"იქ გადავა, სადაც..." - სიომინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა ხვიჩა კვარაცხელიას მომავლის შესახებ ისაუბრა.

გამოცდილი რუსი სპეციალისტის თქმით, თუ "კვარა" "ნაპოლიდან" წავა, ისეთ გუნდში გადავა, სადაც მას დააფასებენ.

"ხვიჩა ნებისმიერ ევროპულ გუნდს მოერგება. მის ტრანსფერთან დაკავშირებით ქართველის მენეჯერები ყოველთვის ჭკვიანურად მოქმედებენ. ასე რომ არ გამიკვირდება, თუ მისი პსჟ-ში ტრანსფერი შედგება. "კვარა" ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია და გადავა იქ, სადაც მას დააფასებენ", - განაცხადა სიომინმა Match TV-სთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, ბოლო ცნობების მიხედვით, პარიზული კლუბი მზადაა ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ "ნაპოლის" 80 მილიონი ევრო გადაიხადოს, თავად ქართველს
კი ხელფასის სახით იმაზე 4-ჯერ მეტი შესთავაზოს, ვიდრე ახლა "პარტენოპეიში" გამოიმუშავებს.

altრატომ გაემგზავრა "კვარა" რომში? - "ნაპოლის" და პსჟ-ის მოლაპარაკებები მძიმედ მიმდინარეობს

altკვარაცხელიას ტრანსფერზე მოლაპარკებები აქტიურ ფაზაშია - დეტალები ცნობილია

 

altხვიჩა 90 მილიონად თუ ვერ გაიყიდება, დასჯიან და სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს... "ნაპოლი" ხელშეკრულების გაგრძელებას ელოდა, მაგრამ... - რას წერენ ნეაპოლელები

მკითხველის კომენტარები / 12 /
პარი სენ ჟერმენი წელს ზაფხულში მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მინიმუმ 3 მატჩს ჩაატარებს, სავარაუდოდ კი მეტსაც. ამ ტურნირზე ქართველებიდან მხოლოდ კახი კალაძეს უთამაშია 2007 წელს მილანის შემადგენლობაში, იმედია მეორეს კვარაცხელიას ვნახავთ იქ.
სტალინი
12 იანვარი 2025 12:19
0
პალიჩი მართლაც კარგი ადამიანია! ნუ ჩავიციკლებით იმაზე რომ რუსია, გავიხსენოთ ცნობილი გამონათქვამი
"კარგს თუ კარგი არ ვუწოდე, ცუდს სახელად რა დავარქვა?!"
სიმართლე
12 იანვარი 2025 10:47
0
წარმატებები სიომინს, ძალიან კარგი პიროვნებაა. დასავლურ იდეოლოგიას ნარატივებს ნუ აყვებით მეკობრებო .
პროგრესული ქართველი
11 იანვარი 2025 19:39
12
დღესაც მახსოვს როგორ იტირა სიომინმა კვარას წასვლაზე.
serxio
11 იანვარი 2025 19:07
0
აბა რაა პალიჩ ჯიგარო კვარა იქ უნდა წავიდეს სადაც დააფასებენ !!
zura222
11 იანვარი 2025 18:36
2
ვეთანხმები ლოკომოტივმაც არ დააფასა წავიდა რუბინში და გაიბრწინა რუბინიდან ნაპოლში გაიბრწყინა ნაპოლი აღარ აფასებს ახლა სადაც არ უნდა წავიდეს იქაც გაიბრწყინებს
ემიგრანტი
11 იანვარი 2025 16:47
0
Bijo amati azri saertot rogor unda gainteresebdes tviton ariyo kvaras mwvrtneli tu icoda rato gaushva rubinis chaobshi mashin exla vitom propesorobs romara ukraina rusetis omi mware simartlea magram rusets ver gacdeboda xvicha da ik chaaklavdnen imis talantsda nichs romeli erti qartveli davasaxelo rac amat chvens bichebs uqnes kide amatazrebs cert ragchirt martla ra ubedureba.
Achi
11 იანვარი 2025 16:09
51
მართლა 0 ხარ გეტყობა ფეხბურთში და კიდევ შენთან შედარებით კი არა მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში სიომინი პროფესორიც არის და აკადემიკოსიც, კიდევ ერთს დავამატებ, რომ სიომინს რომ უყვარს კვარა ისე ამ საიტზე ბევრს არ ეყვარება და მისი ნიჭის უსაზღვროდ დამფასებელია, ხოლო ლოკოდან კვარას წასვლის მერე კაცმა ცრემლები ვერ შეიკავა, შენ კიდევ რუსეთში რომ თამაშობდა ალბათ სანაიასავით ვინ იცის რას არ უწოდებდი.
ზაკო-12
11 იანვარი 2025 20:04
1
ფეხბურთის ყურება დაიწყო, თორემ ზაფხულის მერე უყურებს რა ეგეც დღემდე. :)
ესპანეთთან მერვედფინალში მსაჯის საფინალო სასტვენის მერე აღარც გაუხედავს ფეხბურთისკენ. სამარიაჟო და სოციალურ ქსელში გასაზიარებელი აღარაფერი იყო მეტი. და სხვა რა დანიშნულება აქვს აბა ფეხბურთს მავანთათვის?
zura222-ს
11 იანვარი 2025 19:06
1
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული