კვარაცხელიას ტრანსფერზე მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია - დეტალები ცნობილია

AutoSharing Option
უცხოური მედია ფართოდ განიხილავს ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიდან“ პსჟ-ში შესაძლო გადასვლას.

კვარაცხელია კუნთის გადაღლილობის გამო თერაპიის კურსს გადის, ინდივიდუალურად ივარჯიშა და ალბათ, „ვერონასთან“ არ ითამაშებს. როგორც ჩანს, ამის დიდი სურვილი არც აქვს, რადგან ნეაპოლურმა კლუბმა მისდამი უპატივცემულობა გამოიჩინა და იქ უჯობს გადასვლა, სადაც მეტად დააფასებენ.

Sportitalia-ს სატრანსფერო ექსპერტის, ალფრედო პედულას აზრით, ხვიჩამ არჩევანი მას შემდეგ გააკეთა, რაც კონტრაქტის მიხედვით პირობები არ გაუუმჯობესეს. „კორიერე დელო სერას“ ჟურნალისტი მონიკა სკოცაფავა წერს, რომ ზაფხულში მწვრთნელს, ანტონიო კონტეს ქართველის გაშვება არ უნდოდა, ახლა კი გასხვისებაზე
იმ პირობით დათანხმდა, თუ კლუბის ხელმძღვანელობა შემადგენლობას გააძლიერებს.

ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ ხვიჩას სეზონური გასამრჯელო 1.6 მილიონი ევროა (რასაც ხელზე იღებს), „პარი სენ ჟერმენი“ ოთხჯერ მეტს სთავაზობს, თავად ფეხბურთელი პარიზელთა პროექტით მოხიბლულია და კლუბებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს - მოკლედ, ვაჭრობენ.

RMC Sport-ის ცნობით, პსჟ-ს ტრანსფერში გადასახდელი 80 მილიონი არ აქვს (?!), ქართველის იჯარით აყვანა შემდგომი გამოსყიდვის უფლებით უნდა, ან „ნაპოლის“ 45 მილიონს და მილან შკრინიარს შესთავაზებს, აგრეთვე გასათვალისწინებელია „კვარათი“ ინგლისური კლუბების დაინტერესების ფაქტორი. „ეკიპის“ მტკიცებით, არ არის გამორიცხული, „კვარას“ შეძენის სურვილი „მანჩესტერმა“, ჩელსიმ“ და „ნიუკასლმა“ გამოთქვან.

„რეპუბლიკა“ აღნიშნავს, რომ პსჟ-მა თუ ახლავე არ გადაიხადა 90 მილიონი, ტრანსფერი ზაფხულამდე გადაიდება.

altხვიჩა 90 მილიონად თუ ვერ გაიყიდება, დასჯიან და სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს... "ნაპოლი" ხელშეკრულების გაგრძელებას ელოდა, მაგრამ... - რას წერენ ნეაპოლელები

alt"პსჟ-ში რატომ უნდა გადავიდეს?" - "ზენიტის" ყოფილმა ფეხბურთელმა "კვარას" "პარტენოპეიში" დარჩენა ურჩია

altახლა კვარაცხელიას მატჩზე მეტად ტრანსფერზე იწერება და როცა მას განსაკუთრებით უფრთხი - ბუდუ ბუნდესლიგაში იწყებს!..

მკითხველის კომენტარები / 8 /
ჯერ პსჟ, შემდეგ რეალი.
რეალისტი
11 იანვარი 2025 12:01
0
პსჟ ხუმრობა არაა მაგრამ საფრანგეთის ლიგა ვერ არის საკმარისად მდიდარი და თამაშებიც არ შუქდება შესაბამისად. მე პირადად პრემიერ ლიგის რომელიმე გრანდს ვუსურვებდი მაგრამ ფაქტია რომ ყველაზე დიდ დაინტერესებას პსჟ გამოთქვამს და კვარაც არ ჩანს წინააღმდეგი. ვნახოთ, სადაც არ უნდა იყოს წარმატებები და საქართველოს სახელის წარმოჩინება !
გუჯი
11 იანვარი 2025 01:13
0
ტალანტებს და ვარსკვლავებს(უზბეკ ფეხბურთელს მაგალითად)ყიდულობს მან სიტი...ფაფხურებს პსჟ
სექტა სახელწოდებით ,,კვარადონა"
10 იანვარი 2025 22:42
36
არ გინდა შენც მასე მოხდენილად ფაფხურობდე, როგორც ეს ახალგაზრდა ბიჭი?!
შემოსავალიც სოლიდური გექნებოდა და თავსაც მეტად დამაჯერებლად იგრძნობდი!
წარმატებები კვარას და საქართველოს ნაკრებს!!!
G.A.L.
11 იანვარი 2025 09:33
0
პსჟ არაფერი გუნდი არაა საფრანგეთს გარეთ, არც ისტორია აქვს. სად იუვე, მილან და ინტერს რომ ეთამაშები (ლაციო, რომა და სხვებს აღარ ჩამოვთვლი) და სად რენს და ოსერს… წარმატებები! თავისი საქმისა უკეთ იცის.
დათო
10 იანვარი 2025 22:08
4
კვარამდეც ბევრს მოექცა ნაპოლი არასწორად და მისი იქ ყოფნის პერიოდშიც. ბევრი მაგალითი აქვს სახეზე. უმადური გულშემატკივარიც ცეცხლზე ნავთს ასხამს. ერთი კარგი, ლამაზი ისტორია იყო და იმედია მალე მორჩება. კვარას ნიჭი და პოტენციალი არცერთ გუნდში არ დაიკარგება. ნაპოლს კიდე ვუსურვებ მინიმუმ 30 წელი არ მოეგოს არაფერი. ჯერ რა ხელფასზე ათამაშებენ სასაცილოა, ამათი უმადური დედა ვატირე
იბრუხ მართალი
10 იანვარი 2025 20:45
8
"ოთხმოცი კაპიკი და კიდო მანეეთი"
იბრუხ მართალი
10 იანვარი 2025 23:18
6
შენ რამდენი გაქ ხელფასი შე საცოდაო
იბრუხა ცრუს
10 იანვარი 2025 22:40
23

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული