რატომ გაემგზავრა "კვარა" რომში? - "ნაპოლის" და პსჟ-ის მოლაპარაკებები მძიმედ მიმდინარეობს

AutoSharing Option
AreaNapoli იტყობინება, რომ ხვიჩა კვარაცხელია მეუღლესთან, ნიცასთან ერთად ნეაპოლში მატარებლით ადგილობრივი დროით 19:56 საათზე დაბრუნდა.

კვარაცხელიას სათვალეები ეკეთა, უხასიათოდ იყო, ცდილობდა ყურადღება არ მიექცია, მაგრამ ტაქსის მძღოლმა, „ნაპოლის“ დიდმა ფანმა მარკო პასკუალემ და ერთმა ახალგაზრდამ შეამჩნიეს და მასთან სურათის გადაღება სთხოვეს, რაზეც თავაზიანად დათანხმდა (იხ. ფოტო). აღნიშნულია, რომ ხვიჩა ჩქარობდა, აღელვებული იყო, სწრაფად დატოვა სადგური და მინივენით, რომელიც ელოდა, სახლში წავიდა.

გამოცემა წერს, რომ „კვარა“ სავარაუდოდ რომში იყო, სადაც თავისი ტრანსფერის შესახებ შეხვედრები გამართა, შესაძლოა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოგზაურობა გახლდათ,
რომელიც მის მომავალს განსაზღვრავს და პსჟ-ის წარმომადგენლებს სპეციალურად ნეაპოლიდან შორს შეხვდა.

ფრანგული Footmercato იტყობინება, რომ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კვარაცხელიას სანაცვლოდ 80-90 მილიონ ევროს ითხოვს, პსჟ კი ახლავე მხოლოდ 45 მილიონის გადახდაზეა თანახმა, რაც დონ აურელიოს არ აწყობს, რამეთუ მაქსიმალური მოგების მიღებას ცდილობს. „პარი სენ ჟერმენმა“ ორი ვარიანტი შესთავაზა: 45 მილიონი + რანდალ კოლო მუანი და 60 მილიონი + მილან შკრინიარი. ხაზგასმულია, რომ ეს წინადადებები „ნაპოლისთვის“ მიუღებელია, მოლაპარაკებები რთულად მიმდინარეობს და უცნობია, მოხერხებენ თუ არა მხარეები შეთანხმებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე.

altკვარაცხელიას ტრანსფერზე მოლაპარკებები აქტიურ ფაზაშია - დეტალები ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 17 /
თუ ლავრენტაც მაგ აზრზეა რომ 80 მილიონი არ ღირს ჩაუწეროს გამოსასყიდად ეგ თანხა.
რაც შეეხება შედეგიანობას რა ხელფასსაც უხდიან იმაზე 20 ჯერ მეტს აკეთებს.
0
როგორ გგონიათ ნაპოლის ძირითადში ვეღარ ხვდება და ვინმე 80 მილიონს გადაიხდის? ცოტა აზრზე მოდით.რამდენი ხანია კარში წესიერად აღარ დაურტყია.
jiji
19:35 11-01-2025
32
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული