ბუდუს კარგი დებიუტი ბუნდესლიგაში - "ჰაიდენჰაიმმა" ზედიზედ შვიდი წაგების შემდეგ გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუნდესლიგის მეთექვსმეტე ტურში „ჰაიდენჰაიმმა“ სახლში „უნიონს“ 2:0 მოუგო.

ბუნდესლიგაში „კარლსრუედან“ ჰაიდენჰაიმში“ ახლახან გადასული ბუდუ ზივზივაძის დებიუტი შედგა, რომელიც მწვრთნელმა ფრანკ შმიდტმა პირველივე მატჩში ძირითად შემადგენლობაში დააყენა.

თავიდან სტუმრები უპირტესობას ფლობდნენ, მასპინძლებმა კი პირველივე შანსი გამოიყენეს და ახალწვეულმა ფრანს კრეტციგმა დააწინაურა. შემდეგ ზივზივაძემ ომარ ტრაორეს პასი გაუკეთა, რომელიც ტომ როტემ წააქცია და მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო გააძევა.

მეორე ტაიმში „ჰაიდენჰაიმი“ ბევრს უტევდა, ბუდუმ სამჯერ სცადა გატანა - ჯერ გატანა მეკარე ალეკსანდრ შვოლოვმა არ დაანება, მერე მისი დარტყმული ბურთი ზედ კარის
ხაზიდან მცველმა გამოიტანა, 83-ე წუთზე კი ქართველის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, დამატებაზე ადრიან ბეკმა ყველას დაასწრო, 2:0 და „ჰაიდენჰაიმმა“ ჩემპიონატზე ზედიზედ შვიდი წაგების შემდეგ გაიმარჯვა.

ქართველმა შეუცვლელად ითამაშა და ორივე გუნდიდან ერთ-ერთი საუეთესო შეფასებები დაიმსახურა: flashscore 7.6, whoscored 7.4, sofascore 7.3.

„ჰაიდენჰაიმი“ 14 ქულით მეთხუთმეტე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 15 იანვარს ბრემენში „ვერდერთან“ გამართავს.

ჰაიდენჰაიმ ან დერ ბენცი. „ფოიტ არენა“
ჰაიდენჰაიმი - უნიონი 2:0
გოლები: 1:0 კრეტციგი (17), 2:0 ბეკი (83)
გაძევება: როტე (37, უნიონი)

altდღეს მამარდაშვილი ტრავმის შემდეგ ბრუნდება, ბუდუ ელიტაში იწყებს... - როცა ხვიჩას ტრანსფერი მთავარი თემაა

მკითხველის კომენტარები / 12 /
ბუდუ ჩემი პირადი ფავორიტია, როდესაც მასზე ვწერდი კომენტარებს და ნაკრებში გამოძახებას ვითხოვდი, ერთი კაციც კი არ მყავდა მხარდამჭერი, მაგრამ ჩემი მონდომებითაც ცოტა მივეშველე, ნელნელა მხარდამჭერებიც გამომიჩნდნენ და ნაკრებში გამოძახებასაც მივაღწიეთ. მერე ყველაფერი კონკიას ზღაპარივით გაგრძელდა. წარმატებები გულწრფელ კაცს!!!
სიმენონი
12 იანვარი 2025 01:21
0
საიტის ადმინისტრაციას! ჩემი სახელით დამკომენტარებელი ვირთხა ისევ გამოჩნდა. რაღაც სისულელეებს რომ წერს, რატომ არ ბლოკავთ? არც მისდამი ჩემი კომენტარი არ გამოგიქვეყნებიათ. კორექტულობას ვიცავ მისგან განსხვავებით
დავით 67
12 იანვარი 2025 00:51
0
ვუყურე თამაშს და ასისტი მე ვერსად დავინახე,ან რომელ საიტზე დაუწერეს ასისტი? ისე ბუდუმ კარგად ითამაშა და ვულოცავ. აქტიური იყო და ბევრ საკვანძო მომენტში მიიღო მონაწილეობა.
Რერო
11 იანვარი 2025 21:38
3
ფლეშსქორზე დაუწერეს, უნიონი რო 10 კაცით დარჩა ბუდუს დამსახურებაცაა და მეორე გოლი მაგის დამსახურებაა
უნახავებისთვის
12 იანვარი 2025 18:06
0
და აი ბუდუ ბუნდესლიგაშიც მოგვევლინა))) ამას წარმოიდგენდით? 3 წლის წინ სად თამაშობდა ფერენცვაროში თუ სადღაც მეორე ბუნდესლიგაში სანამ მივიდოდა, მაშინ მისი ტოპ ლიგა ში თამაში ჯერჯერობით სამომავლო კეთილი ზღაპარი იყო)) იმიტომ რომ არ არის ადვილი მოხვედრა იქ, ბუდუს კი არ ვაკნინებ უმაგრესი ამბავია გილოცავთ სუყველას!!!
ჰოპლა
11 იანვარი 2025 21:30
0
ბიჭებო დაზუსტებით იცით ვინმე მომავალ კვირას ჩვენი ლიდერი მიხაელ როთი ჩამოდის თბილისში?მოვილხენთ გოგოები
დავით 67
11 იანვარი 2025 21:03
22
ვაი შენ საცოდავო ვირთხავ! ვერ ხვდები რომ ყველა ხვდება რომ ეს ჩემი კომენტარი არ არის? რა ვქნა რით გიმკურნალო, რომ შემეძლოს აუცილებლად გიმკურნალებდი უფასოდ!
დავით 67
11 იანვარი 2025 22:35
2
ასისტი ჩაეთვალა ბუდუს
გოგა
11 იანვარი 2025 21:01
0
ადრე დავწერე არ გავარდება,არ არის აუტსაიდერითქო.
ჰაიდენჰაიმის მაგარი მწვრთნელი ჰყავს,ეს გუნდი მეორე ლიგიდან ამოიყვანა და რა რესურსიც აქვს კარგად ათამაშებს,ევროთასების გუნდია,რა გასავარდნი.
ბუდუს აყვანა კიდე სწორ მენეჯმენტზე მიუთითებს.
Levani
11 იანვარი 2025 20:49
1
ukire ra tamashebs amden mazgachizms ar gezareba?
Degraf
11 იანვარი 2025 21:15
14
ბუდუს მეორე გოლიდან ასისტი ჩართველა!
ლაშა
11 იანვარი 2025 20:47
2
მშვენიერი დებიუტია,
წარმატებები ბუდუს !
ქობულეთიდან
11 იანვარი 2025 20:39
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული