"თავიდან ხვიჩას წასვლის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, ახლა კი.." - კონტემ დე ლაურენტისი გააფრთხილა

AutoSharing Option
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში არაერთი სანდო ჟურნალისტი წერს იმის შესახებ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "ნაპოლის" დატოვება სურს და მისი ტრანსფერით რამდენიმე ევროპული გრანდი ინტერესდება.

მოგეხსენებათ, გასულ ზაფხულს "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე კატეგორიულად ითხოვდა, რომ დე ლაურენტისს "კვარა" არ გაეყიდა.

Il Mattino-ს ცნობით, ახლა სიტუაცია შეიცვალა და კონტემ კლუბის პრეზიდენტს სთხოვა, რომ ხვიჩას სატრანსფერო ამბავი, რაც შეიძლება მალე მოაგვაროს.

"კონტეს არ სურს გასახდელში იხილოს ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც გუნდში თამაში არ სურს და ამ ამბის მალე მოგვარებას ითხოვს. ანტონიო
ფიქრობს, რომ ეს ისტორია სხვა მოთამაშეებზეც მოახდენს გავლენას და გუნდს მიმდინარე სეზონის მთავარი მიზნის, სკუდეტოს მოპოვებაში ხელს შეუშლის", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, პსჟ კვარაცხელიას ხელფასის სახით წელიწადში დაახლოებით 10 მილიონ ევროს სთავაზობს.

alt"ნაპოლიში" მონასავით იყენებენ... არ ვფიქრობ, რომ პსჟ საუკეთესო ვარიანტია" - რევაზ ჩელებაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

altდღეს მამარდაშვილი ტრავმის შემდეგ ბრუნდება, ბუდუ ელიტაში იწყებს... - როცა ხვიჩას ტრანსფერი მთავარი თემაა

altკვარაცხელიას ტრანსფერზე მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია - დეტალები ცნობილია
 

მკითხველის კომენტარები / 8 /
გასაგებია რომ პირველივე წელს არავინ ელოდა ხვიჩასგან ამხელა პროგრესს და ხელფასიც მიზერული დაუნიშნეს, მაგრამ რო დაინახე ამხელა ტალანტი შეიძინე კაპიკებად ადექი და დააფასე ბიჭი, სულ მცირე გაუორმაფე ხელფადი რომ მოტივაცია არ დაუკარგო, 33 წლის შემდეგ ნანატრი სკუდეტო ჩაახუტა ქალაქს და ასეთი უმადურობა გამოიჩინო ყველანაირ ლოგიკას სცდება. რათ უნდა ამას ორი წელი მზადება, ერთ საათში გმზადდებოდა კონტრაქტი სურვილი რომ ჰქონოდათ კლუბში
მამუკა
12 იანვარი 2025 03:09
0
დე ლაურენტისი = ფეხბურთის არ მცოდნე დიქტატორია! კონტეც მიხვდა, რომ ლაურენტისი კვარასთან დამოკიდებულებაში საკალანდო ღრუტუნების საყვარელ "ოქროს" მიირთმევს და კვარასთან სამომავლოდ კარგი ურთიერთობის შერნარჩუნება უნდა.
ვაჟა მასწავლებელი
11 იანვარი 2025 15:09
3
უმადური ხალხი.ჯერ ოსიმენი მოინელეს ახლა კვარას მიდგენ
ვახო.ხო.
11 იანვარი 2025 15:03
0
საქმეც ისაა რომ ოსიმენი ვერ მოინელეს, ყელში ყავთ გაჩხერილი!!; მშვენიერ 10 მილიონს ახვევს ყოველწლიურად და სულ ცალ ფეხზე კიდია თუ არ (ვერ) გაყიდიან! მშვენიერი კონტრაქტი გაუჩალიჩა წუწურაქ ლა რენტას! იმიტომაა რომ ხვიჩაზე ყრილობა ჯავრს. თუ ხვიჩაც დაუსხლტება რამენაირად საერთოდ ფსიქიატრიულში ამოყოფს თავს!!!
rigiti
11 იანვარი 2025 17:21
0
მანამდე სპალეტი მოინელა მაგ ტომარამ (ფულის)
ყელში ამოვიდნენ ფულის ტომარები!!!
გია_544
11 იანვარი 2025 16:05
1
1. აურელიომ 10 მილიონი რომ დაუნიშნოს ფეხურთელს, ოსიმენის ისტორია განმეორდება - მის გაყიდვას შეეცდება სასწრაფოდ, რომ არ გადაუხადოს თვეში 833 ათასი ევრო.
2. მალე გაყიდის ლუკაკუს, რომელსაც 7.69 მილიონ ევროს უხდის.
უფროსი ნაჩალნიკი
11 იანვარი 2025 14:53
3
10 მილიონს არა 30 მილიონს სთავაზობს კიდევ! პსჟ 6-7 მილიონს ხელფასად გადაუხდის და გამოსასყიდი თანხა 65 მილიონზე მეტის გაღება არ უნდა! ლავრენტა კიდევ 80 მილიონს ფეხს არ უცვლის! ლივერპულიდან რომ გაკეთებულიყო შეთავაზება და კიეზაში გაეცვალათ ფულის დამატებით კონტე უფრო დააჩქარებდა ლავრენტას!
მწვრთნელი
11 იანვარი 2025 14:48
4
ნეტავ რა გეშველება შე საცოდაო
მწვრთნელი-ს
11 იანვარი 2025 22:16
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული