ახლავე და სასწრაფოდ - გოგლიჩიძის შეძენას "მილანი" გეგმავს

AutoSharing Option
ქართველი ფეხბურთელების მიმართ მთელ ევროპაში მზარდი ინტერესია, რაც გულშემატკივარს უთუოდ გაახარებს. ამჯერად იტალიურ მედიაში ცნობა "ემპოლის" მცველის საბა გოგლიჩიძის შესახებ გავრცელდა.

OneFootball-ს ცნობით, "მილანს" უნდა "იუვენტუსს" დაასწროს, გოგლიჩიძეს კონტრაქტი ახლავე გაუფორმოს და მდიდარი გამოცდილების მისღებად და კლასის ასამაღლებლად ზაფხულამდე იჯარით თავის ამჟამინდელ გუნდში დატოვოს.

აღნიშნულია, რომ ახალგაზრდა ქართველმა "ემპოლის" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება მოახერხა და "როსონერის" ხელმძღვანელებზე შთაბეჭდილება მოახდინა.

Berita AC Milan Terbaru წერს, რომ დიდი კლუბებისთვის გოგლიჩიძის ასაკის და პოტენციალის გათვალისწინებით, გადაბირება ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში მომხიბვლელი ვარიანტია და "მილანმა" უნდა იჩქაროს. ხაზგასმულია, რომ ამას
ხელს ისიც შეუწყობს, რომ სამომავლოდ "მილანი" და "ემპოლი" შეიძლება სატრანსფერო საკითხებში სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ.

გამოცემის მტკიცებით, მილანური კლუბის სწრაფი მოქმედება გოგლიჩიძის შეძენის ძალიან სერიოზულ განზრახვაზე მეტყველებს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ადრე,საბას ინტერვიუ წავიკითხე, ისე ჭკვიანურად გაარჩია, რაღაც მომენტები, სხვისგან რომ მსგავსი არ მომისმენია, გაკვირვებული დავრჩი. აშკარაა,რომ ჭკვიანი ბიჭია, რაც ძალიან გვჭირდება,ნაკრებშიც და საერთოდაც. წარმატებები,ამ ნიჭიერ ახალგაზრდას! მჯერა, ბევრს მიაღწევს.
დიდება საქართველოს!
ლევანი
22:26 11-01-2025
0
გოგლიჩიძე მილანში, კვარა პ.ს.ჟ მამარდა ლივერპული, 3 გრანდში 3 ქართველი, ბუდუ მიქაუტაზე ზურიკო ტოპ ლიგებში, სალია ნიუკასლში,კიტე კარგ გუნდშია,ბევრმა ქარტველმა უნდა ითამაშოს ტოპ ლიგებში და მერე შეიძლება ფიქრი მსოფლუოზე გასვლაზე, ევროპაზე კი აწი მოეთხოვებათ გავიდნენ,წარმატებები ბიჭებს
გოგა
21:33 11-01-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული