"ნაპოლიში" მონასავით იყენებენ... არ ვფიქრობ, რომ პსჟ საუკეთესო ვარიანტია" - რევაზ ჩელებაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

AutoSharing Option
ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა რევაზ ჩელებაძემ Championship-თან ინტერვიუში "ნაპოლის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

ჩელებაძის თქმით, "კვარამ" "პარტენოპეი" აუცილებლად უნდა დატოვოს, თუმცა მისი კარიერის გაგრძელების საუკეთესო ვარიანტი არა პსჟ, არამედ ინგლისის პრემიერლიგაში გადაბარგებაა.

"ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ გავიგე, რომ ხვიჩას ყიდვა "პარი სენ ჟერმენს" სურდა, ტრანსფერის ინიციატორი კი პირადად ლუის ენრიკე იყო. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ხვიჩასთვის საუკეთესო ვარიანტი არა პსჟ-ში, არამედ ინგლისის პრემიერლიგაში გადასვლა იქნება.

პსჟ დიდებული კლუბია, იქ ხომ მესი და ნეიმარი თამაშობდნენ, თუმცა პრემიერლიგა ტოპ კლასის ჩემპიონატია,
არც საფრანგეთის ჩემპიონობაა დაბალი დონის, მაგრამ მინდა ხვიჩა საუკეთესო ლიგაში ვიხილოთ.

"ნაპოლი" ახლავე უნდა დატოვოს. ამ ბიჭის მიმართ დიდ უპატივცემულობას იჩენენ. ხვიჩა ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ხელფასის მხრივ კი გუნდში მე-19, ან მე-20 ადგილზეა. ეს უპატივცემულობაა.

"პარტენოპეიში" მას მონასავით იყენებენ, სწორი იქნება თუ კვარაცხელია ტოპ კლუბში გადავა", - განაცხადა ჩელებაძემ.

შეგახსენებთ, ფაბრიციო რომანოს ცნობით, პსჟ-სთან ერთად, ხვიჩას შეძენით "ლივერპული", "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედიც" ინტერესდებიან.

altრატომ გაემგზავრა "კვარა" რომში? - "ნაპოლის" და პსჟ-ის მოლაპარაკებები მძიმედ მიმდინარეობს

altკვარაცხელიას ტრანსფერზე მოლაპარკებები აქტიურ ფაზაშია - დეტალები ცნობილია

altხვიჩა 90 მილიონად თუ ვერ გაიყიდება, დასჯიან და სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს... "ნაპოლი" ხელშეკრულების გაგრძელებას ელოდა, მაგრამ... - რას წერენ ნეაპოლელები

alt"პსჟ-ში რატომ უნდა გადავიდეს?" - "ზენიტის" ყოფილმა ფეხბურთელმა "კვარას" "პარტენოპეიში" დარჩენა ურჩია

მკითხველის კომენტარები / 8 /
ალნერთი ძალიან კარგი უნგრელი ფეხბურთელი იყო წინა საუკუნის 60-ან წლებში!!! იმედია, ეს "ალბერტი" სხვაა...
tngh
11 იანვარი 2025 18:31
1
ჩელებაძის ბენეფისი იყო 1977 წლის ორი თამაში "ბკ კოპენჰაგენთან"... იმედია ბევრს გახსოვთ ის თამაშები!!!
tngh
11 იანვარი 2025 18:26
0
იქ 4:1, რამდენი გაიტანა არ მახსოვს, აქ 2:1 და ორივე ჩელემ შეაგდო.
აბა რა
11 იანვარი 2025 21:50
0
ნაპოს პარიზის ახევა მოუნდომეს
ზლატან დროგბა
11 იანვარი 2025 15:26
2
რატომ ფიქრობთ ასე ბატონო რევაზ. . ევროპა ხომ დღედაღამ საქართველოზე და ჩვენი ქვეყნის მომავალზე ფიქრობს. . . იმათ უკეთესად არ იციან ჩვენთვის რაა კარგი და ცუდი?. . ჩვენ სულ რაღაც 21 წლის ისტორია გვაქვს და იმათ კი. . . ასე რომ მოეშვით სპეკულაციებს. . .აბა რუსეთი გინდაააათ?!. . .
ნაპოლეონი
11 იანვარი 2025 13:12
46
სარკაზმში არ გამოდექი მეგობარო, რამე სხვა ცადე, წრეში ბურთი მაგალითად... ;-)
რა მაფიაა?
11 იანვარი 2025 18:34
1
მაინც, ევროპის რომელ სიკეთეზე გველაპარაკები? სიკეთე თუ გაუკეთა ისევ და ისევ: ენეჯოეშნიკებს, ნაცებს და ლგებეტეებს. მაგათი დაფინანსებებით არ ხდება საქართველოში აქციები და და "ცეცხლოვანი შტურმი" პოლიციელებზე და პარლამენტის შენობაზე? არა, დედისმაგათ ნაცები თავიანთი ჯიბით ყიდულობენ, ათას " საბრძოლო ინვენტარს არა"? ალბერტ, შე როთო! შეუძვერით ევროკავშირს ერთ ედგილას, რომელიც მალე დაიშლება, ისეთი პირი უჩანს! მერე რა გეშველებათ?
ალბერტის
11 იანვარი 2025 14:30
11
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული