ხვიჩა 90 მილიონად თუ ვერ გაიყიდება, დასჯიან და სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს... "ნაპოლი" ხელშეკრულების გაგრძელებას ელოდა, მაგრამ... - რას წერენ ნეაპოლელები

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის ირგვლივ ბევრი საუბარია. Transfermarkt-ზე "კვარა" ახლა ყველაზე ნახვადი ფეხბურთელია. სახელდება პსჟ და აქვეა ინგლისური კლუბებიც. ნეაპოლური ფეისბუქჯგუფი "ნაპოლი" Napoli Sarcasm-ის არასასიამოვნო ინფორმაციას აზიარებს. ხსენებული გვერდი გუნდის შესახებ აქტიურად წერს და სწორად ვარაუდობს შემადგენლობას.

"თუკი კვარაცხელიასთვის მოთხოვნილ 90 მილიონ ევროს ვერცერთი კლუბი ვერ გადაიხდის, გუნდი ქართველს დასჯის და სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს" - წერია ინფორმაციაში.

ოსიმენთან დაკავშირებული მოვლენები თუ მარიო რუის ამბავი, რომელიც განაცხადს მიღმა იყო და ცოტა ხნის წინ გუნდიდან გაუშვეს, ნეაპოლელთა პრეზიდენტ დე ლაურენტისზე კარგს ბევრს
არაფერს გვეუბნება, თუმცა ვერ წარმოგვიდგენია, მსგავსი მოვლენები ჩვენებურის ირგვლივაც განვითარდეს. როგორც ჩანს, ხვიჩას აგენტ მამუკა ჯუღელსა და კლუბს შორის ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები რთულ ეტაპზეა და ორივე მხარე (აგენტი ფეხბურთელისაც) საკუთარ ინტერესებს იცავს.

Collettivo Partonepoe: "ლაციოსთან" სათასო მატჩის შემდეგ "ნაპოლი" ხელშეკრულების გახანგძლივებას ელოდა, მაგრამ კალამი უჯრაში ჩაიკეტა. მიზეზი გაცხადდა - პსჟ საქმეშია."

Sportall.ge ეცდება, ამ ამბებზე მეტი გითხრათ და უახლოეს მომავალში ინტერვიუც შემოგთავაზოთ.

altახლა კვარაცხელიას მატჩზე მეტად ტრანსფერზე იწერება და როცა მას განსაკუთრებით უფრთხი - ბუდუ ბუნდესლიგაში იწყებს!..

alt"საგანგაშოა - კვარაცხელია ამ ორ ადამიანზე ძალიან დამოკიდებულია" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი ხვიჩას შესაძლო ტრანსფერის გამო უკმაყოფილოა

მკითხველის კომენტარები / 13 /
ხვიჩას დასჯაზე უკეთეს გამოსავალს რომ ვერ მოიფიქრებს, თავად იმ გუნდს უნდა აუკრძალო ფეხბურთის თამაში, მაგრამ სად ევროპა და სად სამართალი?!... თუ ვინმეს ჰგონია, რომ ტოპ 5-ის სხვა ბობოლა გუნდებს ლაურაზე ნაკლები წურბელები სწოვენ სისხლს, ძალიან ცდება, - ფეხბურთი, რახანია, ბიზნესად გადაიქცა და ბიზნესის უპირველესი მიზანი მაქსიმალური სარგებელია, სხვა დანარჩენი კი, ის რისთვისაც ჩვენ ფეხბურთი გვიყვარს - უბრალოდ ბელეტრისტიკა...
ვოოტ
15:57 10-01-2025
0
ხვიჩას თუ სკამზე დასვამენ მაშინ ნაპოლის ძალიან ცუდად წავა და ხვიჩას იქით შეეხვერწებიან მოედანზე დაბრუნებას. ვნახოთ მერე ვაჭრაკუნა დელაურენტისი როგორ ხასიათზე იქნება.
ავთანდილი
15:30 10-01-2025
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული