კარგი პასუხები გაგცეს, მე მხოლოდ ერთს დავამატებ ,,რუსკიი ვაენნიი კარაბლ იდი ნა .... ტრი ვესიოლიე ბუკვი!"
ქორ-პარიკმახერი
10 იანვარი 2025 19:51
10
რას იზამ, მხოლოდ რუსული ფეხბურთი არის დაფუძნებული პატიოსნებასა და წესიერებაზე.საერთოდ მთელი რუსეთიც ამ წესიერების,ვაჟკაცობის,პატრიოტიზმისა და განათლების განსახიერებაა.
ჩვენ რა ვქნათ,ჩვენ?
თბილისელი
10 იანვარი 2025 19:29
9
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული