რატომ გაემგზავრა "კვარა" რომში? - "ნაპოლის" და პსჟ-ის მოლაპარაკებები მძიმედ მიმდინარეობს

AutoSharing Option
AreaNapoli იტყობინება, რომ ხვიჩა კვარაცხელია მეუღლესთან, ნიცასთან ერთად ნეაპოლში მატარებლით ადგილობრივი დროით 19:56 საათზე დაბრუნდა.

კვარაცხელიას სათვალეები ეკეთა, უხასიათოდ იყო, ცდილობდა ყურადღება არ მიექცია, მაგრამ ტაქსის მძღოლმა, „ნაპოლის“ დიდმა ფანმა მარკო პასკუალემ და ერთმა ახალგაზრდამ შეამჩნიეს და მასთან სურათის გადაღება სთხოვეს, რაზეც თავაზიანად დათანხმდა (იხ. ფოტო). აღნიშნულია, რომ ხვიჩა ჩქარობდა, აღელვებული იყო, სწრაფად დატოვა სადგური და მინივენით, რომელიც ელოდა, სახლში წავიდა.

გამოცემა წერს, რომ „კვარა“ სავარაუდოდ რომში იყო, სადაც თავისი ტრანსფერის შესახებ შეხვედრები გამართა, შესაძლოა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოგზაურობა გახლდათ,
რომელიც მის მომავალს განსაზღვრავს და პსჟ-ის წარმომადგენლებს სპეციალურად ნეაპოლიდან შორს შეხვდა.

ფრანგული Footmercato იტყობინება, რომ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კვარაცხელიას სანაცვლოდ 80-90 მილიონ ევროს ითხოვს, პსჟ კი ახლავე მხოლოდ 45 მილიონის გადახდაზეა თანახმა, რაც დონ აურელიოს არ აწყობს, რამეთუ მაქსიმალური მოგების მიღებას ცდილობს. „პარი სენ ჟერმენმა“ ორი ვარიანტი შესთავაზა: 45 მილიონი + რანდალ კოლო მუანი და 60 მილიონი + მილან შკრინიარი. ხაზგასმულია, რომ ეს წინადადებები „ნაპოლისთვის“ მიუღებელია, მოლაპარაკებები რთულად მიმდინარეობს და უცნობია, მოხერხებენ თუ არა მხარეები შეთანხმებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე.

altკვარაცხელიას ტრანსფერზე მოლაპარკებები აქტიურ ფაზაშია - დეტალები ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 10 /
და კიდევ ერთი. შეეშვით ლაურენტისის გინებას, კაცმა თავისი საკუთარი ფულით ჭ ლიგიდან გამოიყვანა ნაპოლი,სტუდენტობის მოიგო,გარისკა და ერთადერთი იყო ვინც შეიძინა "რუბინის ვარსკვლავი".თუ ასე ადვილად მიგაჩნიათ კლუბის პრეზიდენტობა და ფულის გაფანტა,ა ბატონო, გაქვთ დინამო თბილისი,შეაძენინეთ ბიძინას და ხარჯის უაზროდ მანდ ფული ( და არა მდინარაძე- კობახიძეზე),ვნახოთ რას გააკეთებს.
თბილისელი
15:38 11-01-2025
13
პსჟ-ში გადასვლა ნიშნავს იგივე საუდის არაბეთის გუნდში გადასვლას,ოღონდ მნიშვნელოვნად ნაკლები გასამრჯელოთი.გუნდს სეზონში მხოლოდ 2-3 თამაშის ჩვენება სჭირდება საფრანგეთის ჩემპიონობისათვის და 5-6 ( ისიც ძირითადად წარუმატებელი) თამაშის ჩემპიონთა ლიგაში. კლუბს არ გააჩნია არავითარი ამბიციები გარდა ფულის კეთების.მესმის რომ ამ საიტზე ბევრი შინაგანად ოცნებობს რომ კვარაცხელია რუბინსა თუ ტერეკში თამაშობდეს ( ადრე იძახდნენ "სასწაულებრივ ფულს უხდიანო"),მაგრამ ჩემი ღრმა აზრით ყველას აჯობებდა ინგლისი ( ესპანეთში ვეღარ მოხვდება, რადგან რეალს და ბარსელონას მაგ ადგილას არანაკლები დონის ფეხბურთელები ჰყავთ).საფრანგეთის ჩემპიონატი არის გადასარევი მიქსუტაძისათვის,მაგრამ ხვიჩა ცოდუა მანდ.
თბილისელი
15:33 11-01-2025
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული