რატომ გაემგზავრა "კვარა" რომში? - "ნაპოლის" და პსჟ-ის მოლაპარაკებები მძიმედ მიმდინარეობს

AutoSharing Option
AreaNapoli იტყობინება, რომ ხვიჩა კვარაცხელია მეუღლესთან, ნიცასთან ერთად ნეაპოლში მატარებლით ადგილობრივი დროით 19:56 საათზე დაბრუნდა.

კვარაცხელიას სათვალეები ეკეთა, უხასიათოდ იყო, ცდილობდა ყურადღება არ მიექცია, მაგრამ ტაქსის მძღოლმა, „ნაპოლის“ დიდმა ფანმა მარკო პასკუალემ და ერთმა ახალგაზრდამ შეამჩნიეს და მასთან სურათის გადაღება სთხოვეს, რაზეც თავაზიანად დათანხმდა (იხ. ფოტო). აღნიშნულია, რომ ხვიჩა ჩქარობდა, აღელვებული იყო, სწრაფად დატოვა სადგური და მინივენით, რომელიც ელოდა, სახლში წავიდა.

გამოცემა წერს, რომ „კვარა“ სავარაუდოდ რომში იყო, სადაც თავისი ტრანსფერის შესახებ შეხვედრები გამართა, შესაძლოა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოგზაურობა გახლდათ,
რომელიც მის მომავალს განსაზღვრავს და პსჟ-ის წარმომადგენლებს სპეციალურად ნეაპოლიდან შორს შეხვდა.

ფრანგული Footmercato იტყობინება, რომ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კვარაცხელიას სანაცვლოდ 80-90 მილიონ ევროს ითხოვს, პსჟ კი ახლავე მხოლოდ 45 მილიონის გადახდაზეა თანახმა, რაც დონ აურელიოს არ აწყობს, რამეთუ მაქსიმალური მოგების მიღებას ცდილობს. „პარი სენ ჟერმენმა“ ორი ვარიანტი შესთავაზა: 45 მილიონი + რანდალ კოლო მუანი და 60 მილიონი + მილან შკრინიარი. ხაზგასმულია, რომ ეს წინადადებები „ნაპოლისთვის“ მიუღებელია, მოლაპარაკებები რთულად მიმდინარეობს და უცნობია, მოხერხებენ თუ არა მხარეები შეთანხმებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე.

altკვარაცხელიას ტრანსფერზე მოლაპარკებები აქტიურ ფაზაშია - დეტალები ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 17 /
თუ ლავრენტაც მაგ აზრზეა რომ 80 მილიონი არ ღირს ჩაუწეროს გამოსასყიდად ეგ თანხა.
რაც შეეხება შედეგიანობას რა ხელფასსაც უხდიან იმაზე 20 ჯერ მეტს აკეთებს.
?
12 იანვარი 2025 20:04
0
როგორ გგონიათ ნაპოლის ძირითადში ვეღარ ხვდება და ვინმე 80 მილიონს გადაიხდის? ცოტა აზრზე მოდით.რამდენი ხანია კარში წესიერად აღარ დაურტყია.
jiji
11 იანვარი 2025 19:35
33
ხვალ რო გაიღვიძებ ნიუსები წაიკითხე და მერე იძახე ვინ გადაიხდისო! 80 კი არა 115-ს იხდიდნენ ამ ზაფხულს და არ გაყიდეს, მაგრამ მაშინ თავად ფეხბურთელს ჯეროდა რო კონტე მის გარშემო აწყობდა გუნდს და შესაბამისი დაფასება ექნებოდა და როგორც კი დაინახა რო გუშინ მოყვანილ მაკტომინეის, გილმორს და ნერესს ხუთჯერ მეტი ხელფასი დაუნიშნეს, ამის მოთმენა უკვე ზედმეტი იყო….
Zaza
12 იანვარი 2025 06:18
0
"ვეღარ ხვდება" კი არა არ ახვედრებენ და კაი მამბასაც დაიჭერენ. შენ თუ მაგას ვერ ხვდები ფეხბურთელი მართლა ვერ ქაჩავს თუ არასწორად არ აყენებენ ძირითადში ვის აზრზე მოსვლაზე ლაპარაკობ და ვის ებლატავები, ხმა როგორ იღებ საერთოდ არცა ხარ აქ შემოსაშვები
Mafiosi.
11 იანვარი 2025 20:59
1
და კიდევ ერთი. შეეშვით ლაურენტისის გინებას, კაცმა თავისი საკუთარი ფულით ჭ ლიგიდან გამოიყვანა ნაპოლი,სტუდენტობის მოიგო,გარისკა და ერთადერთი იყო ვინც შეიძინა "რუბინის ვარსკვლავი".თუ ასე ადვილად მიგაჩნიათ კლუბის პრეზიდენტობა და ფულის გაფანტა,ა ბატონო, გაქვთ დინამო თბილისი,შეაძენინეთ ბიძინას და ხარჯის უაზროდ მანდ ფული ( და არა მდინარაძე- კობახიძეზე),ვნახოთ რას გააკეთებს.
თბილისელი
11 იანვარი 2025 15:38
31
ბიძინას არ აკლია ფულის ხარჯვა და დააყენეთ ეგ უმადური უკანალები ისეთმა არსებებმა მეზობელს რომ პურს არ გაუტეხავთ.
ქართველი
12 იანვარი 2025 21:38
1
ყველა გარბის მერე ლაურენტესისგან. რთული კაცია და თუ თავისებურად არ იყენებს, შემდეგ ცდილობს "გაუფუჭოს" სტატუსი. ვინც სკუდეტო მოაგებინა გარბიან მისგან ახლა.
ნატუკა
12 იანვარი 2025 19:00
0
პსჟ-ში გადასვლა ნიშნავს იგივე საუდის არაბეთის გუნდში გადასვლას,ოღონდ მნიშვნელოვნად ნაკლები გასამრჯელოთი.გუნდს სეზონში მხოლოდ 2-3 თამაშის ჩვენება სჭირდება საფრანგეთის ჩემპიონობისათვის და 5-6 ( ისიც ძირითადად წარუმატებელი) თამაშის ჩემპიონთა ლიგაში. კლუბს არ გააჩნია არავითარი ამბიციები გარდა ფულის კეთების.მესმის რომ ამ საიტზე ბევრი შინაგანად ოცნებობს რომ კვარაცხელია რუბინსა თუ ტერეკში თამაშობდეს ( ადრე იძახდნენ "სასწაულებრივ ფულს უხდიანო"),მაგრამ ჩემი ღრმა აზრით ყველას აჯობებდა ინგლისი ( ესპანეთში ვეღარ მოხვდება, რადგან რეალს და ბარსელონას მაგ ადგილას არანაკლები დონის ფეხბურთელები ჰყავთ).საფრანგეთის ჩემპიონატი არის გადასარევი მიქსუტაძისათვის,მაგრამ ხვიჩა ცოდუა მანდ.
თბილისელი
11 იანვარი 2025 15:33
12
აბსოლოტურად სიმართლეა. ზუსტად ეგრეა რა
Mafioso
11 იანვარი 2025 20:53
1
რს სასაცილო რაღაცებს წერთ გესმით მაინც? ლივერპული თუ არასტაბილურია, სსბილური რომელია მაშინ პრემიერლიგაში, მანიუ? ან სიტი? თუ ჩელსი? :) თუ ანეკდოტებს თხზავთ? ან პსჟ რა გუნდია ასეთი, ბარსაზე წინ რომ აყენებთ? ყალიბდებაო იძახით, ამაში შეიძლება დაგეთანხმოთ კაცი, მაგრამ, მოდი ჯერ ჩამოყალიბდეს და მერე ვისაუბროთ მასზე, თუ კვარამ უნდა ჩამოაყალიბოს? :)
Guriec
11 იანვარი 2025 13:32
0
წინა წელს პსჟ_ს ფინალამდე ცოტა დააკლდა. იღბლის წყალობით მოიგო დორტმუნდმა. პსჟ უძლიერეს გუნდად ყალიბდება ეტაპობრივად და კვარასთან უფრო ჩამოყალიბდება. ლივერპულში და ბარსელონაში და სხვაგან კვარას ადგილი არაა. ჯერ პსჟ რო ბარსელონას ჯობია დღესდღეობით არ ვიკამათოთ. რამდენჯერაც შეხვდა გააგდო. ლივერპული არასტაბილურია. შემადგენლობითაც კვარას ადგილი არაა იქ.
სიმართლე
11 იანვარი 2025 11:08
20
მე უბრალოდ პსჟ_ გულშემატკივარი ვარ მბაპე და ნეიმარის მერე. და გამიხარდება კვარა იქ.ლივერპულის შემადგენლობაში კვარას მოხვედრა გაუჭირდება. ასევე ბარსელონას შემადგენლობაში.
სიმართლე
11 იანვარი 2025 15:41
4
რა სასაცილოები ხართ, ვითომ ეს" საფეხბურთო ექსპერტები"?! სანამ ხვიჩას გადასვლაზე არ დაიწყო ლაპარაკი პჟეში, მანამდე, ფუ ეგ ფერმერების გუნდი, დაბალი ლიგაა და ასე შემდეგ... და ეხლა გახდა უცებ მაღალი დონის ლიგა და გუნდი? ორმაგ სტანდარტებს შეეშვით.
სიმართლეს
11 იანვარი 2025 11:51
3
მგონია რომ სიტი გამოჩნდება მალე ასპარეზე და თავისთან წაიყვანს და ძაანაც მოუხდება მაგ გუნდს კვარა მაგრამ მე ლივერპულში მინდა მამარდა და კვარა ერთად
რონი
11 იანვარი 2025 10:43
2
რატომღაც მგონია რომ სულ სხვა გუნდში გადავა, ალბათ ინგლისში...
Givi
11 იანვარი 2025 10:07
1
აბა რაა ხომ ვამბობდი რომ არც ისე ადვილადაა საქმე და ის ბებერი კაჟაია ბულავა არაფრით არ დათანხმდება ფულს+მოთამაშეზე შკრინიარის ვარინტი შეიძლებოდა გამოსულიყო (კარგი მცველი სჭირდება კონტეს) მაგრამ პსჟ-ში შკრინიარს 6 მილიონი აქვს ხელფასი და ის წუწურაქი ყოველ დოლარზე რომ ტირის 6 კი არა 3 მილიოსაც არ დაუნშნავდა ხელფასს @ ასე რომ პსჟ-ს ვარიანტი თითქმის გამოირიცხა (იმიტომაც იყო კვარა უხასიათოდ) რჩება პრემიერ ლიგის ბობოლა მდიდარი გუნდების ვარიანტი რომლებიც ან მთლიან 90 მილიონს გადაიხდიან ან კიდევ 50-70 მილიონს ისეთ ფეხბურთელს დაამატებენ ვინც ნამდვილდ უნდა ნაპოლის მაგალითად ლივერპულის ვარიანტი 70 მილიონი+კიეზა.მაგრამ ეგ ვარიანტიც არა მგონია გამოვიდეს კონტეს კი ძალიან უნდა კიეზა მაგრამ ბებერი ვირთხა არ წავა 20 მილიონის დაკარგვაზე @ ეტყვის აგერ გვყავს ნერეში რასპადორი სპინაცოლა ძერბინი და მეხუთე მარცხენაფლაგელი რაღათ გვინდაო? და რაღაცა ვარიანტში მართალიც იქნება - ნერეში ხომ "უკვე ჯობია" კვარას სპინაცოლამ ხომ "ბრწყინვალედ ითამაშა" ბოლო თამაში" რასპადორი საერთოდ იტალიის ნაკრების წევრიაო ასე რომ დაყენდი და ამ ფეხბურთელებით მაიტა სკუდეტო და მე კი ხელს ნუ მიშლი 90 მილიონის დათრევაშიო D იმას კი არ ფიქრობს ის დურაქი რომ რაც დრო გავა კვარას ფასი დაიწევს და 70 მილიონი+კიეზა კი არა 50 მილიონიც სანატრელი გაუხდება P ისე რა დრო დადგაა-- 10 წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა ქართველ ფეხბურთელში 70 მილიონს გადაიხდიან და ხურდაში იტალიის ნაკრების ფეხბურთელს დაამატებენო იმას ალბათ ხონის "სანატორიუმში"გააქანებდნეენ DD
zura222
11 იანვარი 2025 07:38
3
აი სან საღოლ. . .
ნაპოლეონი
11 იანვარი 2025 09:36
1

სიახლეები პოპულარული