"იქ გადავა, სადაც..." - სიომინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა ხვიჩა კვარაცხელიას მომავლის შესახებ ისაუბრა.

გამოცდილი რუსი სპეციალისტის თქმით, თუ "კვარა" "ნაპოლიდან" წავა, ისეთ გუნდში გადავა, სადაც მას დააფასებენ.

"ხვიჩა ნებისმიერ ევროპულ გუნდს მოერგება. მის ტრანსფერთან დაკავშირებით ქართველის მენეჯერები ყოველთვის ჭკვიანურად მოქმედებენ. ასე რომ არ გამიკვირდება, თუ მისი პსჟ-ში ტრანსფერი შედგება. "კვარა" ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია და გადავა იქ, სადაც მას დააფასებენ", - განაცხადა სიომინმა Match TV-სთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, ბოლო ცნობების მიხედვით, პარიზული კლუბი მზადაა ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ "ნაპოლის" 80 მილიონი ევრო გადაიხადოს, თავად ქართველს
კი ხელფასის სახით იმაზე 4-ჯერ მეტი შესთავაზოს, ვიდრე ახლა "პარტენოპეიში" გამოიმუშავებს.

altრატომ გაემგზავრა "კვარა" რომში? - "ნაპოლის" და პსჟ-ის მოლაპარაკებები მძიმედ მიმდინარეობს

altკვარაცხელიას ტრანსფერზე მოლაპარკებები აქტიურ ფაზაშია - დეტალები ცნობილია

 

altხვიჩა 90 მილიონად თუ ვერ გაიყიდება, დასჯიან და სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს... "ნაპოლი" ხელშეკრულების გაგრძელებას ელოდა, მაგრამ... - რას წერენ ნეაპოლელები

მკითხველის კომენტარები / 10 /
წარმატებები სიომინს, ძალიან კარგი პიროვნებაა. დასავლურ იდეოლოგიას ნარატივებს ნუ აყვებით მეკობრებო .
პროგრესული ქართველი
19:39 11-01-2025
7
დღესაც მახსოვს როგორ იტირა სიომინმა კვარას წასვლაზე.
serxio
19:07 11-01-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული