მიქაუტაძემ მოთხოვნით "გალათასარაი" გააოცა - პრეზიდენტი პირადად აპირებს გიორგის სტამბოლში ჩაყვანას

AutoSharing Option
თურქული მედიის მტკიცებით, "გალათასარაის" მწვრთნელს, ოკან ბურუკს ძალიან მოსწონს "ლიონის" თავდამსხმელის გიორგი მიქაუტაძის თამაში და კლუბის პრეზიდენტს, დურსუნ ოზბეკს სთხოვა, რადაც არ უნდა დაუჯდეს, ქართველი შეიძინოს.

Bursa Gündem Haber-ის ცნობით, ოზბეკმა "ლიონს" მიქაუტაძეში სტამბოლური კლუბისთვის სარეკორდო და ასტრონომიული თანხა, 22 მილიონი ევრო შესთავაზა და სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ოზბეკი მზადაა თავად გაემგზავროს საკუთარი თვითმფრინავით საფრანგეთში გიორგის ჩასაყვანად.

"ოლიმპიკი" მზადაა ფორვარდს შეელიოს, მაგრამ ახლა პრობლემა ფეხბურთელის წლიური გასამრჯელო გახდა, რომელიც 5 მილიონს ითხოვს (ლიონში 2 მილიონს იღებს) და თუ შეთანხმება ვერ
შედგა, "გალათასარაი" ამინ გუირის (რენი) შეიძენს.

თუმცა, ოზბეკი დანებებას არ აპირებს, ბოლო წინადადებით მიმართავს მიქაუტაძეს და კომპრომისის მიღწევას შეეცდება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
Imena xvica da gaoca gamaxsenda jorj mameluqciii xar ra warmatebebi kvelgan(.
Beqa
00:10 11-01-2025
0
10 მაინც უნდა მოეთხოვა, ღირს კიდეც. ლუკაკუს უხდიან 6, მაგას მაინც აღარ ჯობია? ორ მაგდენს გაიტანდა ნაპოლიში. თუ მართლა წაიყვანეს ამ უტვინო თურქულ გუნდებს მინიმუმ 20 ბურთს შეუგდებს მეორე წრეში.
5 ცოტაა
23:57 10-01-2025
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული